განხილვა:კარლ გუსტავ იუნგი
ჩემი აზრით, ამ სტატიის მთავარი სახელი კარლ გუსტავ იუნგი უნდა იყოს, როგორც ეს რუსულ და გერმანულ ვიკიპედიებშია.-- George-09 08:30, 30 მარტი 2014 (UTC)
- ბევრ სხვა ვიკიშიც ეგრეა. გადასატანია, ჩემი აზრით--შოთა [UT] 08:34, 30 მარტი 2014 (UTC)
2 დღეა ცვლილებები დევს და არავის შეუმოწმებია, მაგრამ საკმარისია ერთი უმნიშვნელო დარღვევა ჩაიდინო და 20 კაცი გესხმის თავს. სხვებისთვის კარგად გაქვთ გაწერილი ქცევის კოდექსი... ახლა კიდე აქეთ დამბლოკავენ :/ --Absurd განხილვაწვლილი 14:17, 1 აგვისტო 2014 (UTC)
ცვლილებებს არავინ დაამოწმებს, იმიტომ, რომ რაღაცეები უნდა გასწორდეს. [[ამენჰოტეპ IV]]ს კი არა, [[ამენჰოტეპ IV]]-ს (ეს მხოლოდ მაგალითი). ბოლო 4 რედაქტირება გადასახედი და უბრალოდ გასასწორებელია. ან მაგალითად ეს - ფსიქოანალიტიკურ კონგრესზე გერმანიაში (Munich) - ალბათ, შეიძლება მიუნხენის დაწერა. --Henry McClean განხილვაწვლილი 14:32, 1 აგვისტო 2014 (UTC)
ჯერ ერთი არ არის დასრულებული სტატია და დამუშავების პროცესშია, ორთოგრაფიულ-პუნქტუაციურ შეცდომებს, როგორც წესი, ბოლოს ასწორებენ, მას შემდეგ რაც სტატია დასრულდება. რაც შეეხება სახელწოდებებს და ადამიანის სახელებს ლათიუნრად ვწერ, რადგან შეიძლება თარგმანში შეცდომა დავუშვა. :) მაგრამ, ვატყობ შეგნებულად ცდილობთ აარიდოთ თავი დამოწმებას, რადგან თქვენი ოცნებაა რომ დამბლოკოთ და თან დამოუკიდებლადაც ვერ იღებთ ამ გადაწყვეტილებას. რთულ მორალურ დილემაში ხართ, პირდაპირ წიგნიდან გადმოსულ პერსონაჟს მაგონებთ.--Absurd განხილვაწვლილი 14:41, 1 აგვისტო 2014 (UTC)
ხოდა კიდევ, გრამატიკულ შეცდომებზე საუბრობდით და... სწორი ფორმაა რაღაცები და არა რაღაცეები.--Absurd განხილვაწვლილი 14:49, 1 აგვისტო 2014 (UTC)
მე მგონია, მე არსად მიხსენებია გრამატიკული შეცდომები - შესაბამისად, არც ჩემი გრამატიკული შეცდომების შესწორება მითხოვია. დაბლოკვაზე - ყველაზე ნაკლები, რაც ჩვენ აქ გვჭირდება, ბლოკებია. აი დანარჩენი რაც გიწერიათ - დემაგოგია და ცილისწამებაა (რაც ვიკიპედიაში ასევე უტაქტობაა, არაფერს ვიტყვი ეკრანის მიღმა ცხოვრებაში მსგავსი ბრალდებების წამოყენებაზე). აქ არც თუ ბევრი მომხმარებელია, ვიღაცის ბლოკზე რომ ვიოცნებოთ.
