განხილვა:ირინა ენუქიძე
მიკერძოებულადაა დაწერილი. გიო ოქრო 17:40, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ჩაასწორე წყაროების საფუძველზე. ყველა წინადადება გამყარებულია შესაბამისი წყაროებით, რომელიც - ყველა- მითითებულია. :)--Melberg განხილვაწვლილი 17:44, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- რადიოთავისუფლებას და ინტერპრესნიუზს თუ მიუკერძოებელ წყაროდ თვლი რავი რაღა ვთქვა. გიო ოქრო 17:48, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- და ეს სტატიაც საგაზეთო ნაშრომს უფრო გავს. გიო ოქრო 17:48, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- უკომენტაროდ.--ცანგალა 17:51, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- და ეს სტატიაც საგაზეთო ნაშრომს უფრო გავს. გიო ოქრო 17:48, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- რადიოთავისუფლებას და ინტერპრესნიუზს თუ მიუკერძოებელ წყაროდ თვლი რავი რაღა ვთქვა. გიო ოქრო 17:48, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- კი, რა თქმა უნდა - Wikipedia:Neutrality of sources ამ სტატიის შემთხვევაში სრულდება - რადიო თავისუფლებისა და IPN-ის ნეიტრალურობა არსებული გაიდლაინის მიხედვით იკითხება. რაც შეეხება სტილის შენიშვნას, მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჩაასწორო, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ როგორც Wikipedia:Manual of Style, ასევე ნებისმიერ უნივერსიტეტში მიღებული აკადემიური წერის სტანდარტი დაცულია.--Melberg განხილვაწვლილი 17:52, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ამ სახით სტატია რათქმაუნდა წასაშლელია. ენციკლოპედიურ სტატიას ალბათ ვერც დაემსგავსება. ეგ წყაროები საიდანაა ნეიტრალური არ ვიცი. ან Wikipedia:Neutrality of sources რას გვეუბნება ამ შემთხვევაში? როდის მერე ვიყენებთ საინფორმაციო სააგენტოებს ამგვარ სტატიებში? გიო ოქრო 17:55, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ბოდიში, მაგრამ ვერ დაგეთანხმები. საინფორმაციო რესურსები მოყვანილია კონკრეტული ფაქტების შესახებ ინფორმაციის გასამაგრებლად, რაც გაიდლაინისთვის სრულიად მისაღებია. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, ეს არის ქართული სახელმწიფოსა და ევროსასამართლოს ოფიციალური პოზიცია, რომელიც გაჟღერებულია პრეზიდენტ მარგველაშვილისა და ევროსასამრთლოს მიერ, რაც ასევე სრულიად მისაღებია ყველა გაიდლაინის მიხედვით. თუ შეიძლება დამისაბუთე, რის მიხედვით თვლი რომ [ა] სტატია არ არის ნეიტრალური და მოიყვანე შესაბამისი წყაროები, [ბ] რის საფუძველზე არის სტატია წასაშლელი, და მოიყვანე შესაბამისი წესი. მადლობა.--Melberg განხილვაწვლილი 17:58, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
ვიკიპედია არის ენციკლოპედია. რათქმაუნდა ეს იცი. ინციკლოპედიაში ასეთი წინადადებაც კი „ სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობისას გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა განაცხადეს, რომ უკანონობას არ შეურიგდებიან და სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად ბრძოლას გააგრძელებენ.“ დასატოვებელი არ არის. ვიკიპედია მარგველაშვილის, ივანიშვილის, სააკაშვილის და სხვათა მოსაზრებების გამოხატვის ადგილი არაა. საჭიროა აკადემიური წყაროები და არა საგაზეთო პუბლიკაციები. ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი. ასე რომ წასაშლელია. გიო ოქრო 18:02, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- კი ბატონო, კონკრეტულად ამ წინადადებასთან დაკავშირებით „სამგლოვიარო პროცესიის მსვლელობისას გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა განაცხადეს, რომ უკანონობას არ შეურიგდებიან და სანდრო გირგვლიანის მკვლელების დასასჯელად ბრძოლას გააგრძელებენ“ შეიძლება დაგეთანხმო, თუმცა, ჩემი აზრით ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მკითხველს შეექმნას ქალბატონ ირინას წვლილის შესახებ ინფორმაცია. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა შუაშია ივანიშვილის, სააკაშვილის სიტყვები ამ სტატიასთან, თუ შეიძლება განმიმარტე. რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, მან გამოხატა ქართული სახელმწიფოს პოზიცია კონკრეტული ადამიანის წვლილთან დაკავშირებით ორდენით მისი დაჯილდოებისას, რაც, ბუნებრივია, უნდა იყოს და არის აღნიშნული სტატიაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ შეიძლება, მიმითითე ვიკიპედია:ნეიტრალური თვალსაზრისი რის საფუძველზე არის დაღვეული. როგორც უკვე აღვნიშნე ზემოთ, აღნიშნული სტატიის ყველა წინადადება გამყარებულია შესაბამისი სანდო და გადამოწმებადი წყაროების (რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი ჯერ-ჯერობით არ მოგიყვანია), შესაბამისად, მანამ, სანამ კონკრეტულად არ მიგვითითებ თუ რა ირღვევა აღნიშნული სტატიით, ვერ დაგეთანხმები და გავიმეორებ ჩემს თხოვნას: რის მიხედვით თვლი რომ [ა] სტატია არ არის ნეიტრალური და მოიყვანე შესაბამისი წყაროები, [ბ] რის საფუძველზე არის სტატია წასაშლელი, და მოიყვანე შესაბამისი წესი. --Melberg განხილვაწვლილი 18:07, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- როდის მერე ვახდენთ პერსონალიების აზრებით სტატიის წერას? წასაშლელი კი იცი რატოა? არ არის გამოყენებული სანდო და აკადემიური წყარო! გიო ოქრო 18:09, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- გიორგი, ბოდიში, მაგრამ მე რამდენჯერმე გთხოვე მიმითითო წესების კონკრეტული დარღვევა, და შენ არ მპასუხობ. ვიკიპედიის მოთხოვნა არ არის სანდო და აკადემიური წყაროები, მისი მოთხოვნა არის სანდო და გადამოწმებადი წყაროები (რადგანაც, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე პერსონალიების შესახებ სტატიის დაწერა აკადემიური წყარეობით არის რთული, ან თითქმის შეუძლებელი, ხოლო ვიკიპედია არის კაცობრიობის მთელი ცოდნის შეგროვების მცდელობა, მათ შორის თანამედროვე პერსონალიების შესახებ). ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, თუ შეიძლება დამიდასტურე წყაროების საფუძველზე, რომ სტატიაში გამოყენებული წყაროები არ არის ნეიტრალური და მათი გამოყენება არ შეიძლება და კი ბატონო, ამოვიღოთ (ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება, ან მედიის განვითარების ფონდის რომელიმე ანგარიში სრულიად საკმარისი იქნება) ამ ეტაპზე, როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, სტატია შეესაბამება ყველა არსებული გაიდლაინის მოთხოვნას, გამყარებულია სანდო და გადამოწმებადი წყაროებით, და ასახავს კონკრეტული ადამიანების პოზიციას. შენც, არავინ არ გიშლის მოიყვანო სანდო წყაროები და ჩაწერო სხვა მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით - ასე მუშაობს ვიკიპედია. --Melberg განხილვაწვლილი 18:14, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- „მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელებს.“ — არაენციკლოპედიურ სტილში შექმნილი წინადადება (და ბევრი ასეთი). ყველაზე და ყველაფერზე წერა არ არის ვიკიპედიის პრინციპი. მითუმეტეს რომ ეს სტატია არ არის ინფორმატიული. და ის ორი წყარო არ არის სანდო. საიდან თვლი სანდოდ — არ ვიცი. გიო ოქრო 18:19, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- გიორგი, ბოდიში, მაგრამ მე რამდენჯერმე გთხოვე მიმითითო წესების კონკრეტული დარღვევა, და შენ არ მპასუხობ. ვიკიპედიის მოთხოვნა არ არის სანდო და აკადემიური წყაროები, მისი მოთხოვნა არის სანდო და გადამოწმებადი წყაროები (რადგანაც, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე პერსონალიების შესახებ სტატიის დაწერა აკადემიური წყარეობით არის რთული, ან თითქმის შეუძლებელი, ხოლო ვიკიპედია არის კაცობრიობის მთელი ცოდნის შეგროვების მცდელობა, მათ შორის თანამედროვე პერსონალიების შესახებ). ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, თუ შეიძლება დამიდასტურე წყაროების საფუძველზე, რომ სტატიაში გამოყენებული წყაროები არ არის ნეიტრალური და მათი გამოყენება არ შეიძლება და კი ბატონო, ამოვიღოთ (ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება, ან მედიის განვითარების ფონდის რომელიმე ანგარიში სრულიად საკმარისი იქნება) ამ ეტაპზე, როგორც უკვე რამდენჯერმე აღვნიშნე, სტატია შეესაბამება ყველა არსებული გაიდლაინის მოთხოვნას, გამყარებულია სანდო და გადამოწმებადი წყაროებით, და ასახავს კონკრეტული ადამიანების პოზიციას. შენც, არავინ არ გიშლის მოიყვანო სანდო წყაროები და ჩაწერო სხვა მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით - ასე მუშაობს ვიკიპედია. --Melberg განხილვაწვლილი 18:14, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
გიორგი, კიდევ ერთხელ, როგორც ზემოთაც დავწერე, სტილთან დაკავშირებით შენიშვნების მიღებისთვის მზად ვარ და დიდი სიამოვნებით მივიღებ - ჩემი ამოცანა არის სტატიის დაწერა და არა კონკრეტული პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირება, ამიტომ მზად ვარ მივიღო შენიშვნები, რომლებიც დაკავშირებულია სტატიაში გაპარულ შეცდომებთან - და გთხოვ, არ შეხედო ამას როგორც პოლიტიკური პროპაგანდის მცდელობას, არ დაგავიწყდეს: Assume good faith, მითუმეტეს, მემგონი არც აქამდე და არც ახლა პოლიტიკურ პროპაგანდაში, მემგონი, შემჩნეული არ ვარ :) მოსამართლე ლევან მურუსიძემ შეუმცირა სასჯელი 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელებს