განხილვა:პროტეროზოური ეონი
პროტეროზოული ჯგუფია, თუ ეონი?--დათო_დათო 11:16, 23 თებერვალი 2009 (UTC)
- ეს მეც მაინტერესებს. იგივე პრობლემა, გთხოვ გადახედო განხილვა:კარბონული სისტემა და სხვა პერიოდებსაც შეეხება ალბათ. საქართველოში რომელი ტერმინები მიღებული. ე. ი. რომელიც საქართველოშია მიღებული ის იქნება ძირითადი სტატია და სხვებს კი გავუკეთებთ გადამისამართებებს. დასადგენია. ნორმები, ნორმები, ნორმები გვჭირდება. --ცანგალა (გ) 12:06, 23 თებერვალი 2009 (UTC)
პირადად მე თსუ-ში გეოლოგიაში (მასწავლიდნენ)მასწავლიან (ეონოთემა/ეონი, ერათემა/ერა, სისტემა/პერიოდი, სექცია/ეპოქა) არქეული ეონი, პროტეროზოური ეონი, ფანეროზოური ეონი. ესენი იყოფა ერებად (პალეოზოური ერა, მეზოზოური ერა, კაინოზოური ერა და ა.შ), ერები იყოფა პერიოდებად (კამბრიული პერიოდი, ორდოვიციული პერიოდი და ა.შ), პერიოდები - ეპოქებად (პალეოცენური ეპოქა, ეოცენური ეპოქა და ა.შ)--დათო_დათო 12:20, 23 თებერვალი 2009 (UTC)
მაშინ ასეთ რამეზე შევთახმდეთ (სხვების აზრსაც დაველოდოთ) მიუთითე სახელმძღვანელო (იმედია ქართულ ენაზეა გამოცემული) და ისე შევცვალოთ. --ცანგალა (გ) 12:42, 23 თებერვალი 2009 (UTC)
ერა - კაინოზოური/ახალი სიცოცხლის, მეზოზოური/შუა სიცოცხლის, პალეოზოური/ძველი სიცოცხლის, პერიოდი- ანთროპოგენი, ნეოგენი, პალეოგენი, ცარცული, იურული, ტრიასული, პერმული, ქვანახშირის, დევონური. მეცხრე კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელო.
იმედია მომავალში გამოგვადგება.--გიორგი , 12:57, 23 თებერვალი 2009 (UTC)
- ფანეროზოური დრო ეონია, მაგრამ ქართულად დრო არის ძირითადი სახელი. საინტერესოა თსუ პედაგოგები რა ნორმებს იყენებს. ოფიციალურად მიღებულს თუ თვით თარგმნილ-გაგონილს (ზოგი ინგლ.-დან, ზოგი რუს.-დან და ზოგიც კი ქსე-ს (მოძველებულს, მაგრამ არ არის შეცვლილი))? ცანგალა (გ) 13:09, 23 თებერვალი 2009 (UTC)
გურამ ღონღაძე - „გეოლოგიის საფუძვლები“ თსუ-ს გამომცემლობა. გამოშვების წელი არ მახსოვს.--დათო_დათო 15:41, 23 თებერვალი 2009 (UTC)
თუ წინააღმდეგი არ იქნებით ამ განხილვის გვერდს გადავიტან კატეგორიის განხილვა:გეოლოგიური პერიოდები. რატომ? რადგან ყველა პერიოდებზე გვაქვს პრობლემები და ალბათ ჯობია ერთ გვერდზე ვისაუბროთ.--ცანგალა (გ) 17:10, 23 თებერვალი 2009 (UTC)
- სქემა შემოტანილი მაქვს გერმ. ვიკიდან.--ცანგალა (გ) 23:43, 25 თებერვალი 2009 (UTC)