განხილვა:სექსტ იულიუს აფრიკანუსი
სექსტ იულიუს აფრიკელი ხომ არა? მაგალითისთვის — სციპიონ აფრიკელი, რომელსაც ლათინურად ასევე Africanus ჰქვია. გიო ოქრო 14:43, 13 დეკემბერი 2017 (UTC)
ნუ აქართულებთ ავტორთა სახელებს. ტრანსლიტერირებული ფორმა გადმოდის. სახელი არ ითარგმნება (აფრიკანნუსიც სახელის კატეგორიაში გადის). შეადარეთ ბერძნული, სომხური, გერმანული, რუსული ვერსიები. ან იმ ენაზე, რომელზეც კითხულობთ და ხელი მიგიწვდებათ :) SunnyMagnus განხილვაწვლილი 18:47, 13 დეკემბერი 2017 (UTC)
- მე ვფიქრობ ამ სტატიას უნდა ერქვა სექსტუს იულიუს აფრიკანუსი. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, სადაც Sextus იკითხება როგორც სექსტუსი. (გვ. 135). --ჯაბა 1977 19:40, 13 დეკემბერი 2017 (UTC)
რადგანაც ნომინატივის ფორმაა პირველ სახელში us, გადმოვა ქართულის ნომინატივის ფორმით, ანუ, არამარკირებულად („სექსტ-ი“ ცუდი ფორმაა უბრალოდ და არამარკირებული იქნება). შდრ. სექსტ ემპირიკოსი... რაც შეეხება ლექსიკონს, ცოტა მოძველებულია მიუხედავად იმისა, რომ დიდწილად გამოიყენება მაინც (მაგ: „ბოეციუსი“ მოძველდა და ახლა ყველა ვთანხმდებით „ბოეთიუსზე“ ა.შ. და ა.შ.).— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა SunnyMagnus (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- ახალი წყარო არსებობს რამე რასაც დავეყრდნობით? --ჯაბა 1977 03:28, 14 დეკემბერი 2017 (UTC)
მაგ ლექსიკონის მიხედვით აფრიკელია თუ აფრიკანუსი? გიო ოქრო 10:22, 14 დეკემბერი 2017 (UTC)
- ამ ლექსიკონში კონკრეტულად ამ პიროვნებაზე არ წერია, მე მაგალითი მოვიყვანე როგორ შეიძლება იყოს გადმოტანილი აღნიშნული სახელი ქართულად. ამასვე ადასტურებს ამ წიგნის შესავალში (გვ. 20) ნახსენები -us-ზე დაბოლოებული სახელის ქართულში გადმოტანის წესი. --ჯაბა 1977 13:35, 14 დეკემბერი 2017 (UTC)
@SunnyMagnus: როგორც თქვენ ამბობთ ბოეთიუსი ახალი ფორმაა, სწორედ ასეა შეტანილი იგი ჩემს მიერ მითითებულ ლექსიკონში: ანიციუს მანლიუს ტორკვატუს სევერინუს ბოეთიუსი, როგორც ჩანს არც თუ ისე მოძველებული ლექსიკონი ყოფილა. — ჯაბა 1977 17:06, 14 დეკემბერი 2017 (UTC)
ეჭვს მიბადებს სციპიონ აფრიკელი, რომელთა სახელი ლათინურად Africanus-ია, მაგრამ მაინც ითარგმნება. გიო ოქრო 17:39, 14 დეკემბერი 2017 (UTC)