განხილვა:ჭანიეთური

ბოლო კომენტარი: 6 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

@M.: გრიგილ, მომხარებელს შეაქვს ცვლილება, რომელიც თქვენს მიერ წყაროთია დადასტურებული. შეცვლის შემდეგ წყაროდ იგივეს უტოვებს, იქნებ გადაამოწმოთ რა წერია წყაროში. მანამდე როგორც წესია დავაბრუნე პირვანდელ ვერსიაზე. --ჯაბა 1977 15:06, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

აქ ასეთი ამბავია: წყაროში ისე წერია, როგორც მე შემოვიტანე. ანუ განთიადი არაა ნახსენები ლენ. დროშაში. თუმცა რეალობას უფრო ზუსტად აღწერს ცვლილების შედეგად შემოტანილი ტექსტი. ცვლილება მე არ დამიდასტურებია, თუმცა ვეთანხმები. აქვე დავწერ, რომ ხალხი (ადგილობრივები) სოფლად მოიხსენიებს მხოლოდ კონჭკათს და განტიადს უბანს ეძახის, სავარაუდოდ, რის გამოც არის თავის დროზე გაზეთში შეცდომა გაპარული და ასევე ისიც, რომ სახელმწიფოს ზუსტად არ აქვს საზღვრები დადგენილი სოფლებს შორის არა მარტო ამ, არამედ სხვა შემთხვევებშიც. --M. განხილვაწვლილი 17:39, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

სწორება გამოწვეული იყო წინააღმდეგობრივი ცნობებით: ერთ აბზაცში ჯერ სხვა რამ ეწერა, მომდევნო წინადადებაში საწინააღმდეგო. ასე რთული იყო სწორების შინაარსის და აუცილებლობის გაგება?დეკანოზი ილია ჭიღლაძე განხილვაწვლილი 18:02, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

@M.: მადლობა. წყაროს მიხედვით არის დაწერილი და უნდა დარჩეს წყაროს მიხედვით. მით უმეტეს, რომ მოსახლეობა სოფლად არც ახლა მიიჩნევს განთიადს და საზღვრებიც არაა სახელმწიფოს მიერ დადგენილი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ვიკიპედიაში ერთ-ერთი უმთავრესია დამატებითი წყაროების მოყვანა მსგავსი ცვლილებისას (ვგულისხმობ შემთხვევას როდესაც წყაროთი დადასტურებულს ცვლის მომხმარებელი და წყაროს იგივეს ტოვებს). --ჯაბა 1977 18:15, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

მაგ განთიადზე ვიკიში არის სტატია, როგორც დამოუკიდებელ სოფელზე, ასე რომ თქვენი მსჯელობა და ჯიუტობა ღიმილის მომგვრელია, ბატონო ჯაბა. ისე ნორმალურად მიგაჩნიათ ერთ აბზაცში ორი წინააღმდეგბრივი წინადადება??😂 დეკანოზი ილია ჭიღლაძე განხილვაწვლილი 18:45, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

თუ ღიმილს გგვრით იცინეთ, მაგას ვერ დაგიშლით. :) ვერც ირონიის გამოხატვას. სხვათა შორის წყაროს გამოყენება უნდა ისწავლოთ აგერ აქაც შეგსიწორეთ (ამას აქ იმიტომ გიწერთ, რომ საკუთარ განხილვას არ კითხულობთ). --ჯაბა 1977 19:12, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

კარგია, რომ უჯარმაზე დააზუსტეთ. მაგრამ არც ის იყო ცუდი, რაც მე გავაკეთე: აბსურდული და ცრუ ინფორმაციის ფრაზა ამოვიღე, ვითომდა გორგასალმა დააშენა ეკლსიას მეორე სართული. დეკანოზი ილია ჭიღლაძე განხილვაწვლილი 19:57, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

