განხილვა:სკორპიონსი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში {{lang-de}}
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (2 მაისი, 2011).

„სკორპიონზი“-ზე (ან „სკორპიონსი“-ზე) ხომ არ გადავიტანოთ? - Island 01:21, 8 მარტი 2008 (UTC)პასუხი

ჰმ.. ისე როგორაა ჩვენთან საქმე? პინქ ფლოიდი ინგლისურად წერია, სხვა ჯგუფები არ მახსოვს. ასეა თუ ისე ვემხრობი შენს პოზიციას, გამყრელიძის დასკვნისა არ იყოს :)--რუსუდან ცისკრელი () 01:34, 8 მარტი 2008 (UTC)პასუხი

სტატიაში უზუსტობებია სახელ-გვარების მხრივ - ისინი გერმანული პრინციპით უნდა იკითხებოდეს და არა ინგლისურით. --The Intruder 09:35, 16 მარტი 2008 (UTC)პასუხი

(მომხრე) ვეთანხმები Island-ს და სათაური ამ შემთხვევაში ქართულადაც რომ იყოს არაფერი დაშავდება. ეს ხომ ქართული ვიკიპედიაა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ქართულად ვწეროთ. --ცანგალა () 20:06, 23 მარტი 2008 (UTC)პასუხი


დავიჯერო მძიმე როკი და მსუბუქი მეტალი (ალბათ აქ გადამისამართება მოსახსნელი იქნება) არ იხმარება ქართულ ენაში. აუცილებლად ჰარდ როკი და ჰევი მეტალი უნდა იყოს? ეს ხომ ქართული ვიკიპედიაა. ეს ხომ ქართული ენაა.--ცანგალა () 12:38, 27 მარტი 2008 (UTC)პასუხი

ვეთანხმები ცანგალას --Ventusa 13:18, 27 მარტი 2008 (UTC)პასუხი

"მძიმე როკი" და "ჰარდ როკი" (ენაში, მეტყველებაში) უკვე თანაარსებობს, ანუ ორივეს გამოყენება შეიძლება. და საერთოდ, მე მგონია არ იქნება ურიგო ამ ამბავის გადამისამართებით მოგვარება. რაც შეეხება ჰევი მეტალს ქართულში მხოლოდ მისი ფონეტიკური ვარიანტი არსებობს და არც "მსუბუქი მეტალი" გამიგონია და არც "მსუბუქი ლითონი", ;) თუმცა მსუბუქ მეტალურგიაში შეიძლება არსებობდეს რაღაც მსგავსი.

არ ვიცი ქართველმა ლექსიკოგრაფებმა მოახერხეს თუ არა ამ ფაქტის დაფიქსირება, მაგრამ მე მგონი, ასეც რომ არ იყოს მაინც ორივე ფორმის გამოყენება შეიძლება, დამკვიდრებულია და იმიტომ. გადამისამართებაზე და ვიკიპედიის მაქსიმალურ ქართულობაზე კიდევ ერთი ერთი რამ მინდა გითხრათ ქალის სურნელის განხილვაში. --pirtskhalava 00:58, 6 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

მეტალურგიაში არის ლითონები და არა მეტალები. металл - რუსული არის დამკვიდრებული ქართულში ლითონის ხმარებისას. მაროჟნისა არ აიყოს. --ცანგალა () 09:45, 6 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

რჩეულ სტატიაში გასვლის შანსი აქ სტატიას თქვენი აზრით? --გოტა () 09:01, 24 აპრილი 2008 (UTC)პასუხი

{{lang-de}}

რედაქტირება

რამდენად გამართლებულია ფრჩხილებში გერმ.–ის მიწერა? Scorpions არაა გერმანული სიტყვა. მითუმეტეს, თუკი ჯგუფის სახელწოოდებად The Scorpions-ს ჩავთვლით... ფრჩხილებში ან ინგ. უნდა ეწეროს, ან ყოველგვარი ენის გარეშე, უბრალოდ Scorpions (როგორც რუსულში). რას იტყვით? — დავით პასუხი 15:07, 14 მაისი 2011 (UTC)პასუხი

გეთანხმები. გამომრჩა მხედველობიდან, როგორც ჩანს (მგონი, ანონიმის ნამოქმედარია). სახელწოდებას არანაირი კავშირი არ აქვს იმ ფაქტთან, რომ ჯგუფის წევრები გერმანელები არიან.—G.G. 10:31, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „სკორპიონსი“-ზე დაბრუნება.