განხილვა:მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა MIKHEIL თემაში მძიმეები რიცხვებში

დაცვა რედაქტირება

ადმინისტრატორის დონეზე დაცვა ზედმეტი მგონია. ავტომატურად დადასტურებულ მომხმარებლებზე საკმარისი იქნება. – BruTe () 14:32, 12 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ადმინისტრატორებზე რატომ იცავთ გვერდებს ?!. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვა რედაქტორებს მუშაობას ვუკრძალავთ ვიკიპედიაში, რაც დაუშვებელია. აქ საუბარი მიდის შესაძლო პრევენციაზე და სასურველი არ არის გვერდების დაცვა არამც თუ ადმინისტრატორებზე, არამედ საერთოდ, ავტომატურად დადასატურებულ მომხმარებლებზედაც. ვანდალიზმი, რომ დაფიქსირდეს ეს არ ნიშნავს ახალ გლობალურ პრობლემას. აურაცხელი, რომ გახდება ვანდალიზმი აი მაშინ უნდა იქნას დაცული გვერდი, ისიც ავტომატურად დადასტურებულ მომხმარებლებზე, მხოლოდ დროებით (?). დაიმატეთ თქვენთვის საინტერესო გვერდები საკუთარ კონტროლის სიაში. - ოთოჯი განხილვა 10:02, 13 ივნისი 2014 (UTC)პასუხი

ანონიმებზე მაინც დაიცავით, თუ იცავთ. წარმომიდგენია, ყოველი წაგების შემდეგ 1-2 მაინც შემოვა და პირს აიმყრალებს, ტრადიციისამებრ. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:20, 13 ივნისი 2014 (UTC)პასუხი


მძიმეები რიცხვებში რედაქტირება

ეს რიცხვებში მძიმეების წერა რა უბედურებაა ვერ გავიგე? დამკვიდრდა ეგ წესი საქართველოში? ცოტა ყველამ მივაქციოთ მაგ საკითხს ყურადრება თორე დამაბნეველია, მე სკოლაში მასწავლეს, რომ მძიმე მთელი რიცხვიდან წილადის გამოსაყოფად იხმარება--GagaVaa განხილვაწვლილი 18:40, 14 ივლისი 2014 (UTC)პასუხი

არავითარ შემთხვევაში არ დამკვიდრდა! სადაც შემხვდება, „ვაშთობ“. მე მაგალითად, პირველი მტერი ვარ მძიმეების გამოყენების. — Mikheil მიწერა 18:47, 14 ივლისი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014“-ზე დაბრუნება.