სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაბადარი.

ალი-ყული ჯაბადარი — XVII საუკუნის ქართველი მხატვარი. მოღვაწეობდა ირანში. შემორჩენილია მის მიერ შესრულებული 8 მინიატიურა — მეფის კარის ცხოვრებისა და ნადირობის სცენები (ერმიტაჟი, სანქტ-პეტერბურგი). ერთ მათგანზე აღნიშნულია შესრულების ადგილი — ყაზვინი და თარიღი 1674. მრავალფიგურიანი კომპოზიციები შესრულებულია გვიანდელი ირანული მინიატიურის ტრადიციების მიხედვით. შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ხელოვნების ცალკეული მოტივებიც. მინიატიურებზე არის ქართული წარწერები. შესრულების ხარისხით ჯაბადარის მინიატიურები უტოლდება იმდროინდელ საუკეთესო ირანულ მინიატიურების ნიმუშებს.

ევროპელის პორტრეტი. ავტორი ალი-ყული ჯაბადარი
შაჰი სულეიმან I და მისი კარისკაცები. ჯაბადარის ნახატი, 1670

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერიძე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967;
  • Амиранашвили Ш. Я., История грузинского искусства, М., 1963
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 522.
  • Альбом индийских и персидских миниатюр XVI–XVIII веков/ вступ. Статья А. А. Иванов, Т. В. Грек, О. Ф. Акимушкин. М. 1962.
  • Sheila R Canby. Rebellious Reformer: The Drawings and Paintings of Riza Yi-Abbasi of Isfahan. Vhps Distr. 1999