განხილვა:მანუჩარ მაჩაიძე
@Arkaitz1974: რატომ არ წერია სტატიაში, რომ მანუჩარ მაჩაიძეს აქვს უმაღლესი განათლება? სხვის ჩანაწერებს რატომ შლით? შეცდომაა? --ცანგალა 11:49, 31 აგვისტო 2020 (UTC)
@Zangala: გამარჯობა, დიდი მადლობა შეტყობინებისა და ყურადღებისთვის. თქვენი კითხვის პასუხად მოგახსენებთ, რომ სტატიაში წარმოდგენილია საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მანუჩარ მაჩაიძის პროფესიული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ მცირე ამონარიდს სტატიიდან:
სტატიის პრეამბულაშივე მითითებულია, რომ მანუჩარ მაჩაიძე არის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (რაც იმას ნიშნავს, რომ მანუჩარ მაჩაიძემ წარმატებით დაიცვა დისერტაცია და მას მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, რაც ასევე ადასტურებს, რომ მანუჩარ მაჩაიძეს დისერტაციის დაცვამდე მიღებული ჰქონდა უმაღლესი განათლება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ დაიცავდა დისერტაციას). გარდა ამისა, სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი, სადაც მითითებულია, რომ მანუჩარ მაჩაიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს. ამას გარდა, სტატიაში წარმოდგენილია წყაროები, — იხ. წყარო, იხ. წყარო — სადაც ასევე მითითებულია, რომ მანუჩარ მაჩაიძემ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, კვალიფიკაცია: ინჟინერ-მშენებელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. სპეციალობა: მშენებელი. თუ თქვენი კითხვის პასუხად მოყვანილი მაგალითი საკმარისი და ამომწურავია, მაცნობეთ შეძლებისდაგვარად, ხოლო თუ მიიჩნევთ, რომ ადამიანი შესაძლებელია იყოს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდეს სამშენებლო ტრესტებს ან სამშენებლო გაერთიანებას უმაღლესი განათლების გარეშე, — ამ შემთხვევაში საინტერესო იქნებოდა თქვენი არგუმენტების გაცნობა. დამატებით კიდევ რაიმე ინფორმაციის მოწოდებას ან განმარტებას თუ მიიჩნევთ საჭიროდ, გთხოვთ შემეხმიანოთ. რაც შეეხება სხვისი ჩანაწერების წაშლას, სასურველი იქნებოდა მიგეთითებინათ, კონკრეტულად რომელ ჩანაწერებს გულისხმობთ? წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისა და კეთილგანწყობისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 12:17, 1 სექტემბერი 2020 (UTC)
- ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი რომ ვერ გახდებოდა უმაღლესი განათლების გარეშე (ეს ვიცი). საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — აქ რაც წერია წაკითხული მქონდა. ვიკიპედიის ტექსტშიც კარგი იქნებოდა, რომ ჩაწერილიყო თუ სად მიიღო უმაღლესი განათლება „თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1975 წელს.“ წაშლა ვიგულისხმე „(თბილისი, ნაძალადევის მაჟორიტარი)“. მანუჩარ მაჩაიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (არქივი) შევცვალე მანუჩარ მაჩაიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი არქივი ჯობია? აგრეთვე ცუდი არ იქნებოდა ტაშკენტის „ფახთაქორის“ შესახებ ორიოდე სიტყვა მის ტრაგედიაზე. თუ როგორ მოხვდა მანუჩარი მის შემადგენლობაში. --ცანგალა 16:00, 1 სექტემბერი 2020 (UTC)
- @Zangala: თქვენი რჩევისა და მითითებიდან გამომდინარე სტატიის ტექსტში დავამატე ინფორმაცია მანუჩარ მაჩაიძის უმაღლესი განათლების შესახებ შემდეგი სახით: „1975 წელს მანუჩარ მაჩაიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია.“ — იხ. ქვეთავი პროფესიული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა. აგრეთვე, მისი პარლამენტში მოღვაწეობის შესახებ შემდეგი სახით: „როგორც მაჟორიტარი იყო საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრი ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის, №9 საარჩევნო ოლქიდან (1995–1999).“ — იხ. იგივე ქვეთავი. შესაბამისად, დუბლირების თავიდან ასაცილებლად იგივე წინადადება სტატიის პრეამბულიდან ამოვიღე. რაც შეეხება მანუჩარ მაჩაიძის ტაშკენტის „ფახთაქორის“ შემადგენლობაში გადასვლას, — როგორც ცნობილია, მისი ამ გუნდში გადასვლა უშუალოდ არ უკავშირდება „ფახთაქორის“ ტრაგედიას (ინფორმაცია ამის შესახებ წარმოდგენილია შესაბამის სტატიაში). ცნობისათვის: აღნიშნული ტრაგედია მოხდა 1979 წლის 11 აგვისტოს, ხოლო მანუჩარ მაჩაიძემ პირველი შეხვედრა ამ გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 1980 წლის 8 სექტემბერს. რაც შეეხება თქვენს კითხვას — ოფიციალური საიტი ჯობია თუ არქივი? — მოგახსენებთ, რომ სტატიებში წყაროების გამოყენების არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, არქივის გამოყენება უფრო პრაქტიკულია, რადგან ოფიციალურ საიტებზე პერიოდულად ცვლიან ლინკებს, ხოლო არქივი რჩება პირვანდელი სახით. ამავე დროს, არქივშივე წარმოდგენილია დაარქივების დროს არსებული ოფიციალური საიტის ლინკიც, ზუსტად ისე, როგორც ამ შემთხვევაშია — Saved from http://www.parliament.ge/ge/parlamentarebi/wina-mowvevis-parlamentebi/saqartvelos-parlamenti-1995-1999-ww/manucar-macaize-45453.page დამატებით კიდევ რაიმე ინფორმაციის მოწოდებას ან განმარტებას თუ მიიჩნევთ საჭიროდ, გთხოვთ შემეხმიანოთ.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 19:12, 1 სექტემბერი 2020 (UTC)
- მადლობა. რატომღაც მე ასე ვიცოდი ტრაგედიას უკავშირდებოდა და ხუმრობაც იყო გოჭზე (აქ ნუ დამაწერინებთ)--ცანგალა 19:22, 1 სექტემბერი 2020 (UTC)