განხილვა:ჯორჯ პატონი

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა 91.184.107.23

@გიო ოქრო: საინტერესოა რატომ არის სტატია წასაშლელი ?! კრიტერიუმში მითითებულია: გამონაკლისია კომპლექსური თარგი (მაგ. ინფოდაფა), რომელიც გვერდს მნიშვნელოვან ენციკლოპედიურ ინფორმაციას ამატებს. ეს სტატია 3-წინადადებიანია და გააჩნია საკმაოდ კომპლექსური და ინფორმაციული ინფოდაფა. - OTOGI Messages 07:29, 2 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

@Otogi: სტატია არის ერთწინადადებიანი. ერთგან წერტილს თუ დასვავ (მარტო ერთგანაა შესაძლებელი) ორწინადადებიანი იქნება :). ინფოდაფა კი შევსებულია შეცდომებით. მაგ., „განსაკუთრებული დამსახურების ჯვარი“. გიო ოქრო 07:53, 2 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: თავს ნუ იმართლებ და წესების ირიბად ინტერპრეტაციას ნუ ცდილობ. წერტილია თუ მძიმე სტატია არის 3-წინადადებიანი და ამ კუთხით წასაშლელი არ არის. - OTOGI Messages 08:02, 2 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

სამწინადადებიანი საიდან არის ვერ გავიგე :( წინადადება. და ცოდა კორექტულად ისაუბრე. გიო ოქრო 08:07, 2 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: ბევრს ნუ ტლიკინებ!. ამგვარი სტატიები ვიკიპედიაში არ იშლება. ისეთ სტატიას, რომელსაც გააჩნია 3-წინადადება მაინც და აქვს ინფოდაფა, ამასთან, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო და შენ მაინც დაჟინებით ითხოვ მის წაშლას ეს არის ვიკიპედიის წესებიდან გადახვევა და მიზანმიმართული შეტევა!. კორექტულობას რაც შეეხება, გირჩევ კორექტული იყო იმ მომხმარებლებთან ვინც შრომობს და ცდილობს შენსგან განსხვავებით კარგი საქმის კეთებას. ამდენად ეს სტატია არ წაიშლება. ინფორმაციისთვის შეგიძლია შენი მეგობრის სტატიებს გადახედო და წასაშლელად მონიშნო, მაგ., მეზოტროფული მცენარეები. ბევრია ასეთი. წარმატებას გისურვებ. - OTOGI Messages 08:25, 2 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

ძალიან ზედმეტები რომ მოგდის უკვე ვერ ატყობ? უბრალოდ უზრდელობაა და მეტი არაფერი. ამ სტატიას სამი წინადადება არ ჰქონდა. ამიტომ წასაშლელი იყო. ახლა აღარ არის და შესაბამისად ამიტომ აღარ წაიშლება. ჩემი მეგობრის სტატიები მაგ წესის შემოღებამდეა დაწერილი, ცნობისათვის. გიო ოქრო 10:38, 2 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

@გიო ოქრო: ზედმეტები შენ მოგდის უკვე წლებია და ბევრს გითმენთ. თავზე გადაგივიდა. დაგიწერე გარკვევით, რომ სტატიას ჰქონდა ინფოდაფა და წყარო. ასეთ შემთხვევაში სტატია არ არის წასაშლელი. ინფოდაფა ინფორმაციულია და მისი უკუგდება დაუშვებელია. სტატია და ინფოდაფა ერთი მთელია და ისინი ერთიმეორეს ავსებენ. სწორედ ამიტომაა, რომ ასეთ დროს სტატია ვერანაირად ვერ იქნება ერთწინადადებიანი როგორც ეს შენ გინდა, რომ შერაცხო. ინფოდაფა მხოლოდ იმიტომ დაიწუნე თურმე შეცდომით წერია-ო. ეს არის უსუსური არგუმენტი და სრულიად უპასუხისმგებლო კომენტარი. ამიტომაცაა, რომ ადამიანებს აქ არაფრის გაკეთება აღარ უნდათ. არადა პირიქით, ხალხი უნდა მოვიზიდოთ. აქ, განხილვაში ენას კარგად გვიბრუნებ ყველას და ამდენის აქ წერას სტატიაში ჩაგეწერა შენთვის მისაღები ორი წინადადება და ამხელა ამბავი აღარ მოხდებოდა. მაგრამ რა თქმა უნდა არა!. წაშლა არის საუკეთესო გამოსავალი. იყავი მეგობრული, განსაკუთრებით ახალბედებთან მიმართებაში. - OTOGI Messages 10:53, 2 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი

ზედმეტები ვის მოსდის კარგად ჩანს ამ განხილვაში. თავზე გადასვლაც კარგად ჩანს. დიახ, ერთწინადადებიანი იყო. აქ რომ არაფრის გაკეთება აღარ უნდათ მე ნუ დამაბრალებ ტყუილად :) ბევრიც გამისწორებია და ბევრიც თავიდან დამიწერია. ზოგ შემთხვევაში დიახ, წაშლაა საუკეთესო გამოსავალი. ამდენი მიუხედავი სტატია აღარ გვექნებოდა. მაგრამ რას ვიზავთ. კარგად! 91.184.107.23 10:32, 4 თებერვალი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „ჯორჯ პატონი“-ზე დაბრუნება.