განხილვა:კრომერჟიჟის რაიონი
გთხოვთ შეცვალოთ სტატიის სათაური "კრომნერჟიჟის რაიონით". ჩეხურ ენაში როდესაც M-ს მოსდევს E, M რბილდება და იწერება Mě, რაც წარმოითქმის როგორც "მნე"(რბილი ნ). მაგალითად: Kroměřiž-კრომნერჟი (რბილი "ნ"), Mělnik-მნელნიკ (რბილი "ნ"), Náměstí-ნამნესტი (á-გრძელი "ა", mě-რბილი "მნე", í-გრძელი რბილი "ი"), Měcholupy-[მნეხოლუპი], Směr-(სმნერ, ნე წარმოითქმის რბილად ისე როგორც რუსულ ენაში), Průměr-(პრუმნერ)... არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში წერია. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ჩეხური და პოლონური ტოპონიმები ძალიანაა დამახინჯებული, რადგან ჯერ რუსულად იქნა გადაწერილი დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისთვის და მერე იქიდან პირდაპირ გადმოიტანეს ქსე-ში. — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Beqa Ninikuri (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
- საზღარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ. 1989, გვ., 98 : კრომერჟიჟი. --JABA 1977 15:38, 12 სექტემბერი 2014 (UTC)
- მომხმარებელი როგორც ვფიქრობ მართალია, მაგრამ სამწუხაროდ ლექსიკონს ენიჭება უპირატესობა, რადგან იქ პროფესიონალთა დიდი ჯგუფის მიერ დამკვიდრებული სტანდარტებითაა გასწორებული ეგ ყველაფერი--GagaVaa 18:29, 14 სექტემბერი 2014 (UTC)