განხილვა:ურბნისისა და რუისის ეპარქია

ბოლო კომენტარი: 1 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა Erekle Khutsishvili თემაში გასაწმენდი

გამარჯობათ. ბოდიშს ვიხდი უმრავლესობის მიერ შეთანხმებული ვარიანტის ცვლილებისთვის, რომელიც რუისის ტაძარს ეხება. რადგან ამჟამინდელი ვარიანტის სასარგებლო არგუმენტების შემდეგ სხვა აზრი არ გამოთქმულა, ხოლო განხილვის თემა არ იყო, ამდენად. რაც შეეხება თავად არგუმენტს: ვფიქრობ, კონტექსტით შესაფერისი წყარო ამ შემთხვევაში არის არა თუნდაც ისეთი ავტორიტეტული და აკადემიური წყარო, როგორიცაა „ძეგლთა აღწერილობა“, არამედ ტაძრის როგორც ამჟამინდელი სტატუსი, ასევე ის, როგორ ცნობდნენ მას ძველად - ბერი ეგნატაშვილი (თემურლენგის ლაშქრობებზე), ვახუშტის აღწერა, სულ მცირე, XVII ს-ის დასაწყისიდან მეფეების, კათალიკოსების, სხვათა სიგელებსა და სხვა საბუთებში ტაძრის ასე მოხსენიება.

გადამოწმებადობა: ჩემს მიერ რამდენიმე წლის წინ წარმოდგენილი მასალა თითქმის იმავე სახით (უფრო ზუსტად, ის სტატია - ვიკიზე), ასევე მითითებების გარეშე, რაც ზედმეტი იყო, უნდა გამოქვეყნებულიყო ჟურნალში „საპატრიარქოს უწყებანი“ 2004 წელს, რუის-ურბნისის კრების წლისთავისთვის. საამისოდ მაშინ ეპარქიიდან (რომლის დავალებითაც წარმოებდა საარქივო მუშაობა 1998-2004 წლებში) ჩამოვიდა ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი. გამოქვეყნდა თუ არა, არც ვიცი - საიტი არ იხსნება, ისე კი არ მინახავს. ალბათ დაიბეჭდა. ამ თემაზე მუშაობა შემდეგ აღარ გაგრძელებულა მრავალი პრობლემის გამო, შემდეგ კი წიგნის დაწერა აღარ მოხერხდა და ეს არც იგეგმება. ამჟამად განზრახული იყო მხოლოდ მღვდელმთავართა სიაში დაზუსტებების შეტანა და (რადგანაც ეს საკამათო საკითხს წარმოადგენს) შესაბამისი მითითებები (ასევე, შეძლებისდაგვარად, მასალის მითითება მოთხოვნილ ფაქტებზე). ხოლო რადგან დასკვნების ნაწილი სტატიაშივე წარმოადგენდა ორიგინალური კვლევის შედეგს, - შესაბამისი საარქივო მასალის მითითება.