აღნიშნულ წინადადებას რაც შეეხება, აკადემიურია, რადგანაც აქ საუბარია კონკრეტულ ფაქტზე - მოსამართლე ლევან მურუსიძის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის [რაც დადასტურებულია ჩატარებული სასამართლოს გადაწყვეტილებით]. თუ შენ არ მოგწონს ხაზგასმა კონკრეტულად ასაკზე, კი ბატონო, გეთანხმები, რომ ეს ინფორმაცია სტატიაში უკვე მითითებულია და ინფორმაციის დუბლირებაა, და შეიძლება ამის ამოღება. რაც შეეხება სანდოობას. მე გამოვდივარ ვიკიპედიის გაიდლაინიდან en: Wikipedia:Identifying reliable sources, რომელიც გვიწერს რისი გამოყენება შეიძლება და რისი - არა (ასევე ვეყრდნობი თსუ-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოებს, თუმცა ეს პროექტის გარეთაა და არარელევანტურია). რაც შეეხება კონკრეტული წყაროს არასანდოობას, მთლიანად წყაროს არასანდოობის დამტკიცება, ამავე გაიდლაინის მიხედვით, არის წყაროს სანდოობაში ეჭვის შემტანის ვალდებულება და არა წყაროს გამომყენებლის, თუმცა, თუ გაინტერესებს ჩემი მოსაზრება, როგორც ზემოთ დავწერე, ვეყრდნობი მედიის განვითარების ფონდისა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მოსაზრებებს კონკრეტული მედია საშუალებების სანდოობასთან დაკავშირებით, ხოლო სახელმწიფოს პოზიცია [გაჟღერებული პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ] არის სანდო en: Wikipedia:Identifying reliable sources-ის მიხედვით. აქვე აღვნიშნავ, რომ შენც არავინ არ გიშლის მოიძიო ალტერნატიული მოსაზრების სანდო და გადამოწმებადი წყაროები და ჩაამატო სტატიაში ის ინფორმაცია, რომელიც გსურს--Melberg განხილვაწვლილი 18:29, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- საქმე იცი რაშია: ამგვარი სტატიებით, სადაც აშკარად გამოხატულია პოლიტიკური შეხედულება ვიკიპედია სცდება ენციკლოპედიის ჩარჩოებს და ემსგავსება საინფორმაციო სააგენტოებს ან კიდევ უფრო უარესს, ბლოგებს. გინდა რომ ასეთი „ვიყოთ“? არც ერთ ვიკიპედიაში არ შემხვედრია და ვერც იპოვი ამგვარ სტატიებს. ასე რომ წასაშლელია უპირობოდ. ასე ფიქრობს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი რედაქტორიც (ზემოთ). გიო ოქრო 18:34, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- გიორგი, მე სიამოვნებით მივიღებ შენივნას თუ იგი იქნება გამყარებული კონკრეტულ წესზე დაყრდნობით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, შენ არ მოგიყვანია კონკრეტული წესის კონკრეტული დარღვევის ფაქტი, არამედ მიუთითე ორ ტექნიკურად გაპარულ სტილისტურ ხარვეზზე, რომელიც ორივე გასწორდა და დაგეთანხმე. რაც შეეხება შენს შეკითხვას: ვიკიპედიას გააჩნია თავდაცვის მექანიზმები, რომარ დაემსგავსოს ბლოგს, რომლებიც ზემოთ მიგითითე. ეს სტატია შეესაბამება ზემოთ მითითებულ სტანდარტებსა და გაიდლაინებს, რაც შეეხება @Zangala: მემგონი დაგეთანხმება, რომ მეც არ ვარ მთლად ახალბედა რედაქტორი და პროექტის წესები და ფილოსიფია კარგად მესმის და ვიცი.--Melberg განხილვაწვლილი 18:38, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები არაა. აქ მთავარი სტატიის თემაა. წინა ხელისუფლების ზიზღით დაწერილი სტატიაა. არაინფორმატიული. არაენციკლოპედიური თემა. და ისიც რაც ზევით ავღნიშნე — სხვა ვიკიები ამგვარ სტატიებს უბრალოდ არ წერენ, რადგან კარგად იციან რა არის ენციკლოპედია და რა არის პუბლიკაცია. გიო ოქრო 18:41, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ვადასტურებ, რომ Melberg არ არის მთლად ახალბედა რედაქტორი. --ცანგალა 18:43, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- მხოლოდ ტექნიკური ხარვეზები არაა. აქ მთავარი სტატიის თემაა. წინა ხელისუფლების ზიზღით დაწერილი სტატიაა. არაინფორმატიული. არაენციკლოპედიური თემა. და ისიც რაც ზევით ავღნიშნე — სხვა ვიკიები ამგვარ სტატიებს უბრალოდ არ წერენ, რადგან კარგად იციან რა არის ენციკლოპედია და რა არის პუბლიკაცია. გიო ოქრო 18:41, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- გიორგი, მე სიამოვნებით მივიღებ შენივნას თუ იგი იქნება გამყარებული კონკრეტულ წესზე დაყრდნობით. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, შენ არ მოგიყვანია კონკრეტული წესის კონკრეტული დარღვევის ფაქტი, არამედ მიუთითე ორ ტექნიკურად გაპარულ სტილისტურ ხარვეზზე, რომელიც ორივე გასწორდა და დაგეთანხმე. რაც შეეხება შენს შეკითხვას: ვიკიპედიას გააჩნია თავდაცვის მექანიზმები, რომარ დაემსგავსოს ბლოგს, რომლებიც ზემოთ მიგითითე. ეს სტატია შეესაბამება ზემოთ მითითებულ სტანდარტებსა და გაიდლაინებს, რაც შეეხება @Zangala: მემგონი დაგეთანხმება, რომ მეც არ ვარ მთლად ახალბედა რედაქტორი და პროექტის წესები და ფილოსიფია კარგად მესმის და ვიცი.--Melberg განხილვაწვლილი 18:38, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
