განხილვა:ლუის ალბერტო სუარესი

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa

ვფიქრობ, ლუის სუარესი (მრავალმნიშვნელოვანი) უნდა შეიქმნას, ხოლო მთავარ სათაურზე ეს სტატია უნდა იყოს.--Saliner 14:23, 23 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მარტო ფიქრი საკმარისი არაა? რით ასაბუთებ? --ჯაბა 1977 14:30, 23 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ცნობადობით, რითიც ასეთ დროს ვხელმძღვანელობთ. თუნდაც გუგლში მოძებნეთ ლუის სუარესი, ძიების შედეგების 99,5 % ამ ადამიანზე იქნება.--Saliner 15:04, 23 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

ასე ბევრად უკეთესია. --ჯაბა 1977 15:05, 23 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

თავის დროზე მეორე ლუის სუარესი არანაკლებ პოპულარული გახლდათ, და გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვა პიროვნებაც შეიძლება გამოჩნდეს ამავე სახელით რომელიც იმ პერიოდში იქნება მეტად პოპულარული, იმდენად რამდენადაც სავარაუდოდ ესპანურენოვან სამყაროში ყველაზე მეტად გავრცელებულ სახელსა და გვარზეა ლაპარაკი, თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ ინგლისურ ვიკიში, სალინერის აზრი გაიზიარეს, მანამდე ჩვენი მსგავსი ფორმით ჰქონდათ.--GagaVaa 12:29, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
კი, მხოლოდ იმის გამო, რომ ქართულენოვან სივრცეში ამ სახელსა და გვარზე აშკარად ეს ფეხბურთელი დომინირებს, თორემ დიდი ლუისი დიდი ლუისია :D რადგან ასეთი აშკარაა ტენდენცია დღეს, ვფიქრობ, გადასატანია.--Saliner 14:33, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
მე ნეიტრალური პოზიცია მაქვს, ორივე მხარის არგუმენტებს ვიზიარებ--GagaVaa 16:40, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

იმის გამო, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებში მიღებულია ორი სახელი და ორი გვარი (ამ შენთხვევაში ერთი გვარია, მხოლოდ მამის) და კიდევ თუ გავითვალისწინებთ, რომ საკმაოდ გავრცელებული სახელი და გვარია, ვფიქრობ საჭიროა ამ ფორმით დარჩეს. ჩემი აზრით უმთავრესია დიდი ყურადღება დაეთმოს ინფოდაფაში მონაცემთა განახლებას ვიდრე სათაურებში კირკიტს. ცნობადობის გამო სათაურის შეცვლას რაც შეეხება ძალიან მარტივად მოგვარდება გადამისამართებით. --ჯაბა 1977 18:13, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

სათაურებში კირკიტი დასაძრახი რატომ არის, მაგას დღემდე ვერ ვხვდები ვიკრიჭები უბრალოდ როგორც რაულ გონსალესი საკმარისია (მიუხედავად იმისა, რომ სახელიც და გვარიც ლუის სუარესზე არანაკლებ გავრცელებულია) და არ გვიწერია რაულ გონსალეს ბლანკო, აქაც მოკლე ვერსიას, რომელიც საყოველთაოდაა მიღებული ვემხრობი მეც.--Saliner 18:38, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

თუ რამეს ვერ ხვდები ეგ აქ განსახილველი არაა და არც ჩემი პრობლემაა. :) საყოველთაოდ აღიარებულს რას უძახი? 24 ვიკიპედია ასე წერს როგორც ქართული. კიდევ 4-5 ვიკიპედია ფრჩხილებით წერს, რის კატეგორიული წინააღმდეგიც ვარ. --ჯაბა 1977 18:47, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

არც ჩემთვისაა პრობლემაა, თუ გამაღიზიანებელია ვინმესთვის სტატიის განხილვის წამოწყება. გუგლის ძიება მარტივად ცხადყობს, რომ ამ სახელსა და გვარზე ქართულენოვან სივრცეში მხოლოდ ამ ადამიანს იცნობენ. როგორც ადამ სმითია უამრავი, მაგრამ ერთია ყველაზე მეტად ცნობადი, ისეა ესეც. სხვათაშორის, უკვე დაიწყეს გადატანა სხვადასხვა ვიკიპედიებში იმ სათაურიდან, რაც ჩვენ გვაქვს: ინგლისურში, დანიურში, შვედურში (იხილეთ შვედური სტატიის განხილვა). ნელ-ნელა ეს ტენდენცია მოდის მისი ცნობადობის გამო და აუცილებელია როცა ყველა გადაიტანს, ჩვენ მერე გადავიტანოთ?--Saliner 19:00, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მე ამ სათაურის დატოვების მომხრე ვარ და კამათს აღარ ვაპირებ. ჩემი ვთქვი, სხვა შემოვა თავისას იტყვის და როგორც უკეთესი იქნება ისე გაკეთდება. --ჯაბა 1977 19:07, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

ერთს დავამატებ: ბოლო 90 დღეში ქართულ ვიკიპედიაში ამ სტატიის ნახვის რაოდენობა ხუთჯერ აღემატება მეორე სტატიის ნახვათა რაოდენობას. ვიკიპედიის წესებით, თუ რომელიმე სტატიას იმავე სახელწოდების სხვა სტატიასთან შედარებით მკვეთრად დიდი ცნობადობა აქვს, მაშინ ძირითადი სათაური მასზე უნდა იყოს.--Saliner 19:20, 24 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

პირადად მე (მომხრე) ვარ, რომ ამ სტატიას ეწოდოს ლუის სუარესი. ფეხბურთელი ამ სახელითაა ცნობილი, ვიკიპედიის წესების თანახმად კი უპირატესობა უფრო გავრცელებულს უნდა მიენიჭოს. – BruTe () 05:25, 25 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

არა მაგაში საკამათო რა არის, რა თქმა უნდა. აქ სხვა რამეზეა ლაპარაკი, შევეცდები მოკლედ აგიხსნა. ანუ ამ სახელით და გვარით ორი ძალიან ცნობილი ფეხბურთელი არის ცნობილი ეს პატივცემული და კიდევ მეორე ადრეულ წლებში ასევე ბარსას ლეგენდა. მოკლედ ეს ორივე სტატია ჩემი შექმნილია ისევე გავაკეთე, როგორც ეს ინგლისურ ვიკის ჰქონდა. ერთმანეთისგან გასარჩევად ესპანურენოვან პიროვნებებს მარტივად აქვთ საქმე, რადგან ძირითადი სახელის და გვარის გარდა დიდ უმეტესობას აქვს არაძირითადი სახელი და გვარი, რადგან ესპანურენოვან სამყაროში გვარებს ფართო გავრცელება ახასიათებს და პიროვნების იდენტიფიკაციას ისტორიულად ამარტივებს. მოკლედ ერთმანეთისგან გასარჩევად ინგლისურ ვიკიში, ამ ხერხს მიმართეს და არსებული დამატებითი სახელგვარები გამოიყენეს. თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, რომ ეს უფრო ცნობილი ლუის სუარესია და ძირითადი სტატია ამ კაცზე დატოვეს, სალინერი ითხოვს იგივეს. ეს არის თემა.--GagaVaa 16:53, 26 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
არ არის მთლად ეგრე მარტივად. ამ დამატებითი სახელების გამოყენების უფლება მარტო მაშინ გვაქვს, თუნდაც მრავალმნიშვნელოვნების დროს, როდესაც ასე, გრძელი სახელით ეს ადამიანი ასე თუ ისე ცნობილია. ყოველ შემთხვევაში, ინგლისურის წესები ასეთია. მაგალითად ორივე ფეხბურთელი ერთდროულად რომ ყოფილიყო და პრესას და ხალხს დამატებითი სახელები გამოეყენებინა მათ განსასხვავებლად, მაშინ ჩვენც შეგვეძლებოდა, წინაღმდეგ შემთხვევაში კი სხვანაირად უნდა განვასხვავოთ. ამ შემთხვევაში კი უბრალოდ ლუის სუარესზე ჯობია გადავიტანოთ ეს გვერდი, როგორც მთავარი სტატია.--Tornike 18:22, 26 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
რამე გაუგებრად დავწერე? კიდევ დავაკონკრეტებ არის ორი ადამიანი ერთდაიგივე სახელით ორივეს ერქვა ლუის სუარესი ორივე მოიხსენიებოდა ძირითადად ასე: ლუის სუარესი. ორივე იყო პოპულარული სხვადასხვა დროში. დამატებითი სახელების უფლებას კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, ორი ერთდაიგივე სახელი ვერ კეთდება ვიკიში. ანუ ორივე ლუის სუარესი ვერ იქნება. ძალიან გთხოვთ დააფიქსირეთ თქვენი აზრი როდესაც გაერკვევით საქმის ვითარებაში--GagaVaa 18:47, 26 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ინტერნეტ სივრცეში და მათ შორის ვიკიპედიაში ძიების შედეგებში ეს ლუის სუარესი მკვეთრად აჭარბებს ასევე ლეგენდარულ (პირადად ჩემთვის უფრო მეტადაც კი) ფეხბურთელს, ვფიქრობ გადასატანია! ზემოთ შესაბამისი ბმულებიც დავდე, როგორც პოპულარობის, ისე წესის.--Saliner 21:30, 26 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

