განხილვა:შავშეთი (ქალაქი)
სახელი რამდენად სწორია? ეს ისტორიული ქართული ტერიტორიაა და უფრო მართბეული შავშეთის დარქმევა ხომ არ იქნებოდა? მოსკვა მოსკოვის მსგავსი რამეა, მგონი ჯობია მხარის სახელით მოვიხსენიოთ.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 10:30, 6 ივნისი 2013 (UTC)
- სტატიის დასაწყისშივე წერია, რომ არ აგვერიოს შავშეთში :) --შოთა [UT] 10:39, 6 ივნისი 2013 (UTC)
- შოთა არც ამრევია, უბრალოდ მაგ ქალაქს ეგ სახელი სწორედ შავშეთის გამო უწოდეს თურქებმა და ჩვენ როგორც ამ სახელის შემქმნელთა მემკვიდრეები ხო არ ჯობდა ქალაქისთვისაც შავშეთი გვეწოდებინა მეთქი, თურქები მხარე შავშეთსაც შავშათად მოიხსენიებენ.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 20:57, 6 ივნისი 2013 (UTC)
- შოთა მართალია, შავშათია--ლაბაძე ბექა97 განხილვაწვლილი 11:20, 6 ივნისი 2013 (UTC)
- სტატიის სათაურის შესაბამისად სურათის დაბლა "შავშეთის ციხე" შესასწორებელია "შავშათის ციხით". ლაბაძე93 განხილვაწვლილი 10:46, 7 ივნისი 2013 (UTC)
მაგაზე მეც ვიფიქრე რომ დავწერე, მაგრამ რეალურად ეს ტერიტორია 1921 წელს გადაეცა თურქეთს და მას შემდეგ ეწოდება შავშათი. ციხე კი მანამდე ბევრად ადრეა დაარსებული. ვფიქრობ ციხის სახელწოდებიდან (ციხემ კი ალბათ პროვინციიდან) მიიღო ქალაქმა დასახელება (შემდეგ კი თურქიზაცია განიცადა) და არა ქალაქის სახელწოდებიდან ციხემ. თუმცა თუ ვიკიპედიელთა უმრავლესობა საჭიროდ ჩათვლის არ ვარ წინააღმდეგი. მთავარი სტატიაში სურათის არსებობაა ჩემთვის და არა ერთ ასოზე გამოკიდება. --ჯაბა ლაბაძე 15:26, 7 ივნისი 2013 (UTC)
- მსგავსი სტატია უკვე გვაქვს არტაანის პროვინცია რომელსაც ქართულის გარდა ყველგან არდაჰანი ჰქვია. სავარაუდოდ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა ქართულად ის სახელები აქვს შენარჩუნებული რომელიც მის მფლობელობაში ჰქონდა. აქედან გამომდინარე მე მომხრე ვარ ეს სტატიაც შავშეთზე გადავიტანოთ--დათო1010 15:31, 7 ივნისი 2013 (UTC)
- დათოს და გიორგის ვეთანხმები. — მიხეილ მიწერა 21:12, 17 ივნისი 2013 (UTC)
- არტაანის შემთხვევა მაგალითად არ გამოდგება. ქალაქი არტაანი ქართულ რეალობაშიც არსებობდა. შავშათი კი სუფთა თურქული მოვლენაა, ქალაქი შავშეთი არასოდეს არსებულა, თურქებმა დააარსეს და გამოიყენეს რეგიონის ისტორიული სახელწოდება შავშეთი (ეს სტატიაშიცაა აღნიშნული). ასე რომ, სიტყვა შავშათი ეფუძნება შავშეთს, მაგრამ არაა მისი იდენტური და, რაც მთავარია, არაა ქართველების შემოქმედება. ამიტომ ვიფიქრე, რომ უფრო სწორი იქნებოდა, ქალაქისათვის დაგვეტოვებინა თურქული სახელწოდება (როგორც სუფთა თურქული დასახლებისათვის), ხოლო რეგიონისათვის ქართული ისტორიული სახელი — შავშეთი შეგვენარჩუნებინა. ამგვარად ფრჩხილებსაც ავიცილებთ თავიდან. Deu. 03:18, 18 ივნისი 2013 (UTC)