ბოდიში, მაგრამ წინა ხელისუფლების ზიზღით დაწერილი სტატიაა ეს შენი პირადი შეფასებაა, რომელსიც სუბიექტური შეფასების სფეროდანაა და არა აკადემიური ან ენციკლოპედიური განხილვისა. არაენციკლოპედიური თემა - ვერ დაგეთანხმები, en:Wikipedia:Notability (people) სრულიად შეესაბამება ამ კრიტერიუმს (სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებო, en:WP:ANYBIO პირნათლად სრულდება თამარ მეფის ორდენის - საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს გამო). არაინფორმატიული - ვერც ამას ვერ დაგეთანხმები, სტატიის ინფორმატიულობის მინიმალურ და საშუალო კრიტერიუმებს შეესაბამება, ქმნის წარმოდგენას პიროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ; სხვა ვიკიპედიების არგუმენტს რაც შეეხება, ყველა ვიკიპედიას აქვს სტატიები პიროვნებების, მათ შორის controversial პიროვნებების შესახებ. შენც შეგიძლია მოიყვანო ალტერნატიული წყაროები და ჩაწერო ალტერნატიული მოსაზრება.--Melberg განხილვაწვლილი 18:47, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- „აკადემიური ან ენციკლოპედიური“ პირველრიგში ეს სტატია არ არის. აგრეთვე არ არის ინფორმატიული. „თინათინ ხიდაშელმა ირინა ენუქიძის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წლების წინ ქვეყანაში არსებული სისტემა, სწორედ, ირინა ენუქიძემ დაანგრია.“ — კიდევ ერთი არაენციკლოპედიური წინადადება. სხვა ვიკიების პრაქტიკა ნუ დაგავიწყდება. ისინი ამგვარ სტატიებს არ ქმნიან. გიო ოქრო 18:54, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- @გიო ოქრო: იქნებ არ დაიზარო და შენ ჩაასწორო სტატია (სადაც თვლი, რომ მიკერძოებულია) და ყველა კმაყოფილი დავრჩებით და რაც მთავარია მკითხველი.--ცანგალა 18:58, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ხიდაშელზე ცოტა სადავოა, იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო და მისი, როგორც მინისტრის, მოსაზრება, მნიშვნელოვანია. შეიძლება ციტატის ამოღება და პარაფრაზის დატოვება, თუ შენთვის ეს მნიშვნელოვანია. ინფორმატიულობას რაც შეეხება, არსებობს მინიმალური კრიტერიუმები, რომლებიც შეგიძლია იხილო - სტატია სრულიად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. სხვა ვიკიების პრაქტიკა არ მავიწყდება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თითქმის ყველა ვიკიპედიაში არსებობს სტატიები controversial პიროვნებების შესახებ, თუ სტატია აკმაყოფილებს ჩემს მიერ ზემოთ მითითებულ გაიდლაინებს, მისი აკადემიური მნიშვნელობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება. რაც შეეხება ფაქტების ალტერნატიულ შეფასებას: კიდევ ერთხელ, არავინ არ გიშლის სტატიის გავრცობას ალტერნატიული მოსაზრების ჩაწერის გზით. --Melberg განხილვაწვლილი 18:59, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- მე თუ მკითხავ, ასეთი სახით უპირობოდ წასაშლელია. და თუკი დარჩება, მოდი პირდაპირ ვიტყვი ეს „ნაგავი“ ვიკიპედიაში, მე ჩემი სინდისის წინაშე მართალი ვიქნები, რომ წინააღმდეგი წავედი ამის დარჩენისა. ასე რომ მე ჩემსას ვეცადე. მკითხველმა და სხვებმა განსაჯონ. და არ ვიცი შენ რას ფიქრობ ვიკიპედია აკადემიურობის ჩარჩოებიდან რომ გადის. ასე რომ მე მოვრჩი. გიო ოქრო 19:04, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ხიდაშელზე ცოტა სადავოა, იმ პერიოდში თავდაცვის მინისტრი იყო და მისი, როგორც მინისტრის, მოსაზრება, მნიშვნელოვანია. შეიძლება ციტატის ამოღება და პარაფრაზის დატოვება, თუ შენთვის ეს მნიშვნელოვანია. ინფორმატიულობას რაც შეეხება, არსებობს მინიმალური კრიტერიუმები, რომლებიც შეგიძლია იხილო - სტატია სრულიად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს. სხვა ვიკიების პრაქტიკა არ მავიწყდება, როგორც ზემოთ აღვნიშნე, თითქმის ყველა ვიკიპედიაში არსებობს სტატიები controversial პიროვნებების შესახებ, თუ სტატია აკმაყოფილებს ჩემს მიერ ზემოთ მითითებულ გაიდლაინებს, მისი აკადემიური მნიშვნელობა კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება. რაც შეეხება ფაქტების ალტერნატიულ შეფასებას: კიდევ ერთხელ, არავინ არ გიშლის სტატიის გავრცობას ალტერნატიული მოსაზრების ჩაწერის გზით. --Melberg განხილვაწვლილი 18:59, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- მოდი კორექტულობა შევინარჩუნოთ :) როგორც აღვნიშნე, სტატია სრულიად შეესაბამება ვიკიპედიის პრინციპებს, რასაც ადასტურებს მთელი ჩვენი განხილვა ზემოთ - თავისი წყაროების, წესებისა და გაიდლაინების განხილვით. მთელი ამ განხილვის განმავლობაში, რამდენჯერმე გთხოვე კონკრეტული წესის დარღვევაზე მითითება, თუმცა ეს