განხილვა:კელნის საკათედრო ტაძარი
დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში გერმანული - იქნება კელნის საკათედრო ტაძარი.--Zangala 18:42, 8 აპრილი 2007 (UTC)
- პარდონ მაგრამ მოდერი რომ ხარ სულაც არ ნიშნავს იმას ისე ცვალო თემები რომ სრულ ქაოსამდე მიხვიდე. ჯერ ერთი რომ ცვლი ტემის სატაურს ავტორზე შეუკითხავად. მერე მეორე თუ ცვლი მაში მტელი ტემა სეცვალე, თორემ რას ჰგავს ის ფაქტი რომ სათაურში "კელნი" წერია და მთელ დანარჩენ თემაში "კიოლნი, კიოლნი" .... საკმაოდ პროდუქტიულ მუშაობას ეწევი ვიკიში და მეგობრულად გირცევდი (და სკობია კიდეც) ახალი თემების შექმნაში დახარჯო დრო ვიდრე ამ გაუთავებელ კორექტირებებში... პატივისცემით გიორგი მარუაშვილი 20:00, 8 აპრილი 2007 (UTC)
გიორგი, ერთი რამე მინდა იცოდეთ ყველა მომხმარებელმა - მე ყველა მომხმარებელს პატივს ვცემ და მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი მოქმედებით შეურაცხყოფილი არავინ იყოს. ალბათ ისევე უნდა მოვიქცე როგორც შენ პირდაპირ შევასწორო ტექსტშიც განხილვა:ედილი - აქ არავითარი ლოდინი არ არის. დარწმუნებული იყავი და შეასწორე. არავითარი დანაშაული არ გაქვს ჩადენილი. ჩემთვის ეს ნორმალური მოქმედებაა. ჩემი შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ ტექსტში არ გავაკეთე შესაბამისი შესწორებები. თვალის დახუჭვა ალბათ არ ივარგებს შეცდომებზე, ხოლო ახალი თემები და კორექტურა ერთმანეთს ხელს არასოდეს არ უშლის - მადლობთ რჩევისთვის. --Zangala 09:03, 9 აპრილი 2007 (UTC)
- გუგლში ძიებით "კელნი" იძლევა 4 წყაროს, აქედან სამი ცანგალას განხილვაა ვიკიპედიაში (ერთ კვირაში ეს გვერდიც დაემატება სერვერს). სიტყვა "კიოლნი" კი იძლევა 309 შედეგს. ანუ: კიოლნი რომ კელნია ამ ქვეყნად მარტო ქსემ და ცანგალამ იციან :)). გაერთეთ. - ალ-ო (გ) 16:06, 9 აპრილი 2007 (UTC)
გვერდი დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში და ქსე ცანგალას შედგენილი არც ერთი არ არის. ორივე ქართველი მეცნიერების მიერ არის შედგენილი. რაც ალსანდრომ დაწერა - ეს ნამდვილად სავალალო შედეგია, რომ უმრავლესობად არასწორი ფორმა იცის. ალბათ გასართობად საქმე ნამდვილად არ გვაქვს. Zangala 16:47, 9 აპრილი 2007 (UTC)
- ცანგალა. მე ჩემის მხრივ დავიღალე შენთან ამ უნაყოფო საუბრით. როგორ ვატყობ შენ თვლი რომ ვიკიპედია შენია და ღმერთმა მოგახმაროს. ამიერიდან გინდა კელნი დაწერე და გინდა ტყიბული.
- პ.ს. სტატია ქსე ვნახე ახლა -დავმუნჯდი ! ბრავო !
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია აშუქებს სსრკ და სხვა სოციალისტური ქვეყნების მსოფლიო-ისტორიულ მიღწევებს ეკონომიკის და კულტურის, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგებში; საერთაშორისო კომუნისტური, მუშათა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის განვითარების ისტორიულ გამოცდილებას; სსრკ ხალხთა ძმობასა და მეგობრობას.
- ასეთი სიბრიყვე და ამ წყაროდან გადმოტანილი ინფორმაცია ყოფილა თურმე მკითხველისთვის სიმართლე და "მიოლდერსი" შეცდომაში შეყვანა ! მეტი არაფერი მაქვს სათქმელი.... adieu გიორგი მარუაშვილი 17:10, 9 აპრილი 2007 (UTC)
ვიკიპედია ყველა მომხმარებლისაა. მეც დავიღალე იმის თქმით, რომ სანამ სპეციალისტების მიერ (და არა ჩვენს მიერ) ახალი წესი არ იქნება მიღებული ძველს უნდა დავეყრდნოთ (მოგვწონს თუ არა საბჭოთა). adieu კი საქმეს არ შველის. Zangala 18:43, 9 აპრილი 2007 (UTC)
p. s. ქსე - შეიძლება ითქვას, რომ შეცვალა საქართველო ენციკლოპედია (ხუთტომეული) (ჯერჯერობით მხოლოდ 1 ტომი არის გამოსული (ა-გილდია), 1997 წელს), სადაც მთავარი სამეცნიერო რედაქცია გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს ედ. შევარდნაძეს იმ განსაკუთრებული ყურადღებისათვის, რომელიც მან გამოიჩინა ენციკლოპედიური და საცნობარო-ენციკლოპედიური ლიტერატურის მომზადებისადმი, ჩვენი რედაქციის საქმიანობისადმი. ენციკლოპედია ეძღვნება ირაკლი აბაშიძის ხსოვნას. ენციკლოპედია ქსე-დან განსხვავებით მხოლოდ საქართველოზე და ქართველებზეა. ხოლო დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში - ესეც დღესდღეობით მოქმედებს. --Zangala 19:28, 9 აპრილი 2007 (UTC)