განხილვა:ფრანსის პულანკი
ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო
უნდა იყოს პულენკი. უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვით. @Anry.kiknavelidze: ასეთ სტატიებში {{წასაშლელი}} ჩასმა არ შეიძლება. გიო ოქრო 17:24, 17 ნოემბერი 2020 (UTC)
- ეგ ლექსიკონი გამოსცა ქსეს სარედაქციო კოლეგიამ, ასე რომ, ეგ წრიული არგუმენტია. {{წასაშლელი}} ჩასმულია ამ კენჭისყრის საფუძველზე. — Anry Kiknavelidze განხილვაწვლილი 17:33, 17 ნოემბერი 2020 (UTC)
- და რა მერე? :) მთავარია, რომ გასწორდა ხარვეზი. მაგ კენჭისყრაში სტატიების წაშლა არ გადაწყვეტილა. თუკი არსებობს ქსე და სხვა წყარო, ვეყრდნობით სხვას და უპირატესობას მას ვანიჭებთ, აი ეს გადაწყდა. გიო ოქრო 17:36, 17 ნოემბერი 2020 (UTC)
მერე სხვა წყარო არ არსებობდა? --Wiki - ჯაბა 18:12, 17 ნოემბერი 2020 (UTC)
- ვისაც აქვს სხვა წყარო, შეუძლია ჩაანაცვლოს ტექსტი და ქსე ამოიღოს. გიო ოქრო 18:39, 17 ნოემბერი 2020 (UTC)
- ფრანსის პულენკი იხ. უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 282, თბ. 1989, აგრეთვე ქსე, ტ., 8, გვ. 229, თბ., 1984, სადაც ფრჩხილებში წერია (უფრო სწორია პულანკი)--ცანგალა 18:41, 17 ნოემბერი 2020 (UTC)
როდესაც სტატიის წერას გადაწყვეტ, ამასთანავე არსებობს სხვა წყარო და გაქვს მიღებული წესი და მაინც ქსე-ს მიხედვით დაწერ, ეს არის უბრალოდ წესის დარღვევა. რაზეც ავტორი უკვე გაფრთხილებულია არაერთხელ. მადლობა. --Wiki - ჯაბა 18:48, 17 ნოემბერი 2020 (UTC)
- წესის დარღვევა არ არის. წესში არ წერია, რომ ქსე-დან სტატიები არ უნდა შემოდიოდეს ან ინფორმაცია უეჭველად ამოსაღებია. ლაპარაკია იმაზე, რომ ქსე არ იქნება ერთადერთი წყარო, რომელზე დაყრდნობითაც შეიძლება გადაწყდეს, მაგალითად, სტატიის სახელი, თუკი სხვა წყაროებიც არსებობს ან არ არსებობს და ცოტა განსხვავებული ვითარებაა (მაგ., დოსტოევსკი). არსებობს ორთოგრაფიული ლექსიკონი და ვეყრდნობით მას (თუმცა ქსე-შიც ეგ წერია როგორც თქვეს). გიო ოქრო 18:53, 17 ნოემბერი 2020 (UTC)