განხილვა:ფრანკლინის კლუბი

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში ფრანკლინის კლუბი

ფრანკლინის კლუბი

რედაქტირება

მაინტერესებს რატომ არის სტატია წაშლის კანდიდატი, ყველაფერი არის სწორად დაწერილი ასევე მაგალითისთვის ვიყენებდი სტატიას სახელად: ევროპულ-ქართული ინსტიტუტი, სადაც იგივე სახის წყაროებია გამოყენებული და სტატია დადასტურებულია. ჩემი სტატიის წყაროები არის ძალიან სანდო და არ იმსახურებს ეს სტატია წაშლას. მადლობა Qeti tsotskolauri (განხილვა/წვლილი) 17:54, 21 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ქართულ ვიკიპედიაში არსებობის საკითხიც გადასახედია. გიო ოქრო 18:05, 21 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
@DerFuchs რომელ ტრივიალურ ინფორმაციაზეა საუბარი? მთელი სტატია პირველადი წყაროებიდანაა გადმოწერილი. არც ერთი მეორეული წყარო. გთხოვ, განხილვის დასრულებამდე დააბრუნო წაშლის კანდიდატი. არც ენციკლოპედიური მნიშვნელობა ჩანს პირველადი წყაროებიდან. გიო ოქრო 10:37, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
სალამი გიორგი. ენციკლოპედიური მნიშვნელობა ჩანს - მე, როგორც ადმინისტრატორი, ასე ვთვლი. თუ არ მეთანხმები, მიმართე რომელიმე სხვა ადმინისტრატორს, პრობლემა არ მაქვს :) პირველადი წყაროები მისაღებია ტრივიალური ინფორმაციის დასადასტურებლად, თუ არ არსებობს ამ ინფორმაციაში ეჭვის შეტანის გონივრული საბაბი (ამ სტატიაში - ვერ ვხედავ რამე საკამათო ინფორმაციას, ან ინფორმაციას, რომელშიც ეჭვის შეტანის გონივრული საბაბი არსებობს). DerFuchs მიწერა 12:37, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
@Jaba1977 - ასევე, როგორც ჩართული რედაქტორის, შენი აზრია საინტერესო. DerFuchs მიწერა 12:39, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
ვიკიპედია არ არის ყველაფრის საცავი (იხ. ვიკიპედია:რა არ არის ვიკიპედია). „2022 წელს მათ პირველად უმასპინძლეს სვანი ბავშვების ნაკადს“ — ეს არც ტრივიალური ინფორმაციაა და არც ენციკლოპედიისათვის საჭირო. და ასეთი წინადადებები არის უამრავი. ვიკიპედია არის ენციკლოპედია, სადაც რომელიმე ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის ასეთი დაწვრილმანება არ ხდება. ეს არის რეკლამის ტიპის სტატია. ტრივიალური ინფორმაცია არის ამ ორგანიზაციის მხოლოდ ზოგადი ცნობები, სხვა დანარჩენი არის რეკლამა. დიახაც, არსებობს გონივრული საბაბი. ენციკლოპედიურ მნიშვნელობას ვადგენთ განხილვით და წყაროებით. ამ სტატიაში წარმოდგენილი პირველადი წყაროები ენციკლოპედიურ მნიშვნელობას ვერ დაადასტურებენ (თავის თავზე წერა ენციკლოპედიური მნიშვნელობის დამადასტურებელი არ არის). გიო ოქრო 12:53, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
სვანი ბავშვების ვიზიტი ტრივიალური ინფორმაციაა :) თუ ორგანიზაცია თავად წერს, რომ სვანი ბავშვები იყვნენ, რამე გონივრული ეჭვი არსებობს, რომ არა სვანი, არამედ იმერელი ან რაჭველი ბავშვები იყვნენ? ცხადია, არა. სამ განსხვავებულ საკითხს ურევ ერთმანეთში: (1) სტატიის აკადემიურ მნიშვნელობას, (2) სტატიაში ინფორმაციის აკადემიურ მნიშვნელობასა და (3) ტრივიალურობას. 1 და 3 პუნქტებზე ჩემი პოზიცია დავწერე; 2-ზე - რადგანაც მე არ ვარ სტატიის ავტორი, ჯობია სტატიის ავტორთან ერთად იმსჯელო, და არა ჩემთან. ზოგადად, კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ სტატიებში გვხვდება, თუმცა - ჩემი აზრით - ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ცალკე განსახილველია. DerFuchs მიწერა 14:11, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
სვანი ბავშვების ვიზიტი არის არაენციკლოპედიური ინფორმაცია, არანაირად ღირებული. და ასეთი ინფორმაციები არის მრავლად ამ სტატიაში. არც სტატიას აქვს აკადემიური მნიშვნელობა (წყაროები ვერ ადასტურებენ) და არც აქ მითითებულ ინფორმაციას. შენ ამოიღე თარგი და ამიტომ განვიხილავ შენთან, ავტორსაც შეუძლია ჩაერთოს. კონკრეტული პროექტის ინფორმაცია რომ შევიტანოთ, უნდა იყოს ცნობილი და ჰქონდეს დამოუკიდებელი წყაროები. პირველწყაროებით აწყობილი სტატია (სადაც ტრივიალური ნაწილები თითქმის არ არის) არის წასაშლელი და თარგი არასწორად ამოიღე. გიო ოქრო 14:46, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
ეს სტატიაც და კიდევ ზემოთ ნახსენებიც უნდა დარჩეს. წაშლის მიზეზს ვერ ვხედავ. Wiki - ჯაბა 16:12, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
მეორეული წყაროები არ აქვს. ეს არის მიზეზი (რაც არაგვის ერისთავებზე იყო). გიო ოქრო 16:33, 22 თებერვალი 2023 (UTC)პასუხი
გვერდ „ფრანკლინის კლუბი“-ზე დაბრუნება.