განხილვა:ფარსმან I
ვინაიდან ქართველ მეფეთა ამ პერიოდის სიები ჯერჯერობით კვლავ შეუთანხმებელია და მით უმეტეს მათი მმართველობის თარიღები ჯობს შემოტანისას მიეთითოს ლიტერატურა. — ჯაბა ლაბაძე (გ) 08:22, 16 ივლისი 2010 (UTC)
არმაზის ბილინგვა
რედაქტირება@Jaqeli: შეგიძლია წყარო მოიტანოთ, სადაც დასტურდება ფარსმან I-ის არმაზის ბილინგვის წარწერაში არსებობა? ბილინგვაზე ნამდვილად არის მოხსენიებული ფარსმან II (იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, გვ. 461), თუმცა ვერანაირი წყარო ვერ ვნახე რომელიც ფარსმან I-ის წარწერაზე არსებობას ადასტურებს. – BruTe (გ) 12:57, 26 თებერვალი 2015 (UTC)
- ბრუტე გამარჯობა. ეს ნახე. ჯაყელი 13:15, 26 თებერვალი 2015 (UTC)
გმადლობ გამოხმაურებისათვის. შენს მიერ მოტანილ ბმულში წარწერის ტექსტია მოთავსებული, რომლის წაკითხვა ქართულად აქაც არის შესაძლებელი. წარწერაში მოხსენიებული იოდმანგანი სწორეს ფარსმან II-ის (ქველი) ეზოსმოძღვრის შვილია. ეს ეზოსმოძღვარი ეზოსმოძღვარი იყო მაშინაც, როდესაც ხსეფარნუგი მეფობდა (ეს კი ფარსმან II-ის შვილია). მონაკვეთი ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი წყაროდან (გ. მელიქიშვილის რედაქციით):
“ | ქართლშიც მეზობელი ირანის ან სომხეთის მსგავსად ადრე უნდა გაჩენილიყო ამა თუ იმ სახელმწიფოებრივი თანამდებობების ცალკეული სამეფო თუ არასამეფო წარმოშობის საგვარეულოთა პრივილეგიად გადაქცევის ტენდენცია. ამის მკაფიო დადასტურებაა არმაზის ბერძნულ-არამეულ ბილინგვაში დამოწმებული ფაქტი: ფარსმან II-ის ეზოსმოძღვრის პუბლიკიუს აგრიპას ვაჟი იოდმანგანი აგრეთვე ეზოსმოძღვრის პოსტს იღებს ფარსმან II-ის მემკვიდრის ხსეფარნუგ მეფის დროს. | ” |
სხვა ტექსტი აზრმაზის ბილინგვიდან არ არსებობს რამდენადაც ვიცი, გარდა სტატიაში მოყვანილისა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბილინგვა II საუკუნის მე-2 ნახევრით თარიღდება და უფრო ლოგიკურიცაა რომ ფარსმან II-ზე იყოს ლაპარაკი. – BruTe (გ) 13:49, 26 თებერვალი 2015 (UTC)
- მე პირადად ბილინგვის დათარიღებით მივიჩნიე რომ ეს ფარსმან I უნდა ყოფილიყო. არმაზის საიტზე პირველი საუკუნე წერია და გვაქვს იმის წყარო რომ ეს ნამდვილად მეორე საუკუნის ბილინგვაა? თუ ასეა მაშინ ფარსმან ქველის ბილინგვა და სტელა გამოდის ეს სურათი რაც ასევე საინტერესოა. ჯაყელი 13:57, 26 თებერვალი 2015 (UTC)
“ | ადგილობრივი წერილობითი წყაროებიდან ჩვენ, პირველყოვლისა, უნდა დავასახელოთ საქართველოში აღმოჩენილი არამეული, ბერძნული და ებრაული წარწერები. ანტიკური საქართველოს, კერძოდ, იბერიის (ქართლის) სოციალური და სახელმწიფოებრივი წყობილების, ნაწილობრივ აგრეთვე პოლიტიკური ისტორიის შესასწავლად განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს 30–იანი წლების დასასრულს მცხეთაში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ არამეულ და ბერძნულ ძეგლებს. არამეული წარწერები აქ შესრულებულია არამეული დამწერლობის თავისუბური სახეობით, რომელსაც ამ წარწერების ამომკითხველმა აკად. გ. წერეთელმა “არმაზული” უწოდა. ერთი ამათგანია ახ. წ. I ს. მეორე ნახევარში შედგენილი თხუთმეტსტრიქონიანი არამეული წარწერა29 ,მეორე ახ. წ. II ს. მეორე ნახევრის ბერძნულ–არამეული ორენოვანი წარწერა30. | ” |
(წყარო: [1]) როგორც ხედავ I საუკუნით ერთენოვანი არამეული წარწერაა დათარიღებული, ხოლო ორენოვანი არამეულ-ბერძნული II საუკუნით. სხვათა შორის, ფარსმან I ამ ერთენოვან წარწერაშია მგონი მოხსენიებული. თუ ვიპოვით წყაროს/ტექსტს, შეგვიძლია დავამატოთ. – BruTe (გ) 14:13, 26 თებერვალი 2015 (UTC)
- ფარსმან I ის სურათი ყოფილა მაშინ თუ ასეა. ჯაყელი 14:17, 26 თებერვალი 2015 (UTC)
- ფარსმანის სურათი დაყენებულია, მაგრამ ფარსმან I იდენტიფიცირდება ადერკთან, ერთიდაიგივეა, რადგან ადერკიც და ფარსმან I-ის ქართამ კოლხის ძეა და ამიტომ ადერკის და ფარსმანის გვერდები უნდა შეერწყას, განსხვავებით ქართამ I-ის ძე ფარსმანისა, რომელიც ძველი ქართული წყაროებით არმაზის მეფეა და მეფობდა კაოსთან ერთად. ის არის უბრალოდ ფარსმანი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:07, 23 აგვისტო 2020 (UTC)