განხილვა:რომი
"რომი იტალიის უდიდესი ქალაქია და მისი მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უმსხვილესია ევროპაში 120 კმ² ფართობით (ადვილად მოიცავდა დანარჩენ ცხრა უმსხვილეს იტალიურ ქალაქს: მილანს, ნეაპოლს, ტურინს, პალერმოს, გენუას, ბოლონიას, ფლორენსს, ბარისა და კატალინას, და ასევე ოთხ უმსხვილეს ევროპულ ქალაქს, როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ბრიუსელი). მოსახლეობა შეადგენს 2.546.807 (2004), ხოლო დაახლოებით 4 მილიონი სახლობს მისი გარეუბნების ჩათვლით. რომის ახლანდელი მერი არის ვალტერ ველტრონი (2005)." – აზრია დაულაგებელი, ვერ გავიგე რისი დაწერა გინდოდა ალსანდრო, იქნებ დააკონკრეტო... გაუგებარია საერთოდ--linguistus 15:50, 3 ივლისი 2006 (UTC)
- მართალი ხარ, გაუგებარი იყო, ოდნავ გავმართე, but feel free to edit. Alsandro 16:01, 3 ივლისი 2006 (UTC)
სექცია კინო
რედაქტირებასექციაში კინო ნათქვამია დინო დე ლაურენტისის დეკამერონი... დასაზუსტებელია. არსებობს მეტად ცნობილი ფილმი „დეკამერონი“, რომელიც გადაიღო პაზოლინიმ 1971 წელს და ამ ფილმთან კავშირი არ აქვს დინო დე ლაურენტისს. არსებობს ფილმი „ქალწულების ტერიტორია“, რომელიც დეკამერონის მოტივებზეა დაფუძნებული და ამ ფილმს სწორედ, რომ დინო დე ლაურენტისი წარმოგვიდგენს. ამ უკანასკნელს ხომ არ გულისხმობთ ?. - OTOGI Messages 14:53, 11 აპრილი 2016 (UTC)
- თავად სტატია და შესაბამისად, აღნიშნული სექციაც ინგლისური ვერსიიდან მაქვს ნათარგმნი, ამდენად, სამწუხაროდ, მე ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს ტექსტის ამ ფრაგმენტზე, მაგრამ მეც მგონია, რომ საქმე სწორედ „ქალწულების ტერიტორიას“ ეხება, რადგანაც ინგლისურ ვიკიპედიაში The Decameron: Angels & Virgins-დან (სავარაუდოდ, სწორედ ესაა ნახსენები სტატიაში) გადამისამართება სწორედ ამ ფილმზეა გაკეთებული (იხ. The Decameron: Angels & Virgins).--ILIA მომწერეთ 17:34, 11 აპრილი 2016 (UTC)
- გასაგებია. ინგლისურ ვიკიპედიაში ჩასასწორებელი აქვთ ბმული. ჩავანაცვლოთ „ქალწულების ტერიტორია“. - OTOGI Messages 18:21, 11 აპრილი 2016 (UTC)
- ძალიან კარგი --ILIA მომწერეთ 18:36, 11 აპრილი 2016 (UTC)
- გასაგებია. ინგლისურ ვიკიპედიაში ჩასასწორებელი აქვთ ბმული. ჩავანაცვლოთ „ქალწულების ტერიტორია“. - OTOGI Messages 18:21, 11 აპრილი 2016 (UTC)