არ/ვერ მოახერხე; შენს მიერ მითითებული ტექნიკური ხარვეზები გასწორებულია, ხოლო ბოლო - თავდაცვის მინისტრის მოსაზრებასთან დაკავშირებით - არ გიპასუხია. მე და @Zangala:-მ რამდენჯერმე გთხოვეთ სტატიის ხარვეზების მითითება/გასწორება, მაგრამ რატომღაც არ გსურს. და ბოლოს: ვიკიპედია ეფუძნება არა სინდისს, რომელიც ყველა ადამიანს სუბიექტური აქვს, არამედ კონკრეტულ გაიდლაინებს, რომელთა შესრულებაზე თანხმდება ყველა რედაქტორი, პროექტში მონაწილეობის მიღებისას. ეს სტატია, როგორც აღვნიშნე ზემოთ, შეესაბამება პროექტის ყველა კრიტერიუმსა და გაიდლაინს, ხოლო ის, რომ მისი შინაარსი არ მოგწონს, არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა უნდა წაიშალოს. --Melberg განხილვაწვლილი 19:11, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- შინაარსს გააჩნია, წყაროსაც. მიკერძოებული წყაროების მიუკერძოებლად ჩათვლა არ მგონია სწორი იყოს. ასე რომ მე ამ სტატიას ხელს არ ვახლებ. ჩემი აზრით ეს არ უნდა დარჩეს. ამგვარი სტატიები ვიკის სირცხვილია. და ჰაერზე ლაპარაკი, რომ სხვა ვიკიებს აქვს არ გინდა. გიო ოქრო 19:24, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ყველა სიტყვა როგორც ამ სტატიაში, ასევე ამ განხილვაში გამყარებულია შესაბამისი წყაროებით :) რაც შეეხება შენს მოსაზრებას, მისაღებია, თუმცა თუ სტატია არ არღვევს კონკრეტულ წესებს, მხოლოდ მოსაზრება ვერ გახდება მისი წაშლის საფუძველი.--Melberg განხილვაწვლილი 19:26, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- წესებს არღვევს. სანდო წყარო არ აქვს, შესაბამისად გამყარებულიც არ არის. გიო ოქრო 19:29, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ყველა სიტყვა როგორც ამ სტატიაში, ასევე ამ განხილვაში გამყარებულია შესაბამისი წყაროებით :) რაც შეეხება შენს მოსაზრებას, მისაღებია, თუმცა თუ სტატია არ არღვევს კონკრეტულ წესებს, მხოლოდ მოსაზრება ვერ გახდება მისი წაშლის საფუძველი.--Melberg განხილვაწვლილი 19:26, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- როგორც უკვე ზემოთ რამდენჯერმე მიგითითე, ყველა წყარო, რომელიც გამოყენებულია სტატიაში შეესაბამება en:Wikipedia:Identifying reliable sources და en:Wikipedia:Neutrality of sources კრიტერიუმებს, შესაბამისად, შესაბამისად გამყარებულიც არის.--Melberg განხილვაწვლილი 19:31, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- შენ თუ ამ წყაროებს სანდოს უწოდებ, აღარაფერი მაქვს სათქმელი. გიო ოქრო 19:32, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- როგორც უკვე ზემოთ რამდენჯერმე მიგითითე, ყველა წყარო, რომელიც გამოყენებულია სტატიაში შეესაბამება en:Wikipedia:Identifying reliable sources და en:Wikipedia:Neutrality of sources კრიტერიუმებს, შესაბამისად, შესაბამისად გამყარებულიც არის.--Melberg განხილვაწვლილი 19:31, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- მე არ ვაფასებ რომელიმე წყაროს სანდოობას: მე ვაფასებ მის შესაბამისობას გაიდლაინთან და იმას, თუ რამდენად პასუხობს წყარო გაიდლაინის მოთხოვნებს. ყველა გამოყენებული წყარო სრულიად შეესაბამება ორივე მთავარი გაიდლაინის მოთხოვნას, რისი გაცნობა შენც შეგიძლია. :)--Melberg განხილვაწვლილი 19:35, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- გავეცანი, თანაც ძალიან კარგად. გიო ოქრო 19:40, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- მე არ ვაფასებ რომელიმე წყაროს სანდოობას: მე ვაფასებ მის შესაბამისობას გაიდლაინთან და იმას, თუ რამდენად პასუხობს წყარო გაიდლაინის მოთხოვნებს. ყველა გამოყენებული წყარო სრულიად შეესაბამება ორივე მთავარი გაიდლაინის მოთხოვნას, რისი გაცნობა შენც შეგიძლია. :)--Melberg განხილვაწვლილი 19:35, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ძალიან კარგი! "News reporting" from well-established news outlets is generally considered to be reliable for statements of fact - ხომ წერია ? :) --Melberg განხილვაწვლილი 19:45, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- კი წერია და ქვეშ ესეც უწერია News reporting from less-established outlets is generally considered less reliable for statements of fact. გიო ოქრო 19:49, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ძალიან კარგი! "News reporting" from well-established news outlets is generally considered to be reliable for statements of fact - ხომ წერია ? :) --Melberg განხილვაწვლილი 19:45, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- კი ბატონო, თუმცა აქ ორი რამ უნდა გაითვალისწინო: (1) less-reliable არ ნიშნავს გამოყენებაზე აკრძალვს; (2) ჩვენს არსებულ რეალობაში რას თვლის well-established და less-established. ორივე შემთხვევაში, თუ არ არსებობს წყაროს მიერ კონკრეტული ფაქტის დამახინჯებაზე ეჭვი (საუბარია ფაქტზე, და არა შეფასებაზე) - მისი გამოყენება სრულიად ლეგიტიმურია. --Melberg განხილვაწვლილი 19:51, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- well established-ში ითვლება BBC და მისთ. ეს წყაროები კი მათთან ახლოსაც ვერ მივა. გიო ოქრო 19:55, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- კი ბატონო, თუმცა აქ ორი რამ უნდა გაითვალისწინო: (1) less-reliable არ ნიშნავს გამოყენებაზე აკრძალვს; (2) ჩვენს არსებულ რეალობაში რას თვლის well-established და less-established. ორივე შემთხვევაში, თუ არ არსებობს წყაროს მიერ კონკრეტული ფაქტის დამახინჯებაზე ეჭვი (საუბარია ფაქტზე, და არა შეფასებაზე) - მისი გამოყენება სრულიად ლეგიტიმურია. --Melberg განხილვაწვლილი 19:51, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- რის საფუძველზე ასკვნი? :) IPN საქართველოს ყველაზე მსხვილი და ასაკოვანი სააგენტოა, რომელიც მხოლოდ ერთხელ იქნა მხილებული პრობლემური კონტენტის გავრცელებაში (პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები) და არაერთხელ მოიხადა ამისთვის ბოდიში; თუ გაქვს რამე სხვა ფაქტების წყაროები, რომლებიც აღნიშნული სააგენტოს დისკრედიტაციას შეძლებს, ვიმსჯელოთ. იგივე ეხება ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებას - ორივე მაღგანს მაღალი რეპუტაცია გააჩნია, და თუ ასე არ თვლი, გთხოვ დაგვისაბუთო, რისი, რომელი წყაროების საფუძველზე.--Melberg განხილვაწვლილი 19:59, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ესეიგი "ცუდი" როა წყარო უნდა და "კარგი" როა - არა? :))გიო ოქრო 20:01, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- რის საფუძველზე ასკვნი? :) IPN საქართველოს ყველაზე მსხვილი და ასაკოვანი სააგენტოა, რომელიც მხოლოდ ერთხელ იქნა მხილებული პრობლემური კონტენტის გავრცელებაში (პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები) და არაერთხელ მოიხადა ამისთვის ბოდიში; თუ გაქვს რამე სხვა ფაქტების წყაროები, რომლებიც აღნიშნული სააგენტოს დისკრედიტაციას შეძლებს, ვიმსჯელოთ. იგივე ეხება ამერიკის ხმასა და რადიო თავისუფლებას - ორივე მაღგანს მაღალი რეპუტაცია გააჩნია, და თუ ასე არ თვლი, გთხოვ დაგვისაბუთო, რისი, რომელი წყაროების საფუძველზე.--Melberg განხილვაწვლილი 19:59, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- წესით, კი - წყაროს "სიცუდის" დამტკიცება არის წყაროში ეჭვის შემტანის ვალდებულება, en:Wikipedia:Assume good faith-იდან გამომდინარე. თუმცა, ამ შემთხვევაში შეგიძლია ნახო მედიის განვითარების ფონდის გაიდლაინი ან Fact-Check-ის სია (თუ რომელიმე დიდი სააგენტო ამ სიაში არ არის, ე.ი ნორმალურია. იმედია დამეთანხმები, რომ აქ მოყვანილი ყველა სააგენტო Fact-Check-ის შემოწმებაში მოყვებოდა :)--Melberg განხილვაწვლილი 20:06, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- აქ სიყალბეზე კი არ არის საუბარი, არამედ მიკერძოებულ წყაროებზე. გიო ოქრო 20:11, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- წესით, კი - წყაროს "სიცუდის" დამტკიცება არის წყაროში ეჭვის შემტანის ვალდებულება, en:Wikipedia:Assume good faith-იდან გამომდინარე. თუმცა, ამ შემთხვევაში შეგიძლია ნახო მედიის განვითარების ფონდის გაიდლაინი ან Fact-Check-ის სია (თუ რომელიმე დიდი სააგენტო ამ სიაში არ არის, ე.ი ნორმალურია. იმედია დამეთანხმები, რომ აქ მოყვანილი ყველა სააგენტო Fact-Check-ის შემოწმებაში მოყვებოდა :)--Melberg განხილვაწვლილი 20:06, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- კი ბატონო, თუმცა MDF და FactCheck მიკერძოებულობასაც ამოწმებენ - მეთოდოლოგიაში უწერიათ, ნახე. და კიდე - საინფორმაციო სააგენტოები გამოყენებული მაქვს მხოლოდ ფაქტებთან მიმართებაში, შეფასებებისთვის არც-ერთი არ გამომიყენებია და სად დაინახე ფაქტებში მიკერძოებულობა?--Melberg განხილვაწვლილი 20:13, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- Fake News-ებს ამოწმებენ. თუნდაც ეს „თბილისში გამოეთხოვნენ ირინა ენუქიძეს - პოლიციელების მიერ მოკლული სანდრო გირგვლიანის დედას“ მიუკერძოვებელია? არა. გიო ოქრო 20:21, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- კი ბატონო, თუმცა MDF და FactCheck მიკერძოებულობასაც ამოწმებენ - მეთოდოლოგიაში უწერიათ, ნახე. და კიდე - საინფორმაციო სააგენტოები გამოყენებული მაქვს მხოლოდ ფაქტებთან მიმართებაში, შეფასებებისთვის არც-ერთი არ გამომიყენებია და სად დაინახე ფაქტებში მიკერძოებულობა?--Melberg განხილვაწვლილი 20:13, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
