განხილვა:ყვარელი
სად გადავამოწმო, ყვარელი
- ნამდვილად ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია?
- ნამდვილად ალაზნის ველზე მდებარეობს ?
- ნამდვილად რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე მდებარეობს ?
- ნამდვილად 1964 წელს გამოცხადდა ქალაქად ?
- ნამდვილად 9 ათასია მოსახლეობა ?
- ნამდვილად არის ქალაქში სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები?
- ნამდვილად ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია?
--Zolokin განხილვაწვლილი 19:56, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
ქსე-ში ზოლოკინ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 20:02, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
- მაშინ დავარქვათ ქართულ ვიკიპედიას ქსეპედია და ამით ამოიწურება პრობლემა.--Zolokin განხილვაწვლილი 20:06, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
აქ უბრალოდ აღარ მესმის. დაწერილის და დაბეჭდილის თქვენ არ გჯერათ და.... სხვა რა ვთქვა არ ვიცი... არ ვიცი... — ჯაბა ლაბაძე (გ) 20:10, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
- მითითება არ უნდა დაწერილს?--Zolokin განხილვაწვლილი 20:12, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
შეიძლება ცოტა გესლიანი კომენტარია, მაგრამ არაუშავს =)). ზოლოკინი ქართულ ვიკიპედიაში სტანისლავსკის სისტემით მოქმედებს: Не Верю!!!!. კი ზოლოკინ, ვიკიპედიას ქსე-ს ”ნორმებზე” ვაშენებთ, ეს ახალი ამბავი კი არაა. კი ყვარელი ალაზნის ველზე მდებარეობს, სიტყვაზე დაგვიჯერეთ. კი ყვარლის მუნიციპალიტეტის ცენტრია. კი! კი! და კიდევ ერთხელ კი!--თეიმურაზი (გ) 20:39, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
- თეიმურაზ, მიუხედავად თქვენდამი ჩემი პატივისცემისა, სიტყვაზე ვერ დაგიჯერებთ, თქვენი სიტყვა და თქვენი "კი", რამდენჯერაც არ უნდა გაიმერეოთ ის, ვიკიპედიის მკითხველისთვის არ არის ავტორიტეტული, გადამოწმებადი წყარო . ასევე, სტანისლავსკისადმი ჩემი დიდი პატივისცემისა, ამ შემთხვევაში ეგ პატიოსანი ადამიანი აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია, მე ვმოქმედებ ქართული და , ზოგადად, ვიკიპედიის საერთაშორისოდ აღიარებული "სისტემით", ანუ ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს. მაგრამ სრულიად გაუგებარია იმ რედაქტორების ქმედება, რომლებიც საკუთარ სიტყვას თვლიან სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროდ, ან ტექსტს იპარავენ რომელიმე ავტორიტეტული წყაროდან და მის ავტორს არ უთითებენ, რაც დაუშვებელი პლაგიატია, ხოლო საავტორო უფლებათა დარღვევას გმობს ვიკიპედია და ისჯება ყველა ცივილიზებული ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად (იხ. სტატია საავტორო უფლება).--Zolokin განხილვაწვლილი 21:46, 8 ნოემბერი 2010 (UTC)
ძალიან, დიდი მადლობა, ბატონო ზოლოკინ ასეთი ამომწურავი პასუხისათვის, აგრეთვე დიდი მადლობა, რომ მიმასწავლეთ გზა nplg.gov.ge-მდე =))), შევიტყვე რა არს პლაგიატი =)))))). --თეიმურაზი (გ) 04:19, 9 ნოემბერი 2010 (UTC)
- არაფერს. არც სხვა დროს მოგერიდოთ.--Zolokin განხილვაწვლილი 13:10, 9 ნოემბერი 2010 (UTC)
- ზოლოკინ, ერთი რამ არ მესმის. რატომ არ უთითებთ თქვენ პირადად ინტერნეტ რესურს შეკითხვების გარეშე? და კიდევ ერთი - მითითებული გვერდი რამდენად პასუხობს თქვენს შეკითხვებს? თქვენი შეკითხვები, ხომ კვლავ უპასუხოდ დარჩა.--ცანგალა (გ) 14:37, 9 ნოემბერი 2010 (UTC)
- მივუთითებდი ეს რომ ერთეული, თუნდაც ათეული ან ასეული შემთხვევა იყოს, მაგრამ წყაროს გარეშე ინფორმაციის შემოტანა ლამის წესად არის ქცეული ქართულ ვიკიპედიაში და როდესაც მე შეკითხვას ვსვამ უწყაროობის შესახებ სწორედ ამ არასწორ ტენდენციაზე ვუთითებ. ამ შემთხვევაში ჩემი მიზანი არა ერთი რომელიმე კონკრეტული სტატიისთვის ინტერნეტ რესურსის ან სხვა წერილობითი წყაროს მითითებაა, არამედ ამ ტენდენციის შეცვლა ვიკიპედიის წესების თანახმად. ამ საკითხზე მე ყავახანაშიც არაერთხელ დამიწერია და ცალკეული სტატიის განხილვის გვერდებზეც. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია თქვენთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და ეს არ უნდა გაგკვირებოდათ. იმ სტატიებში, რომელიც უშუალოდ ჩემი ინტერესების სფეროშია, წყაროსაც ვუთითებ და ინტ. რესურსებსაც, მაგრამ ამავე დროს პრობლემაზე მუდმივად ვამახვილებ ყურადრებას, რადგან ვერ ვხედავ, რომ მომხმარებელთა საკმაოდ დიდ ნაწილს გათავისებული აქვს პლაგიატის და საავტორო უფლებების შელახვის პრობლემურობა, რაც არამარტო ვიკიპედიის, არამედ სამოქალაქო კოდექსის დარღვევაცაა.