დამოწმებას რაც ეხება - მე ვარ დამმოწმებელი და სხვა დამმოწმებლებიც გვყავს აქ და იმას მაინც ნუ იგონებთ, რასაც ადგილი არ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ გარდა სხვებმაც არ დაგიმოწმეს - ესე იგი, მიზეზი არსებობდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:05, 1 აგვისტო 2014 (UTC)
თქვენს მიერ დაკოპირებული "შეცდომები" გრამატიკულ შეცდომათა რიგს მიეკუთნება. ნამდვილად არ მსურს ამაზე გამოკიდება და არც თქვენთან ან სხვასთან კონფლიქტი არ მსურს. მესმის, რომ შეიძლება განაწყენებული ხართ ადრინდელი კამათის გამო, მაგრამ მგონია, რომ კეთილგონიერი ადამიანი ხართ და ამას სერიოზულად არ აღიქვამთ. როცა ეთიკაზე საუბრობთ, ისიც გაითვალისწინეთ, რომ როდესაც ცვლილებები არ მოწმდება ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებთ ადამიანს. ან გააუქმეთ და მეცოდინება, რომ აღარ ვთარგმნო ან დაამოწმეთ. ეს მოლოდინის რეჟიმი, გაუგებრობას ქმნის :/ --Absurd განხილვაწვლილი 15:19, 1 აგვისტო 2014 (UTC)
- ეს მომხმარებელი კვლავ დემოგაგიას ეწევა. იმუშავე პატიოსნად, დაიცავი ვიკიპედიის წესები, გაითვალისწინე ყველა შენიშვნა, რასაც გაძლევენ და მოგეცემა სანდო მომხმარებლის სტატუსი, რის შემდეგაც, სხვების ლოდინი აღარ დაგჭირდება. თუმცა ასეთი ტონით, ამ სტატუსს დღითი-დღე შორდები. — Mikheil მიწერა 15:22, 1 აგვისტო 2014 (UTC)
ცვლილებების არდამოწმება არ ნიშნავს, რომ ეს ცვლილებები არ ქვეყნდება ფიზიკურად. მათ ამჟამად უკვე ხედავს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შემოდის სტატიაში. გამოკიდებით კი ნამდვილად არ გამოგკიდებივართ და მიუხედავად იმისა, რომ ვიკიპედიასთან (და არა მხოლოდ ჩემთან) კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფებ(ოდ)ით, სტატიებიც დამიმოწმებია მაგ დროსაც (და ჩემ გარდა, სხვებსაც). თუმცა, დამმოწმებელი არ არის მოვალეობა და თანამდებობა, როგორც ადმინისტრატორი და არ წარმოადგენს პიროვნებას, რომელსაც თვალი დაჭყეტილი უნდა ჰქონდეს და არც ერთ სტატიას აცდენდეს. დამმოწმებელი შეიძლება, შემოვიდეს და შემთხვევით ვერ დაინახოს, რომ სტატია დამოწმებას ითხოვს. თვალიც შეცდომაში შედის. აქ ხოლმე 2-3 დღეც მიწევს ლოდინი, როდის წაშლის ადმინისტრატორი სტატიას, რომელიც ვიღაცამ შეცდომით შექმნა. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:28, 1 აგვისტო 2014 (UTC)
ჯერ ერთი, იუნგის დასრულების შემდგომ არ ვაპირებ აქ არაფრის წერას, ამიტომ გრძელვადიან პერსპექტივებს არ ველი. თუმცაღა, ეგზისტენციალიზმზე საინტერესო სტატია გამოვიდოდა, მაგრამ აქ საათობით საქმეების გარჩევად არ მიღირს. :)) საქმე ისა, რომ დიახაც, შეამჩნიეთ თქვენც და არა მარტო თქვენ , მაგრამ არ დაამოწმეთ არც ერთმა, რადგან ეს სრულიად არ აინტერესებს არავის. არც ცვლილებები ჩანს დაუმოწმებლად --Absurd განხილვაწვლილი 15:35, 1 აგვისტო 2014 (UTC)
დარედაქტირდა, დამოწმდა. --Henry McClean განხილვაწვლილი 15:40, 1 აგვისტო 2014 (UTC)
ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები
რედაქტირება@Kakha Dalier: ეს რა ტექსტი ჩასვი???