გიორგი, ჯერ აერთი, როგორც უკვე მოგწერე რამდენჯერმე, შენი შეგრძნების საფუძველზე არ უნდა აკეთებდე დასკვნებს: ვიკიპედიაში, ისევე როგორც ზოგადად მეორეულ აკადემიურ სივრცეში, მიღებულია წყაროების ბათილობის აღიარება მხოლოდ სხვა წყაროს არსებობის შემთხვევაში. ეს ასე რომ არ იყოს, ამ შემთხვევაში თავად სტატიის მიკერძოებულობა არ ნიშნავს მასში მოყვანილი ფაქტის გამოყენების აკრძალვას. ნახე, რაზეა დამოწმებული ეს წყარო? 27 წლის სანდრო გირგვლიანი, 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილები - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები - 6 მარტს დააკავეს, თუმცა ირინა ენუქიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე ამტკიცებდა, რომ მკვლელობის ყველა მონაწილე არ დასჯილა. ამ აბზაცში, რა არის მიკერძოებული ან რა იძლევა მიკერძოებული ინტეპრეტაციის საშუალებას?--Melberg განხილვაწვლილი 20:31, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- იცი რა? სტატია სცდება თემას და მთელი ყურადღებს მკვლელობის საქმეს ეთმობა, იმას, რაზეც უკვე გვაქვს სტატია. გიო ოქრო 20:35, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ნაწილობრივ შეიძლება დაგეთანხმო, თუმცა ამ სტატიის შემთხვევაში, ისევე, როგორც ყველა იმ ტიპის სტატიის შემთხვევაში, სადაც ადამიანის შესახებ სტატიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა განპირობებულია ერთი კონკრეტული მოვლენის გავლენით მის ბიოგრაფიაზე, რთულია ამ მოვლენის გარეშე ისაუბრო. არამარტო რთულია, არამედ შეუძლებელიც კი; თან, ახლა გადავხედე სტატიას, ერთი აბზაცია, სადაც უშუალოდ საუბარია მკვლელობაზე, მეორე აბზაცში საუბარია სასამართლოზე, მესამეში არის პრეზიდენტის მიერ დაჯილდოების დასაბუთება და ბოლოს არის ინფორმაცია დაკრძალვის შესახებ. ასეთი ტიპის სტატიაში სტატიის 1/4-ის დათმობა იმ ტრაგედიისთვის, რომელმაც განაპირობა პიროვნების შესახებ სტატიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა, მისაღები მგონია. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ეს სტატია კიდევ უფრო გაივრცობა.--Melberg განხილვაწვლილი 20:43, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- სხვა ვიკიების პრაქტიკაში ასეთი სტატიები არ იწერება. ენციკლოპედიებში მითუმეტეს. მაგრამ მხოლოდ ჩემი ახრით რათქმაუნდა არ წაიშლება. ასე რომ მე მეტს ვეღარაფერს ვიზავ. იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ვიღაც წაშლის. აბა კარგად! გიო ოქრო 20:47, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- ნაწილობრივ შეიძლება დაგეთანხმო, თუმცა ამ სტატიის შემთხვევაში, ისევე, როგორც ყველა იმ ტიპის სტატიის შემთხვევაში, სადაც ადამიანის შესახებ სტატიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა განპირობებულია ერთი კონკრეტული მოვლენის გავლენით მის ბიოგრაფიაზე, რთულია ამ მოვლენის გარეშე ისაუბრო. არამარტო რთულია, არამედ შეუძლებელიც კი; თან, ახლა გადავხედე სტატიას, ერთი აბზაცია, სადაც უშუალოდ საუბარია მკვლელობაზე, მეორე აბზაცში საუბარია სასამართლოზე, მესამეში არის პრეზიდენტის მიერ დაჯილდოების დასაბუთება და ბოლოს არის ინფორმაცია დაკრძალვის შესახებ. ასეთი ტიპის სტატიაში სტატიის 1/4-ის დათმობა იმ ტრაგედიისთვის, რომელმაც განაპირობა პიროვნების შესახებ სტატიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა, მისაღები მგონია. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე ეს სტატია კიდევ უფრო გაივრცობა.--Melberg განხილვაწვლილი 20:43, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- სიმართლე გითხრა მე არ მესმის, რატომ უნდა წაიშალოს, თუნდაც ჩვენი ამხელა განხილვის შემდეგ, თუმცა ვწუხვარ, რომ მაინც ვერ დაგარწმუნე. :) წარმატებები! --Melberg განხილვაწვლილი 20:50, 26 დეკემბერი 2018 (UTC)
- გამარჯობა! რთული საკითხია. ნებსით თუ უნებლიეთ სტატიას დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ უპრიანი იქნებოდა ირინა ენუქიძე და სანდრო გირგვლიანი გაერთიანებულიყო სტატიაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე. ანუ ტექნიკურად მოხდეს გადმომისამართება და ხსენებული სტატიის განვრცობა. ამით საკითხი ამოიწურებოდა. ობიექტურად, რომ შევხედოთ საკითხს, იკვეთება პრობლემები, მაგრამ საკუთრივ თემა რეზონანსულია და ვფიქრობ, აუცილებელიცაა მისი გაშუქება, თუმცა მკაცრად მიუკერძოებლად და ობიექტურად. ამ საკითხის კვალობაზე, ვფიქრობ, ანალოგიური სიტუაცია უნდა შეიქმნას ზაზა სარალიძის მიმართაც, ანუ შეიქმნას სტატია სარალიძის საქმე (სათაური პირობითად) და დანარჩენი (მათ შორის საკუთრივ ზაზა სარალიძე) იქ გაშუქდეს. ანუ სიტყვა, რომ არ გამიგრძელდეს, მე გთავაზობთ გვარ-სახელები სანდრო გირგვლიანი და ირინა ენუქიძე გადმომისამართდეს სტატიაში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე და დანარჩენი იქ დამუშავდეს. - OTOGI Messages 08:33, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- (მომხრე) გიო ოქრო 08:44, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
