განხილვა:მუსლიმი მესხები

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Georgiano თემაში სათაური

თუ არ ვცდები თურქი-მესხები დეფისი არის საჭირო.--ცანგალა () 20:14, 20 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

იმედია საავტორო უფლება დაცულია. სტატია არის შინაგან საქამეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოდან.--ცანგალა () 20:18, 20 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

სახელმწიფო მასალებზე ლიცენზია არ ვრცელება - საზოგადოებრივი საკუთრებაა. - ალ-ო     @ 21:03, 20 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

დეფისი, ჩემი აზრით, თურქ-მესხებს უნდა --გიგა პასუხი 21:18, 20 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

დეფისთან დაკავშირებით მგონი მართალი ხარ. სტატიიდან ამოსაღებია ბრძანებების ნომრები. რატომ? იმიტომ რომ ვინმემ ვანდალიზმის მიზნით ცვლილებები არ შეიტანოს. ზემოთ მითითებული ვებ-გვერდი მივუთითოთ და ბრძანებები იქ წერია.--ცანგალა () 21:31, 20 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

ისინი არიან ქართველები!!! რედაქტირება

გთხოვთ მიუთითოთ წყარო... და დაწერეთ სტატია ობიექტურად ტერმინი "თურქი მესხი" არ არსებობს! -ის მოიგონეს მსგავსი დატვირთვით და ფუნქციით რაც "სამხრეთ ოსეთი" ან "ჯავთხკ"–ი გთხოვთ წაიკითხეთ წიგნკბი და რიგი სტატიები და დარწმუნდებით რომ ისინი არიან ქართველები!წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.73.78 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

თავადვე მიუთითეთ წყარო, თუ შეიძლება. აგრესიული ტონით ლაპარაკს შეეშვით. - ოთოჯი განხილვა 15:54, 24 თებერვალი 2014 (UTC)პასუხი

უკაცრავთდ მაგრამ აგრესიული ტონი სად ნახეთ ნუ გეწყინებათ რამე აი რამოდენიმე ბარათაშვილი კლარა, „მაჰმადიანი მესხების ქართული გვარები„ ბერიძე მერაბ, „ტოპონიმები და გვარები მეტყველებენ (თეზისები მესხებზე: მაჰმადიანი მესხები; ტომით ქართველნი„ თბ. 2005. სამსონ ფირცხალავა „სამაჰმადიანო საქართველო ან ძველი მესხეთი„ სერგი ჯიქია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი„ წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) „ოსმალოს საქართველო„ ვახუშტი ბაგრატიონი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა„ გიორგი ბოჭორიძე „მოგზაურობა მესხეთ-ჯავახეთში„

    ...   ...  ...

შემიძლია გავაგრძელო... (უკაცრავთდ)წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.49.73.78 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

თუკი თურქი მესხები არ არსებობს მაშინ მითითებული ლიტერატურა რას წერს ?. რედაქტირების განხორციელება თავადვე შეგიძლიათ.- ოთოჯი განხილვა 21:18, 8 მარტი 2014 (UTC)პასუხი

სამწუხაროდ სათაურის არ ვიცი როგორ სტატიას დავწერ და ჩავასწრებ...

სათაური რედაქტირება

„თურქი მესხები“ ან „მესხეთის თურქების“ ნაცვლად უმჯობესია სტატიის სათაური „მუსლიმი მესხებზე“ გადავიდეს. პირველი ორი სახელწოდება არ ესაბამება ქართულ პოზიციას და ძირითადად რუსებმა დაამკვიდრეს. ქართული პოზიციის თანახმად ისინი გამაჰმადიანებული მესხები არიან და არა თურქები. ქართულ პოზიციას ეწინააღმდეგება თურქი ისტორიკოსები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მესხები („აჰისკელი თურქები“ ანუ „ახალციხელი თურქები“) ყივჩაღების ან/და ოსმალო მოახალშენეების შთამომავლები არიან. ამ პოზიციის თანახმად მუსლიმ მესხთა აბსოლიტური უმრავლესობა თურქული წარმომავლობის არი. ქართული საინფორმაციო თუ კვლევითი სტატიები უპირატესობას ტერმინი „მუსლიმი მესხის“ გამოყენებას ანიჭებენ, ტერმინი „თურქი მესხი“ სულ უფრო ნაკლებად გვხვდება, ან თუ გვხვდება „ “-ში არი მოქცეული. Georgiano განხილვაწვლილი 09:46, 12 თებერვალი 2021 (UTC)პასუხი

გვერდ „მუსლიმი მესხები“-ზე დაბრუნება.