კიდევ ერთი საკითხი ისაა, რომ ბევრი სამეცნიერო პუბლიკაცია თავისთავადვე წარმოადგენს დოკუმენტებისა და ხელნაწერების გამოცემას, ვთქვათ, მხოლოდ თარიღის დაზუსტება-გარკვევის მიმატებით და ამ თვალსაზრისით ამა თუ იმ მღვდელმთავრისთვის მითითებული წლები მხოლოდ ამა თუ იმ დოკუმენტის არსებობას გულისხმობს, თუმცა ის შეიძლება გამოქვეყნებული არ იყოს. ამ შემთხვევაში გამოუქვეყნებელი დოკუმენტების რაოდენობა, საიდანაც ბევრი რამ იქნა ამოკრებილი, რამდენჯერმე აჭარბებს გამოქვეყნებული საბუთების რაოდენობას, თუმცა მღვდელმთავრების მეტი წილი ცნობილია ამა თუ იმ პუბლიკაციით.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Erekle Khutsishvili (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ამით ამ თემაში დაზუსტებების შეტანა ალბათ ამოიწურა, - რაც იგულისხმებოდა 2004 წელს ალბათ გამოქვეყნებულ სტატიაში მღვდელმთავართა სიის ნაწილში (არასწორი მითითებები ან ვარაუდები, ასევე ის გარემოებები, რაც რამდენიმე ეპისკოპოსის გამიჯვნას ეხება და რისი მითითება სტატიაში ზედმეტი იყო, თუმცა საჭიროა ამ პრობლემების საჩვენებლად), რომელიც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია. ასევე - ძველი ეპისკოპოსების (ძირითადად - ხელნაწერებიდან) დაზუსტება და ურბნისის სამწყსოს მითითება, რადგან ეს საკითხი ისე საკმაოდ გაურკვეველია. მხედველობაში არაა მიღებული ასევე ის საბუთები (ძირითადად - ასლები, მაგ. ცენტრალური საისტორიო არქივის 1449 ფონდში და ზოგი სხვა), რომლებშიც თარიღები ძალიან (ხშირად რამდენიმე ათეული წლით) არასწორია (მათში მითითებული მღვდელმთავრების პერიოდები ზუსტადაა ცნობილი სხვა დოკუმენტებით). რამდენადაც ვიცი, მას შემდეგ აღმოჩნდა სხვა ერთი მროველი (საზღვარგარეთ აღმოჩენილ ხელნაწერში, ვინაობა არ ვიცი). სხვა ეპისკოპოსი, რომელიც სიაში არაა წარმოდგენილი, შესაძლოა იყოს ალბათ უფრო შემთხვევით გამორჩენილ დოკუმენტში (უფრო - სხვა რეგიონში თუ იყო მოწმედ, მე-18 საუკუნეში). რედაქტირებისას მეც მომივიდა რამდენიმე საკმაოდ მძიმე შეცდომა, სიჩქარისა და იმის გამო, რომ მას შემდეგ ამ თემაზე არ მიმუშავია და ყველაფერი ერთბაშად ვერ გავიხსენე. მადლობა.--Erekle განხილვაწვლილი 22:09, 15 ივნისი 2019 (UTC)პასუხი

ერთი გამორჩენილი დაზუსტებაც, რაც იმავე საკითხს ეხება - როცა რომელიმე ეპისკოპოსი არ შევიდა სიაში, რადგან შედგენისას იგულისხმებოდა, რომ რომელიმე სამეცნიერო ნაშრომში ან დოკუმენტების კრებულში (თუნდაც - გამოუქვეყნებელ დოკუმენტში) მასზე მითითება ან ვარაუდი არაზუსტი იყო, თუმცა ასეთი მითითება გამოქვეყნებულ ნაშრომში - არსებობს. შესაბამისად, მისი გამორჩენა ნიშნავს, რომ ასეთი მასალა უცნობი იყო, ან ის არ იქნა მიღებული გარკვეული მოსაზრებების გამო. ასეთ შემთხვევაში კი საჭიროა როგორც თვით ნაშრომზე (რაც ფაქტია), ისე იმ არგუმენტებზე მითითება, რაც ეწინააღმდეგება ასეთი მღვდელმთავრის (ზოგჯერ - მხოლოდ ნავარაუდევის) სიაში მოხვედრას. მართალია, ეს შესაძლოა, ჰგავდეს სამეცნიერო კვლევას ვიკიპედიის ფარგლებში, მაგრამ თავის დროზე, სიის შედგენისას, ასეთი მოსაზრებები იგულისხმებოდა.

იმდროინდელი ფაილი ვნახე, - სინოდის საიუბილეო გამსვლელი სხდომა 2003 წლის აგვისტოში უნდა ყოფილიყო (მე 2004 მახსოვდა). ბიბლიოთეკაში მოვძებნე „უწყებანი“, მაგრამ არც იმ ნომერში, არც შემდეგ სტატია არ დაბეჭდილა. სხდომისთვის მიძღვნილ ნომერში ადგილი არც დარჩა, შემდეგ კი ალბათ აქტუალური აღარ იყო. ეპარქიის გამოცემა, როგორც აღმოჩნდა, 2000 წლის შემდეგ არ გამოსულა, ესე იგი, ვერც იქ იქნებოდა. --Erekle განხილვაწვლილი 00:49, 4 აგვისტო 2019 (UTC)პასუხი

გასაწმენდი

რედაქტირება

სტატია ჰგავს ორიგინალურ კვლევას, დატვირთულია პირველადი წყაროებით (არქივიდან), უმჯობესია გამოყენებული იყოს მეორადი წყაროები იხ. ვიკიპედია:წყაროს მითითება. --M. განხილვაწვლილი 05:09, 15 ივლისი 2020 (UTC)პასუხი

