განხილვა:ქოლშარიფის მეჩეთი

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

ქოლშარიფის მაგივრად ქართულად ეს დასახელება უნდა გადმოდიოდეს როგორც ყულშარიფი. თათრული Q ქართული ყ-ა, როგორც ეს მათ დედაქალაქში, ყაზანში გვხვდება. ო კი უ-დ უნდა გადმოდიოდეს, ვინაიდან სიტყვა ყულ ისლამურ ლექსიკაში ნიშნავს მონას და ქართულში ამის მაგალითები ცნობილია, ვიკიპედიაზეც კი არის სტატიები ალი-ყული ჯაბადარი და ალიყული-ხანი. ასე რომ ჩემი რჩევა იქნებოდა, თუ გვინდა ქართულად თათრულ სახელებს სწორად და რუსიზმების გარეშე ვთარგმნიდეთ, ისე როგორც ისლამური ტერმინების ქართულში გადმოყვანის არსებული ტრადიცია გვკარნახობს, ყაზანის მთავარ მეჩეთს უნდა ერქვას ყულშარიფის მეჩეთი. პატივისცემით, სანდრო წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 176.73.19.252 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

საგულისხმო რჩევაა და ყურადსაღები. ამის მიხედვითაც q ისე იკითხება როგორც ყ. --ჯაბა ლაბაძე 07:44, 5 სექტემბერი 2012 (UTC)პასუხი
გვერდ „ქოლშარიფის მეჩეთი“-ზე დაბრუნება.