განხილვა:როჯერ გლოვერი

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Floydgeo

როჯერ გლავერი — მგონი ეს უფრო გამართულია, რადგან ასე იკითხება. — Taro განხილვაწვლილი 17:03, 15 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

როდიდან გახდა ეს ასო ა Roger Glover? რადგან ასე გამოითქმის ინგლისურად ეს არ ნიშნავს, რომ ქართულადაც ასევე უნდა დაიწეროს--დავით XXI 17:08, 15 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
რატო არ ნიშნავს? ზუსტადაც მაგას ნიშნავს. [glʌv] — Taro განხილვაწვლილი 12:46, 17 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
ის, რომ ხელთათმანი ასე წარმოითქმის, ბევრს არაფერს ნიშნავს. ხოლმე ამა თუ იმ გვარს წარმოთქმის საკუთარი სპეციფიკა აქვს. --BH განხილვაწვლილი 12:51, 17 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

რაც შეეხება სხვა ვერსიებს, ა ბატონო

http://www.forvo.com/word/glover/

http://www.pronouncenames.com/pronounce/glover

http://www.forvo.com/word/danny_glover/

http://www.forvo.com/word/andrew_glover/

აშკარად გლავერია. --BH განხილვაწვლილი 12:55, 17 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

მეც მაგას ვამბობ და გადავიტანოთ გლავერ-ზე — Taro განხილვაწვლილი 17:43, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
მომხრე ვარ, მაგრამ მსურს, სხვებმაც განიხილონ ეს საკითხი. — BH განხილვაწვლილი 19:47, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

როგორც ჩანს არ აინტერესებთ და გადავიტანოთ. — Taro განხილვაწვლილი 09:25, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი

STOP! დამაცადეთ, შევამოწმებ მეც. — დავით პასუხი 09:28, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი
შევამოწმე. არ უნდა გადავიტანოთ, უნდა დარჩეს გლოვერი. მიზეზი რამდენიმეა:
  1. ქართული ენის ნორმებით (უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი) ინგლისური სიტყვების გადმოქართულებისას o არსად გადმოდის როგორც ა. ზოგან ოუ, ზოგან კი .
  2. რუსული ვიკიპედია, რომელიც ლათინურ შრიფტს არ იყენებს, და რომელ ენაზეც (გვინდა თუ არ გვინდა) დაფუძნებულია ქართული ენის ნორმები უცხოურ სახელებთან დაკავშირებით, წერს ასევე გლოვერს.
  3. ინგლისური გამოთქმა გადმოქართულებისას რატომღაც (გვინდა თუ არ გვინდა) ნაკლებადაა გათვალისწინებული. შედარებისთვის მოვიყვან მარტივ მაგალითს: ლონდონი ინგლისურად იკითხება /ˈlʌndən/ — მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ არც "ლანდანს" და არც "ლანდენს", ვეყრდნობით დაწერილობას – ლონდონი.

ამ სამი მიზეზით სტატია უნდა დარჩეს ამჟამინდელ სათაურზე. — დავით პასუხი 09:36, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი

მშვენიერი დასკვნაა. მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს - თუკი არ ვეყრდნობით ინგლისურ ზეპირ მეტყველებაში ჟღერადობას, მაშინ რატომ არის ბითლზი და არა ბიტლზი (ანუ თუკი ჟღერს ’თ’, მაგრამ იწერება ’ტ’, გამოდის, რომ ’ტ’ უნდა იყოს, და არა ’თ’)???? მხოლოდ და მხოლოდ, იგივე პრინციპის მიხედვით ვმსჯელობ. — BH განხილვაწვლილი 09:51, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი
კარგია, რომ გამახსენე. მართლაც რომ ბიტლზი უნდა იყოს (ან მთლად ქართულად ბიტლები). ეს დიდი ხანია მინდოდა დამეწერა ბითლზის განხილვაზე და სულ მავიწყდებოდა. იხ. ასევე განხილვა:დიფ ფარფლი. — დავით პასუხი 10:06, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი
აქ არ უნდა ვწერდე, მაგრამ ბითლზის სახელში რატომ უარვყოფთ არტიკლს? The Beatles ჰქვიათ მაგათ და არა Beatles. ან ქართულად უნდა იყოს: თე ბიტლზი (საშინბელებაა), ან ორიგინალში. (საჭიროების შემთხვევაში გადაიტანეთ შესაბამის განხილვის გვერდზე). — დავით პასუხი 10:08, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი
დავით, ეს საკითხი საერთოდ მტკივნეულია. რამდენი ხანია, ამაზე ვსაუბრობთ და არ იქნა მიყვანილი ბოლომდე. იწყება და წყდება, იწყება და წყდება. სტანდარტიზაცია, სტაბილიზაცია - რაც გინდა, უწოდე, მაგრამ გასაკეთებელია. დავიწყე საუბარი Oasis-ზე და ვთქვი, რომ ’ოაზისი’ არ ჰქვია, ვინაიდან ინგლისურად ’ოეისის’ წარმოითქმის (ან რაღაც ეგეთი). სიტუაცია ისევ ჩაკვდა. სადამდე გაგრძელდება ასე, არ ვიცი. მეორე მხრივ, მე მესმის, რომ ჩვენთვის შეიძლება, მუსიკა არ იყოს იმდენად პრიორიტეტული საკითხი - მით უმეტეს, იმდენ უფრო მნიშვნელოვან საკითხზე არ გვაქვს ჯერ სტატია. მაგრამ საქმე გასაკეთებელია, ადრე თუ გვიან.

სხვათა შორის, არტიკლის ამოგდება ყოველთვის მაწუხებდა. მშვენივრად არის შემდეგ სტატიებში - The Police (ჯგუფი). The Notorious B.I.G.

BH განხილვაწვლილი 10:13, 3 მარტი 2011 (UTC)პასუხი

გვერდ „როჯერ გლოვერი“-ზე დაბრუნება.