განხილვა:უნაგირასოკო

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dzaocom
ეს სტატია გაუმჯობესებულია პროექტ „სოკოები“ ფარგლებში, რომლის მიზანია ვიკიპედიაში ამ თემატიკის შესახებ ინფორმაციის გაზრდა. თუკი გსურთ მონაწილეობა, ეწვიეთ პროექტის გვერდს.

მინიატიურა — რამდენად საჭიროა ეს ფაილი სტატიაში?--ცანგალა () 20:10, 12 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

მე ერთი ვიცი - რუსულ ვიკიში იყენებენ ამ სიმბოლოს ხშირად. ამ ბოლო დროს კი განსაკუთრებით აქტუალურია, ვინაიდან იქაური პროვაიდერები რაღაც ორგანოს (აღარ მახსოვს, რა ჰქვია) მითითებით ბლოკავენ ვიკიპედიას დრო და დრო იმის გამო, რომ „ავრცელებს საზიანო“ ინფორმაციას. როგორც ეტყობა, წინასწარ აფრთხილებენ მომხმარებლებს, რომ საშიში ნივთიერებებია.

სხვა მხრივ, ფართოდ არ გამოიყენება. ინგლისურ ვიკიში კი საერთოდ არაა გამოყენებული, ვინმეს პროფილის გასაფორმებლადაც კი.

პრინციპში, ალბათ შეიძლება, რომ ამოვიღოთ. მართალია, ჩვენთან დიდი რაოდენობის მოსწავლე ახალგაზრდობა შემოდის ინფორმაციის მოსაძიებლად, მაგრამ არ მგონია, ამ სტატიებმა რაღაც რისკი შემატონ მათ ქცევას და შხამიანი სოკოების საძიებლად კუს ტბასა და უღრან ტყეებში არ გაიქცევიან. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:17, 12 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

ინგლისური ვიკიპედია რა შუაშია ?. იქ, რომ ყოფილიყო ფაილი გამოყენებული ანუ ჩვენც უნდა გამოგვეყენებინა ფაილი ?. ამ შემთხვევაში ეს ფაილი მიუთითებს, რომ სოკო არის საშიში და მომაკვდინებელი, შესაბამისად, საჭმელად უვარგისი და ერთგვარი გაფრთხილებაა მკითხველისა. მხოლოდ გაფრთხილება. ამ სტატიაში ეს ფაილი მხოლოდ ამას გამოხატავს, როგორც ტოქსიკურად შხამიან სოკოს, მითითებაა. მახსენდება სტატიები მედიცინის სფეროდანაც, სადაც აგრეთვე გაფრთხილებებია მითითებული. ეს ყოველივე მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ სწორედ აი ის ბავშვი არ შეცდეს ან სხვა ადამიანი. მოკლედ, ღრმად, რომ არ წავიდეთ, ნება თქვენია, ამოიღეთ ფაილი თუ გნებავთ. - ოთოჯი განხილვა 20:35, 12 აპრილი 2014 (UTC)პასუხი

ეს სოკო პირობითად საჭმელია და არა შხამიანი. ანუ მოხარშვის შემდეგ უვნებელი ხდება. ეს ნიშანი კი მომაკვდინებლად შხამიანის იერს აძლევს რაც არასწორია. ამიტომ ვშლი ამ ნიშანს. --Dzaocom განხილვაწვლილი 11:13, 4 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

გვერდ „უნაგირასოკო“-ზე დაბრუნება.