არაცნობიერ პროცესებს უშუალოდ ვერ მივუდგებით, მათზე ხელი არ მიგვიწვდება. მათი უშუალო აღქმა შეუძლებელია, ისინი მხოლოდ თავინთ შედეგებში ვლინდებიან და, ამ შედეგთა სპეციფიკური თავისებურებებიდან გამომდინარე, ვასკვნით, რომ მათ მიღმა უნდა იყოს რაღაც, საიდანაც ისინი სათავეს იღებენ. ამ ბნელ სფეროს ჩვენ არაცნობიერ ფსიქიკას ვუწოდებთ. ცნობიერების ექსტოფსიქიკური შინაარსები, პირველ რიგში, გარემოს ზეგავლენებით, ფიზიკურ შეგრძნებითი აღქმების მონაცემებით საზრდოობენ. მაგრამ არსებობს ისეთი შინაარსებიც, რომლებიც სხვა წყაროებიდან იღებენ დასაბამს, როგორიცაა, მაგალითად, მეხსიერება და განსჯის უნარი. ესენი ენდოფსიქიკურ სფეროს განეკუთვნებიან. ცნობიერების შინაარსების მესამე წყარო კი ფსიქიკის ბნელი სამყაროა, არაცნობიერი. აქ ჩვენ ენდოფსიქიკური ფუნქციების თავისებურებებს ვაწყდებით. ისინი იმ მედიუმს წარმოადგენენ, რომლის მეშვეობითაც არაცნობიერი შინაარსები ცნობიერების ზედაპირს აღწევენ. ასე რომ, არაცნობიერ პროცესებს პირდაპირ ვერ დავაკვირდებით. მათი ის პროდუქტები კი, რომელნიც ცნობიერების ზღურბლს გადალახავენ, ორ კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ. პირველი კატეგორია იმ მასალას მოიცავს, რომელიც შეიცნობა როგორც უეჭველად პიროვნული წარმოშობისა; ეს შინაარსებია პიროვნული მონაპოვრები ანდა ინსტიქტურ მოვლენათა პროდუქტები, რომლებიც მთლიანი პიროვნების საკუთრებაა. შემდგომ, აქვე შედის დავიწყებული თუ განდევნილი, ასევე შემოქმედებითი შინაარსები. ყოველივე ამაში განსაკუთრებული და საოცარი არაფერია. ზოგს შეიძლება ესენი გაცნობიერებული ჰქონდეს, სხვებთან კი არაცნობიერშია ჩაძირული. ზოგმა ისეთი რამ იცის, რაც სხვებისთვის უცნობია. შინაარსთან ამ კატეგორიას მე ქვეცნობიერ ფსიქიკას ანუ პიროვნულ არაცნობიერს ვუწოდებ, რადგანაც ის, რამდენადაც შეგვიძლია განვსაჯოთ, მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული ელემენტებისგან უნდა იყოს შედგენილი, ელემენტებისგან, რომლებიც მთლიანობაში ადამიანის პიროვნებას ქმნიან.--GagaVaa 08:09, 8 ივნისი 2015 (UTC)
@Gaga.vaa:ტექსტი აღებულია კარლ გუსტავ იუნგის ნაშრომიდან "ანალიზური ფსიქოლოგიის საფუძვლები"
@Kakha Dalier: ეს ასე არ ვარგა, ზოგადად ამხელა ტექსტის ჩასმა ნაწარმოებიდან არამგონია მიღებული იყოს, ლევ ტოლსტოიზე მთელი ანა კარენინა რომ ჩავსვათ ალბათ არ იქნება მართალი ხო? და რომც იყოს ასე პირდაპირ ჩაგდება ალბათ შენც ხვდები, რომ არ ვარგა და გაურკვევლობას იწვევს. უნდა მიეთითოს რომ ციტატა არის მოყვანილი აქედან და აქედან და ჩასვა თარგში {{ციტატა}}, გთხოვ სასწრაფოდ გაასწორე მაქსიმალურად ეცადე შეამცირო და ვიკისტანდარტებს დაუქვემდებარო, მე შეგნებულად არ ვასწორებ მაინტერესებს, როგორ გამოგივა, წინააღმდეგ შემთვევაში იძულებული ვიქნები წავშალო--GagaVaa 13:58, 10 ივნისი 2015 (UTC)
@Gaga.vaa:ტოლსტოიზე გეთანხმები, მაგრამ ლიტერატურაში ხომ არ არსებობს კარენინოლოგია? ფსიქოლოგიაში კი ანალიზური ფსიქოლოგია ცალკე მიმართულებაა, ტექსტი დიდია ამაშიც გეთანხმები, მაგრამ თუ შემცირდება მნიშვნელობას დაკარგავს. იყოს ციტატა, მაგრამ რომელ ნაწილს შეიძლება მისი მიბმა?
@Kakha Dalier: როგორც მინიმუმ ასე უნდა გამოიყურებოდეს ის რისი გაკეთებაც გინდოდა, სასურველია უფრო მეტი შესავალი ტექსტის სახით და მინიშნება იმაზე რომ ამას იუნგი ამბობს--GagaVaa 09:07, 11 ივნისი 2015 (UTC)