განხილვა:ოპერა გარნიე
შენიშვნა
რედაქტირებათუ სტატიას ჰქვია ოპერა გარნიე, მაშინ ოპერის შესახებაც უნდა დაიწეროს ცოტა რამ, თუ ქვია გარნიეს სასახლე და ჩემი აზრით ავტორმა თავდაპირველად იმადაც უწოდა სასახლე, რომ სტატია გააკეთა მხოლოდ შენობაზე, მაშინ გადამისამართება რაღა საჭირო იყო. მაგრამ ყველაფერს ჯობია სტატიას დაემატოს ოპერის ნაწილი. ასე მიმაჩნია მე და არ ვცდები მგონია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. :)) მოიწერეთ! პატივისცემით, --Rastrelli F 04:54, 29 სექტემბერი 2007 (UTC)
- სტატია მნიშვნელოვნად განვავრცე. თუმცა ეს სტატია მაინც შენობაზეა და არა ოპერის თეატრზე (ამიტომ "გარნიეს სასახლე" უნდა ერქვას). გადახედეთ, შეიძლება ფრანგული ვერსიიდან კიდევ რაღაცების დამატება ალბათ. - ალ-ო @ 03:52, 19 აგვისტო 2008 (UTC)
მოკლედ, დავტოვოთ ამ სათაურზე თუ გადავიტანოთ უკან გარნიეს სასახლეზე? - ალ-ო @ 00:38, 14 სექტემბერი 2008 (UTC)
რავი :) გემოვნებაზეა :) რუსებსაც ოპერა აქვთ მგონი --გიგა პასუხი 21:56, 14 სექტემბერი 2008 (UTC)
როდესაც ფრანგ.-ში ცალი თვალით ჩავიხედე იგი წერს ოპერა გარნიე ან გარნიეს სასახლე ე. ი. სტატიას დავარქვათ ოპერა გარნიე და გადამისამართება გარნიეს სასახლედან. ხოლო "ან უბრალოდ პარიზის ოპერა" - ეს მგონი ამოსაღებია ტექსტიდან (ინგლ.-ში წერია ფრანგ.-ში არა). ჩემი აზრით სტატია მხოლოდ არქიტექტურაზე უნდა იყოს.--ცანგალა (გ) 22:51, 14 სექტემბერი 2008 (UTC)