- თუმცა, მეორემხრივ, თურქულად შავშათის რაიონსაც შავშათი ქვია. ასე რომ, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ერთი და იმავე ტერმინის დაქუცმაცება არ იქნება სწორი. ამიტომ, თუ გადავიტანთ, არც მაგაზე ვიქნები წინააღმდეგი. საინტერესოა, ლიტერატურაში როგორაა ეს ქალაქი დასახელებული? Deu. 03:26, 18 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარს გავაკეთებ, რომ სტატიაში განთავსებუილი ტექსტი შავშეთი როგორც ქალაქი არასოდეს არსებულა, თურქებმა დააარსესო ეჭვს იწვევს ჩემში რადგანაც არ აქვს მითითებული წყარო და სრულიად ჰაერზე დაწერილი წინადადებაა.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 11:34, 18 ივნისი 2013 (UTC)
- მთელი სტატია და მათ შორის ეგ ტექსტიც ჩემი დაწერილია. ქალაქი შავშეთი რომ არ არსებობდა ქართულ რეალობაში, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია. თურქეთის კანონმდებლობით, ყოველ რაიონსა და პროვინციას უნდა ჰქონდეს იმავე დასახელების დედაქალაქი. ამიტომ ქალაქებს აარსებდნენ და რეგიონის სახელს არქმევდნენ. ისიც მოგეხსენება, რომ რეგიონის ცენტრებს იგივე სახელები საქართველოში არასდროს რქმევია (ვთქვათ, აჭარის ცენტრს აჭარა, კახეთის ცენტრს კახეთი). მოკლედ, შავშათი რომ თურქული მოვლენაა, ეს უდავო ფაქტია, საკმაოდ ცნობილი, მაგრამ თუ გინდა მაინც მოვნახავ წყაროს, ამ წუთში არ მაქვს. Deu. 11:40, 18 ივნისი 2013 (UTC)
- დავით შავშეთი როგორც პროვინცია თურქეთში არ არსებობს, ართვინის პროვინციის ნაწილია ეს ქალაქი, ასე, რაღაც ლოგიკურად ვერ ჯდება შენი ნათქვამი. თუნდაც მასე რომ იყოს, ორმაგად მყარდება ამ ქალაქის შავშეთად წოდების არგუმენტი, რადგანაც ქალაქს სწორედ მხარის გამო უწოდეს ასე მხარეს კი ჩვენ შავშეთად მოვიხსენიებთ, შედეგად ქალაქიც შავშეთად უნდა იყოს.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 13:54, 18 ივნისი 2013 (UTC)
- გიორგი, საკმაოდ კარგად ვერკვევი თურქეთის ადმინისტრაციულ დაყოფაში. შენ თუ არ მენდობი, არც ეგაა პრობლემა, მაგრამ თურქეთი მარტო პროვინციებად არ იყოფა, თითოეული პროვინცია შედგება ილჩებისაგან (გნებავთ რაიონებისაგან). ართვინში მაგალითად არის ხუფათის, ბორჩკის (ბოჩხის), იუსუფელის, არტანუჯის (არდანუჩ), მურგულის, შავშათის (თუ შავშეთის) და სხვა ილჩები. თითოეულ ამ ილჩის დედაქალაქი იმავე სახელს ატარებს, რასაც თავად ილჩი. ართვინის პროვინციის ცენტრალური რაიონია ართვინის რაიონი, რომლის დედაქალაქი ართვინი ამავე დროს მთელი პროვინციის დედაქალაქიცაა. აბა, რომელ ლოგიკას არ ექვემდებრება ჩემი ნათქვამი?