- უპასუხოდ დარჩა ნაწილი მაგ. შეკითხვა 3, 4, 5 (ნამდვილად რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე მდებარეობს ? ნამდვილად 1964 წელს გამოცხადდა ქალაქად ? ნამდვილად 9 ათასია მოსახლეობა ?). მაგრამ სხვა კითხვებზე ან ნაწილობრივ, ან სრულად პასუხი ასე თუ ისე გაიცა:
- ნამდვილად ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია? -
„ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 22 სოფელია. რაიონული ცენტრი, ქ. ყვარელი“
|
- ნამდვილად ალაზნის ველზე მდებარეობს ? -
„ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებს და ალაზნის ვაკის ნაწილს“
|
- ნამდვილად არის ქალაქში სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები? -
„ქ. ყვარელშია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები“
|
.
- ნამდვილად ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია? -
დანარჩენი ინფორმაცია (უპასუხოდ დარჩენილი კითხვები) უეჭველად ქსე–დან არის შემოტანილი და თქვენ არ გინდათ რომ მიუთითოთ წყარო?
- ახლა კონტრშეკითხვა: რატომ არ გინდათ რომ თქვენ მიერ შექმნილ 9348 სტატიას მიჰყვეთ ქრონოლოგიური პრინციპით და სადაც აკლია (და ასეთი ძალიან ბევრია) ყველგან შეიტანოთ წყაროდ ქსე?
— Zolokin განხილვაწვლილი 15:17, 9 ნოემბერი 2010 (UTC)
სხვათაშორის მეც არ მესმის ეს. გვინდა ერთად ვაკეთოთ ეს საქმე. ჰოდა ჩასვით წყარო. ესაა და ეს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 15:10, 9 ნოემბერი 2010 (UTC)
- პასუხი იხ. ზემოთ.— Zolokin განხილვაწვლილი 15:17, 9 ნოემბერი 2010 (UTC)
- სამწუხაროდ, დასაწყისში წყაროს არ ვუთითებდი, რაც ჩემი შეცდომა იყო. ამჟამად დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს შეცდომა გამოვასწორო და მივუთითო წყარო, მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ, მაგრამ გაძლევთ პირობას, რომ თუ ცოცხალი ვიქენი აუცილებლად გამოვასწორებ ჩემს შეცდომას. მანამდე კი ზოლოკინის დახმარებით ვაკეთებ.--ცანგალა (გ) 17:22, 11 ნოემბერი 2010 (UTC)
ცანგალა ხუმრობ? რა დროს მაგაზე ფიქრია. ღმერთმა გაცოცხლოს დიდხანს. — ჯაბა ლაბაძე (გ) 17:28, 11 ნოემბერი 2010 (UTC)
- ცანგალა! კიდევ მრავალი ათასი სტატია!--Zolokin განხილვაწვლილი 19:21, 11 ნოემბერი 2010 (UTC)
გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)
რედაქტირებამოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,
ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები ყვარელი. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
- დაემატა არქივი https://web.archive.org/web/20160306061204/http://silknet.com/storage/uploads/wysiwyg/file/kodebi.pdf http://silknet.com/storage/uploads/wysiwyg/file/kodebi.pdf-ზე
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.—InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 07:57, 29 დეკემბერი 2020 (UTC)