გამარჯობათ.
"სტატია ჰგავს ორიგინალურ კვლევას, დატვირთულია პირველადი წყაროებით (არქივიდან), უმჯობესია გამოყენებული იყოს მეორადი წყაროები".
მოტივაცია იყო ის, რომ თავის დროზე გაწეული დიდი შრომა უსარგებლოდ არ ჩავლილიყო და მკითხველს გასაცნობად ჰქონოდა ის მასალა და დასკვნები, რასაც სხვაგან ვერ ნახავდა, ან ნახავდა არასწორს.
შენიშვნა, რა თქმა უნდა, მართალია. ამ მიზეზით 2020 წლის შემდეგ რამდენიმე შესწორება შევიდა არა აქ, არამედ ნარკვევში, რომელიც იყო Academia.edu-ზე და Google Drive-ზე.
ეს ნარკვევი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და საბოლოო დაზუსტებებითა და ცვლილებებით, უნდა გამოვიდეს ალბათ ნოემბრისკენ, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალ "ამირანში", - http://caucasology.com/amirani.php - ე. ი. ექნება შესაბამისი წყაროს სტატუსი.
მე არ ვიცი, იმ დროს მოვახერხებ თუ არა ამ სტატიის რედაქტირებას ვიკიპედიაზე. ამიტომ ჩემი თხოვნაა იმ წევრების მიმართ, ვისაც წვლილი აქვთ შეტანილი რედაქტირებაში, რომ ასეთ შემთხვევაში სტატია მოიყვანონ სტანდარტების მოთხოვნასთან შესაბამისობაში, ტექსტი შეამსუბუქონ ისე, რომ იძლეოდეს ინფორმაციასაც და იოლად საკითხავიც იყოს (მსჯელობისა და ვარაუდების გარეშე), და რაც შეიძლება, შეამცირონ სქოლიო (თუ საჭიროა, შენიშვნების ინფორმაციის გამოსადეგი, მცირე ნაწილის ძირითად ტექსტში ატანითაც), - მოკლე მითითებები წყაროს შესაბამის ნაკვეთებზე საამისოდ ალბათ საკმარისი იქნება.
(ნათქვამი არ ეხება მოსაზრებას რუის-ურბნისის კრების შესახებ, რომელზე მითითებაც აქ, ცხადია, საჭირო არაა).
მადლობა ყოველი შემთხვევისთვის. Erekle (განხილვა/წვლილი) 08:49, 27 აგვისტო 2024 (UTC)პასუხი
ვიზუალურად მთლად ვერ გავმართე (აბზაცები). შინაარსობრივად ვცადე. სქოლიო მხოლოდ განმარტებებისთვისაა. მიეთითა ავტორიტეტულ, შემოწმებად წყაროში გამოქვეყნებული ნარკვევი. Erekle (განხილვა/წვლილი) 21:59, 7 ოქტომბერი 2024 (UTC)პასუხი
კომპეტენტურ რედაქტორებს ვთხოვ, შეამოწმონ.
სარჩევი მცირედ გადასაწყობია, ყურადღება ვერ მივაქციე. ტერიტორიის საკითხი ცალკე, თავისთავადი კატეგორიაა და სჯობია, ზოგადი ისტორიისგაბ გამოყოფილი იყოს.
მონასტრებსა და მღვდელმთავრებში ინტერვალები სტრიქონებს შორის, აბზაცების შესავლებიც გასასწორებელია, ვერ მოვნახე მექანიზმი.
შინაარსის შესახებ. მსჯელობა-დასაბუთება, მ. შ. წყაროებზე მითითებით, მოსცილდა, სქოლიო შემცირდა და დარჩა მხოლოდ რაიმე საკითხის განვრცობა-დაკონკრეტებისთვის.
ტერიტორიის ნაწილში ზოგი ზედმეტი ციფრის (დიაკვნების რ-ბა) მოცილევაც შეიძლება. Erekle (განხილვა/წვლილი) 04:29, 9 ოქტომბერი 2024 (UTC)პასუხი
ძირითად წყარო-ლიტერატურად მიეთითა ვიკიპედიის სტანდარტების შესაბამისი, სერტიფიცირებული აკადემიური სამეცნიერო გამოცემა. თვით ნარკვევი წარმოადგენს ამ ეპარქიების ისტორიის ექვსწლიანი, ერთადერთი მონოგრაფიული შესწავლის შეჯამებას. Erekle (განხილვა/წვლილი) 04:36, 9 ოქტომბერი 2024 (UTC)პასუხი

გარე ბმულები შეცვლილია (დეკემბერი 2020)

რედაქტირება

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 2 გარე ბმულები ურბნისისა და რუისის ეპარქია. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 00:52, 29 დეკემბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „ურბნისისა და რუისის ეპარქია“-ზე დაბრუნება.