განხილვა:ჯამჯამა
ბოლო კომენტარი: 9 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა GiorgiXIII თემაში მდებარეობა
@ანი ბირთველიშვილი: რომელია ჯამჯამა, შორს რომ მოჩანს? გიო ოქრო 09:52, 11 მარტი 2021 (UTC)
მდებარეობა
რედაქტირებამთა მდებარეობს გორის, ქარელისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. გიო ოქრო 13:12, 12 მარტი 2021 (UTC)
- წყარო? --Wiki - ჯაბა 13:17, 12 მარტი 2021 (UTC)
- რუკა, ახლა რაცაა მითითებული წყარო მასაც არ აქვს. გიო ოქრო 13:21, 12 მარტი 2021 (UTC)
აგერ წყარო, წიგნი რომელიც 2006 წელსაა გამოქვეყნებული, ეს სტატია კი დაწერილია 2011 წელს.--Wiki - ჯაბა 13:29, 12 მარტი 2021 (UTC)
- აჰა გასაგებია, დავუჯეროთ წყაროს. გიო ოქრო 13:49, 12 მარტი 2021 (UTC)
- ბატონებო ნებისმიერ ადამიან აქვს უფლება დაუჯეროს ვინმეს (ან რამეს) ან არ დაუჯეროს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა: დაუჯეროს წყაროს ან არ დაუჯეროს. ამ უფლებას ვერავინ ვერავის ვერ წაართმევს, უბრალოდ სასაცილოა. მე დავიწყე მთებზე მუშაობა შარშან ივლისიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში მდებარე მთებიდან და მოვედი შიდა ქართლის ბოლო მთა ჯამჯამამდე (ალფავიტით). დამრჩა მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე მდებარე 14 მთა. არ გამომიტოვებია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული არც ერთი მთა, რომ არ გამეხსნა და დიდი უმეტესობა არ დამერედაქტირებინა. ეხლა რასაც გეტყვით, როგორც ამ წერილის ტექსტის წერისას დავიწყე ისევ იმას გავიმეორებ: გინდათ დამიჯერეთ გინდათ არა. აი რა მაქვს სათქმელი: მთებს რომლებიც მდებარეობენ ორ (იშვიათად სამ) ადმინისტრაციულ ერთეულზე წყარო ძალიან ხშირად უთითებს მხოლოდ ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს. საკმაოდ იშვიათობაა, რომ წყარომ აღნიშნოს ორივე (იშვიათად სამივე) ადმინისტრაციული ერთეული. მე დაგეთანხმებით ყველას, რომ გუგლის რუკები არ არის იდეალურად შედგენილი, რომ იქ არ არის საზღვრებში (მითუმეტეს ადმინისტრაციულში) დაშვებული უზუსტობები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა არის. მე ბატონ ოთოჯისთან მქონდა მიმოწერა მთებზე მუშაობის დროს. თვენ ყველა იცნობთ მას (მე მგონი დიდი უმრავლესობა), ის ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანია. ჩვენ ორივემ ვაღიარეთ, რომ არა მარტო გუგლის რუკებზეა შეცდომები, არამედ ხშირად წყაროებიც უშვებენ შეცდომებს (ჩემი პირადი აზრით უშვებენ და ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან უხეშს და ეს ზოგიერთი შემთხვევა არ არის ორი ან სამი, არამედ გაცილებით მეტი). ჩემი აზრით ასეთ შემთხვევაში, როდესაც გახსნი ოთხ ან ხუთ რუკას და თუ მთის კოორდინატები სწორედაა აღნიშნული, ამ 4-5 რუკის მონაცემები და რუკაზე დატანილი ადმინისტრაციული საზღვრები პრაქტიკულად იდენტურია მე ვკითხულობ ერთს, ჩემი აზრით ყველაზე პრიმიტიულს: 4-5 რუკის მონაცემი უფრო სწორეა, რომელიც უჩვენებს, რომ ეს მთა სამი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზეა განლაგებული, თუ წყაროსი, რომელიც მხოლოდ ქარელის მუნიციპალიტეტს ხედავს? ერთსაც დავამატებ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ადმინისტრაციული საზღვრები ხშირად გადის მთებზე და ქედებზე, მაშ რატომ გვიკვირს, რომ შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს შორის ადმინისტრაციული საზღვარი გადიოდეს ჯამჯამას მთაზე? მე გთხოვთ დავწყნარდეთ და დავფიქრდეთ ბატონებო, გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ 30 წელიწადია, რაც დამოუკიდებლად ვცხოვრობთ და ვერ გვექნება ისეთი წყაროები, როგორებიცაა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. დიდი ბოდიშის მოხდით იძულებული ვარ ვთქვა, რომ ეს ჩვენ შევარქვით მათ წყარო, თორემ ნამდვილ წყაროებამდე მათ ჯერ კიდევ ბევრი უკლიათ. მაგრამ არა უშავს მე სრულიად არა მაქვს ყურები ჩამოყრილი, გავა დრო და ნელა-ნელა ყველაფერი გამოსწორდება. დიდი ბოდიში ასეთი დიდი წერილისთვი, მაგრამ მაინც ვთქვი და ეს ჩემი აზრია და მეტი არაფერი (შეიძლება ზოგი რამ არასწორი, ან მთლიანად არასწორი).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 21:43, 31 იანვარი 2024 (UTC)