კიდევ ვამბობ, აბსოლიტურად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, ნეიტრალური პოზიცია მაქვს, უბრალოდ ჯაბას მიაჩნია, რომ ასე უკეთესია და რამდენიმე კაცმა მაინც დააფიქსიროს პოზიცია და ვიმოქმედოთ როგორც გადაწყდება. ერთპიროვნულად ვფიქრობ არასწორია მოქმედება აქ 100პროცენტიანი გადასატანი სიტუაცია არ გვაქვს. სხვა მომხმარებლებმა ვინც დააფიქსირა აქ აზრი ვერ გაიგეს საქმის არსი ბოლომდე ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა. შეიძლება მე ვერ გავიგე რას გულისხმობენ. ყოველშემთხვევაში თუ ვინმეს გონია, რომ სტატიებს სახელები არასწორად ქვიათ, მაშინ ვიკილინკებს გადახედონ--GagaVaa 21:44, 26 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
არ ვიცი კონსტიტუცია რა შუაშია, ვიგულისხმე რომ ინგლისური ვიკიპედიის წესებია ასეთი. რაზე მიდის განხილვა მეც და დარწმუნებული ვარ, სანდრომაც, კარგად ვიცით. ასე რომ, ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იქნება, 5-კაციანი განხილვა ვიკიში არც ისე ხშირია, მაგრამ სხვებასც დავუცადოთ, არც ეგაა პრობლემა--Tornike 21:50, 26 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი
ხუთი მომხმარებლიდან სამი (მომხრე), ერთი (წინააღმდეგი) და ერთი ნეიტრალური. დაველოდოთ კიდევ, თუნდაც ერთი კვირა.--Saliner 21:54, 26 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

განხილვის აზრის ვერ გაგებაზე უკან მიმაქვს სიტყვები, თოკასთვის დავამატებ, რომ სათაურის მსგავსი ფორმები, მსოფლიო ვიკიპედიების დიდ ნაწილს აქვს გამოყენებული და მეც მაქედან ვიხელმძღვანელე--GagaVaa 06:55, 27 თებერვალი 2016 (UTC)პასუხი

გვერდ „ლუის ალბერტო სუარესი“-ზე დაბრუნება.