ფრანსის პულანკი
ფრანსის პულანკი (დ. 7 იანვარი, 1899, პარიზი — გ. 30 იანვარი, 1963, პარიზი) — ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი. მისი ნაწარმოებები მოიცავს სიმღერებს, სოლო საფორტეპიანო ნამუშევრებს, კამერული მუსიკას, საგუნდო ნამუშევრებს, ოპერებს, ბალეტებს და საორკესტრო კონცერტის მუსიკას. მათ შორის ყველაზე ცნობილია Trois mouvements perpétuels (1919), ბალეტი Les biches (1923), Concert champêtre (1928) კლავესინისა და ორკესტრისათვის, Organ Concerto (1938), ოპერა Carmélites Dialogues (1957) და Gloria (1959) სოპრანოს, გუნდისა და ორკესტრისათვის.
როგორც წარმატებული მეწარმის ერთადერთი ვაჟი, იგი მამის გზას უნდა გაჰყოლოდა და არ მისცეს მუსიკალური კოლეჯში ჩარიცხვის უფლება. პულანკი თვითნასწავლი მუსიკოსი იყო, თუმცა სწავლობდა პიანისტ რიკარდო ვინიესთან, რომელიც მისი მენტორი გახდა კომპოზიტორის მშობლების გარდაცვალების შემდეგ. პულანკმა ასევე გაიცნო ერიკ სატი, რომლის წყალობით იგი ახალგაზრდა კომპოზიტორთა ჯგუფის, Les Six-ის წევრი გახდა.
კომპოზიტორობასთან ერთად, პულანკი იყო წარმატებული პიანისტი. იგი განსაკუთრებით ცნობილია თავისი საშემსრულებლო თანამშრომლობით ბარიტონ პიერ ბერნაკთან და სოპრანო დენიზ დიუვალთან. ფრანსის პულანკმა მათთან ერთად იმოგზაურა ევროპასა და ამერიკაში და არაერთი ჩანაწერი გააკეთა როგორც პიანისტმა. ის, იყო ერთ-ერთი პირველი კომპოზიტორი, რომელმაც გრამოფონის მნიშვნელობა შეაფასა და 1928 წლიდან მოყოლებული აქტიურად ეწეოდა ხმის ჩამწერ საქმიანობას.
გარდაიცვალა 1963 წლის 30 იანვარს გულის შეტევის შედეგად. დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე[1].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრანსის პულანკი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Francis Poulenc 1899–1963, the official website (French and English version)
- Poulenc material in the BBC Radio 3 archives
- ფრანსის პულანკი — უფასო ნოტები მუსიკალური ნოტების საერთაშორისო ბიბლიოთეკის პროექტის საიტზე (IMSLP)
- Guide to the Lambiotte Family/Francis Poulenc archive, 1920–1994 (Woodson Research Center, Fondren Library, Rice University, Houston, TX, USA)
- ფრანსის პულანკი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Biography", Francis Poulenc: musicien français 1899–1963, retrieved 22 October 2014