უცნაურია, სტაჟიან ვიკიპედიელს უნდა იმის შეხსენება, რომ ვიკიპედიის ავტორები არ არინ რობოტები და წყაროში არსებული შეცდომები პირდაპირ არ უნდა გადმოწერონ. მომხმარებელმა ილია ჭიღლაძემ სავსებით ლოგიკური რედაქტირება გააკეთა, ამასვე აღიარებს სტატიის ძირითადი ავტორიც: ,,რეალობას უფრო ზუსტად აღწერს ცვლილების შედეგად შემოტანილი ტექსტი. ცვლილება მე არ დამიდასტურებია, თუმცა ვეთანხმები". ამ შემთხვევაში ჯაბას პოზიცია ტოვებს ახირებულის შთაბეჭდილებას. გარდა ამისა ჯაბას პასუხი, რომ ,,წყაროს მიხედვით არის დაწერილი და უნდა დარჩეს წყაროს მიხედვით" არ უნდა შეესაბამებოდეს ვიკიპედიის სტანდარტებს. თუ ვიცით რომ სტატიაში შეცდომაა, რატომ უნდა დავტოვოთ შეცდომა? თანაც თუ ვწერთ თანამედროვე ვითარებაზე, 1961 წლის შემდეგ ადმინისტრაციული ერთეულების სახელდება და საზღვრები დღეს სულ სხვაგვარია. Matsne.gov.ge-ზეც შეგიძლიათ იხილოთ, რომ 2017 წლის 4 დეკემბრის მდგომარეობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #15 დადგენილებით ფიქსირდება, რომ კონჭკათი არის ადმინისტრაციული ერთეული, ხოლო ამ ერთეულში შემავალი სოფლებია კონჭკათი და განთიადი. ამასვე ადასტურებს სხვა სტატიები ვიკიზე. რაც შეეხება ჯაბას პოზიციას, თუ რას უწოდებს ადგილობრივი მოსახლეობა, ეს ეთნოგრაფიული კვლევის საგანია და არაა აქ ჩვენი განსახილველი.გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:22, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

@დეკანოზი ილია ჭიღლაძე: ცრუ ინფორმაცია ამოიღეთ უჯარმის შესახებ სტატიაში, მაგრამ ცრუ ჩასვით ასევე. ამიტომ არ მჯერა თქვენი ქმედების ამ სტატიაშიც. წყაროს მითითებაა საჭირო იქაც და აქაც. ან მარტივი გამოსავალი: საერთოდ ეგ წყარო ამოვშალოთ და ის ცავწეროთ რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ მივუწეროთ, რომ წყაროს საჭიროებს. --ჯაბა 1977 20:31, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

არაა სერიოზული უჯარმის საკითხი მოიშველიოთ კონჭკათის შესახებ. ერთი სიტყვით, მთლიანად თქვენს მიერ აღძრული საკითხი არის არასერიოზული, ბატონო ჯაბა. რაც შეეხება უჯარმას, ასე ეწერა წყაროში და იმის მიხედვით ჩავასწორე. დეკანოზი ილია ჭიღლაძე განხილვაწვლილი 21:31, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

მერე მიუთითეთ წყარო, რომ ცვლით წყარო ჭირდება. ამას გწერთ კარგა ხანია განხილვის გვერდზე, აქაც ეს მინდა გააკეთოთ. რაც შემოგთავაზეთ იმაზე რას მიპასუხებთ. ვტოვებთ ამ წყაროთი, წყაროს ვშლით და თქვენს წყაროს ვუთითებთ, თუ ვუწერთ რომ საჭიროებს წყაროს? --ჯაბა 1977 21:40, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

ჭანიეთურ-კონჭკათის თემაზე თუ მეკითხებით, მე გავასწორე თავად ვიკიპედიის იმავე სტატიის იმავე აბზაცის მიხედვით, რომ ერთ აბზაცში ორი განსხავებული/საწინააღმდეგო წინადადება არ ყოფილიყო. დანარჩენი თქვენი ნებაა, როგორ დატოვებთ ამას.დეკანოზი ილია ჭიღლაძე განხილვაწვლილი 22:18, 23 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

განხილვის გვერდი ჭანიეთურისაა და მეც, ბუნებრივია, ამაზე გეკითხებით. განხილვის გვერდები იმისთვის არაა ვინმემ თავისი ნებით რამე გააკეთოს. აქ კონსტქუციულად ვაყენებთ წინადადებებს და არ ვპოპულისტობთ. მე გთავაზობთ კონკრეტულ წინადადებას, როგორც ჩანს თქვენ კონსტრუქციულ საუბარზე არ მოდიხართ. --ჯაბა 1977 03:34, 24 იანვარი 2018 (UTC)პასუხი

გვერდ „ჭანიეთური“-ზე დაბრუნება.