გარბანის წვერის წმინდა გიორგის ხატი
გარბანის წვერის (სემღისას) წმინდა გიორგის ხატი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა. მდებარეობს სოფელ გარბანის განაპირას. დანგრეულია. შემორჩენილია ფიქლის ქვით ნაგები კედლის ფრაგმენტები. სოფელი ხატში „სამხვეწროდ“ ათენგენობას გამოდიოდა. ალოცვინებდნენ პატარძალსა და ახალშობილებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 442-443.