განხილვა:კიმზეე
ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Deu თემაში სათაური
სათაური
რედაქტირებაეს რუკა და შესაბამისად ქსენია გვეუბნება ხიმზეე-ო. --ჯაბა ლაბა 08:01, 9 თებერვალი 2012 (UTC)
- ჯაბა როგორც ჩანს შეიცვალა. რუსულ ვიკიში წერია, რომ ადრე გამოიყენებოდა ხიმზეე და ეხლა კიმზეე-ო--David 08:27, 9 თებერვალი 2012 (UTC)
- მე მხოლოდ ერთს ვიკითხავ ისევ ისე ვაკეთებთ ქართულ სალიტერატურო ენის ნორმებს როგორც რუსებს აქვთ? ქართული ნორმები თუ შეიცვალა ამ სახელთან მიმართებაში ეს უნდა იყოს საინტერესო.--ცანგალა (გ) 10:23, 9 თებერვალი 2012 (UTC)
- ცანგალა ამის მიხედვითაც კიმზეე არის--David 11:23, 9 თებერვალი 2012 (UTC)
- მე მხოლოდ ერთს ვიკითხავ ისევ ისე ვაკეთებთ ქართულ სალიტერატურო ენის ნორმებს როგორც რუსებს აქვთ? ქართული ნორმები თუ შეიცვალა ამ სახელთან მიმართებაში ეს უნდა იყოს საინტერესო.--ცანგალა (გ) 10:23, 9 თებერვალი 2012 (UTC)
ამის მიხედვით „ხიმზეე“, ზემოთ მოყვანილი რუკის მიხედვითაც. ახალი წყარო მიგვითითე და კი ბატონო. ხოლო რუსული ვიკიპედია და საერთოდ ვიკიპედია წყარო არ არის.--ცანგალა (გ) 13:53, 9 თებერვალი 2012 (UTC)
- Ch გერმანულში იკითხება ძირითადად როგორც ხ. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცა ეს ასოები სიტყვას იწყებს, ამ შემთხვევებში გამოითქმის კ (Christ = კრისტ). ქართულ სკოლებში შეცდომით ასწავლიან, რომ ch ყოველთვის არის ხ. ხიმზეე იყო შეცდომით დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც რუსებს, როგორც ჩანს გაუსწორებიათ. ცანგალა, ამის მიხედვით სწორედ რომ კ გამოდის და არა ხ.
- კოლეგებო, სხვა ვიკიპედიებში მოქმედებს პრინციპი, რომ ასეთ შემთხვევებში ძალიან მარტივად ცვლიან არასწორად დამკვიდრებულ სახელებს (თუკი ეს სახელები ხალხში ძალიან გავრცელებული არაა). სწორედ ამის შედეგია, რომ გერმანულ ვიკიპედიაში სოხუმს ზოხუმი ჰქვია და არა ზუხუმი. კიმზეეს შემთხვევაში, მიმაჩნია, რომ ძალიან მარტვად შეგვიძლია დავტოვოთ სწორ (კიმზეე) სათაურზე და არ გავიმეოროთ ამ შემთხვევაში ქსე-ს შეცდომა. მითუმეტეს, რომ უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონის მიხედვითაც არის კიმზეე, ვინაიდან ეს ლექსიკონი მიიჩნევს, რომ Ch-ს ტრანსკრიფცია ქართულ ენაში, თუკი ეს ასოები სიტყვის თავშია, არის კ და არა ხ. Deu. 15:12, 9 თებერვალი 2012 (UTC)