- რაც შეეხება არგუმენტს, სწორედ რომ ეგაა ერთადერთი არგუმენტი, რატომ უნდა დავარქვათ ქალაქსაც შავშეთი (იმიტომ, რომ რეგიონის სახელს ეფუძნება). ეს საკმაოდ მყარი არგუმენტია, თუმცა არც მეორეა ძირგამომპალი: ქალაქი შავშეთი სუფთა თურქული მოვლენაა. ორივე პოზიციას აქვს მყარი არგუმენტები, სწორედ ამიტომ ორივე შემთხვევაში სწორი იქნება გადაწყვეტილება და მისაღები ჩემთვის, როგორც უკვე ვთქვი ზემოთ. Deu. 16:01, 18 ივნისი 2013 (UTC)
- დავით შავშეთი როგორც პროვინცია თურქეთში არ არსებობს, ართვინის პროვინციის ნაწილია ეს ქალაქი, ასე, რაღაც ლოგიკურად ვერ ჯდება შენი ნათქვამი. თუნდაც მასე რომ იყოს, ორმაგად მყარდება ამ ქალაქის შავშეთად წოდების არგუმენტი, რადგანაც ქალაქს სწორედ მხარის გამო უწოდეს ასე მხარეს კი ჩვენ შავშეთად მოვიხსენიებთ, შედეგად ქალაქიც შავშეთად უნდა იყოს.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 13:54, 18 ივნისი 2013 (UTC)
- მთელი სტატია და მათ შორის ეგ ტექსტიც ჩემი დაწერილია. ქალაქი შავშეთი რომ არ არსებობდა ქართულ რეალობაში, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია. თურქეთის კანონმდებლობით, ყოველ რაიონსა და პროვინციას უნდა ჰქონდეს იმავე დასახელების დედაქალაქი. ამიტომ ქალაქებს აარსებდნენ და რეგიონის სახელს არქმევდნენ. ისიც მოგეხსენება, რომ რეგიონის ცენტრებს იგივე სახელები საქართველოში არასდროს რქმევია (ვთქვათ, აჭარის ცენტრს აჭარა, კახეთის ცენტრს კახეთი). მოკლედ, შავშათი რომ თურქული მოვლენაა, ეს უდავო ფაქტია, საკმაოდ ცნობილი, მაგრამ თუ გინდა მაინც მოვნახავ წყაროს, ამ წუთში არ მაქვს. Deu. 11:40, 18 ივნისი 2013 (UTC)
- კომენტარს გავაკეთებ, რომ სტატიაში განთავსებუილი ტექსტი შავშეთი როგორც ქალაქი არასოდეს არსებულა, თურქებმა დააარსესო ეჭვს იწვევს ჩემში რადგანაც არ აქვს მითითებული წყარო და სრულიად ჰაერზე დაწერილი წინადადებაა.--Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 11:34, 18 ივნისი 2013 (UTC)
- დათოს და გიორგის ვეთანხმები. — მიხეილ მიწერა 21:12, 17 ივნისი 2013 (UTC)
- მსგავსი სტატია უკვე გვაქვს არტაანის პროვინცია რომელსაც ქართულის გარდა ყველგან არდაჰანი ჰქვია. სავარაუდოდ მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა ქართულად ის სახელები აქვს შენარჩუნებული რომელიც მის მფლობელობაში ჰქონდა. აქედან გამომდინარე მე მომხრე ვარ ეს სტატიაც შავშეთზე გადავიტანოთ--დათო1010 15:31, 7 ივნისი 2013 (UTC)
სახელის გადატანა
რედაქტირება- (ნომინაცია) მოდით კენჭი ვყაროთ ვინაა მომხრე და ვინ არა, რომ ქალაქის სახელი შავშათიდან შავშეთზე გადავიტანოთ. --Balakhadze ႫႨႼႤႰႠ 13:54, 18 ივნისი 2013 (UTC)
- (ნეიტრალური) ზემოთთქმულ უარყოფით არგუმენტებს დავამატებ იმას, რომ არაქართული დასახლებებისათვის ქართული სახელების მინიჭება იწვევს აღრევას ყოველთვის. მკითხველი მცდარად ვარაუდობს, რომ ეს ისტორიული ქართული დასახლებაა. ამიტომ ვამჯობინე თავიდანვე თურქული დასახელება ქალაქისათვის. მაინც ნეიტრალური ვარ შეფასებისას, რადგან საწინააღმდეგო არგუმენტებიც მყარია. Deu. 16:03, 18 ივნისი 2013 (UTC)
- (მომხრე) რადგანაც საქართველოს ყველა რუკაზე ეგ ქალაქი შავშეთადაა მოხსენიებული--დათო1010 17:01, 18 ივნისი 2013 (UTC)
- გაკეთდა სტატიის სახელი ხმათა უმრავლესობით შავშეთზე გადამაქვს --g. balaxaZeႫ 19:53, 25 ოქტომბერი 2013 (UTC)
გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)
რედაქტირებამოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,
ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები შავშეთი (ქალაქი). გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20160109161801/http://savsatli.com/ http://www.savsatli.com/-ზე
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.—InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 08:34, 29 დეკემბერი 2020 (UTC)