@Otogi: ბოდიში, მაგრამ არ გეთანხმები. სტატიების გაერთიანება მიუღებელია, იმ შემთხვევაშ თ სტატიის ობიექტის აკადემიური მნიშვნელობა უდავოა: ზემოთ უკვე მივუთითე რამდენიმე წესი, რომელიც ამას ხაზს უსვამს. თუ შეიძლება, განმიმარტე, რომელი წესების საფუძველზე მიგაჩნია ასე? აკადემიური მნიშვნელობის მქონი ადამიანის შესახებ სტატიის წაშლა ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ წესებს, თუ ასე არაა - გთხოვ მიმითოთო კონკრეტული წესი, რომელიც შენს მსჯელობას ამყარებს. --Melberg განხილვაწვლილი 12:09, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- P.S. ზაზა სარალიძეს შემთხვევაში WP:ANYBIO ზუსტად ასევე სრულდება, შესაბამისად გადამისამართების გაკეთების შემოთავაზება გაუგებარია. --Melberg განხილვაწვლილი 12:10, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- გიო, სტატიის დატოვება ასეთ მდგომარეობაში არ ღირს. მე შემთხვევით არ გამისვია ხაზი იმისთვის, რომ საკითხი რეზონანსულია, მაგრამ როდესაც ხელთ არსებული მასალები მწირია ან ვიკიპედიისთვის არც თუ ისე შეთავსებადი ასეთ დროს აჯობებს გადამისამართების შესრულება, — დროებით მაინც. სტატიაში არსებობს პრობლემები. მე სამწუხაროდ ვერ გეხმარებით სტატიის გამართვაში, ვინაიდან ამ საკითხებიდან შორს ვარ. ნუ მომთხოვთ წესს იმაზე, რომ სტატიას პოლიტიკური ელფერი გასდევს, სწორედ ამიტომ შემოგთავაზეთ გამოსავალი ანუ გადამისამართება. - OTOGI Messages 12:25, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- ოთო, საქმეც ამაშია, რომ ამ „პოლიტიკური ელფერის“ შეფასებაში არ გეთანხმები. ყველა ადამიანს აქვს პოლიტიკური ელფერის შეფასების საკუთარი შეგრძნება - რაც ვიღაცისთვის ატარებს ამ ელფერს, ვიღაცისთვის არ ატარებს. ამიტომ არის, რომ ვიკიპედიის ამოცანა არის არა ჭეშმარიტების დადგენა, ან საკუთარი რისერჩის გაკეთება, რაც შეუძლებელია მისი რესურსით, არამედ არსებულ წყაროებში არსებული ინფორმაციის ასახვა წარმოადგენს. ამ ასახვის დროს ჩვენი მიზანი არის არა ყველასთვის ნეიტრალური სუროგატის შექმნა, არამედ წყაროებში არსებული ინფორმაციის ასახვაა - ამ პრინციპებიდან გამომდინარე, არსებობს სტატია სტალინზე და ჰიტლერზე - ორივეში შეფასებებიც არის, რომლებიც არა ჩვენი, რედაქტორების ჭეშმარიტების შეგრძნებას ეფუძნება, არამედ არსებულ წყაროებში მითითებულ ინფორმაციას. პროექტის პრინციპები, რომლებიც ზემოთ არაერთხელ მოვიყვანე, ამ სტატიის პირობებში სრულიად არის დაცული. ამ პირობებში, როდესაც სტატია სრულიად იცავს არსებულ წესებსა და პროექტის ფუნდამენტურ პრინციპებს და როდესაც სტატიის ობიექტის ენციკლოპედიური მნიშვნელობა უდავოა, გადამისამართებაზე, წაშლაზე და ა.შ. საუბარი ძალიან არასწორი მგონია, მითუმეტეს, რომ არავინ არ ზღუდავს სხვა რედაქტორებს ჩაამატონ ინფორმაცია სტატიაში, ასევე წესების დაცვით. თუ ჩვენ შენ მიდგომას მივიჩნევთ მისაღებად ამ შემთხვევაში, ვიკიპედიის სტატიების აბსოლუტური უმრავლესობის წაშლა მოგვიწევს. --Melberg განხილვაწვლილი 12:43, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
სტატიას გავეცანი და ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია ამ განხილვაში დაწერილი შენიშვნები. სტატიის თითოეული წინადადება აკადემიურად გამართულია, არც მიკერძოებულობა ეტყობა და არც პოლიტიკური ელფერი აქვს. ყოველ წინადადებას ამყარებს ფაქტი, დამოწმებულია შესაბამისი ინფორმაციით. სტატია არ უნდა წაიშალოს, ამის მოთხოვნა რას ემყარება? სხვა თუ არაფერი, ირინა ენუქიძე დაჯილდოვებულია თამარ მეფის ორდენით, შესაბამისად თავისუფალ ვიკიენციკლოპედიაში მის შესახებ აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი ინფორმაცია და გასაკვირია რომ ამდენ ხანს მასზე არაფერი ეწერა. მადლობა Melberg-ს მასალის მომზადებისთვის, გამართვისთვის და ინფორმაციულად დატვირთული მოკლე სტატიისთვის.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:54, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- ირინა ენუქიძეზე აუცილებლად უნდა იყოს ცალკე სტატია და არ უნდა განთავსდეს რომელიმე სტატიის, თუნდაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე-ს შიგნით.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 12:56, 28 დეკემბერი 2018 (UTC)
- @გიორგი ჩუბინიძე: გადახედე ისტორიებს. სტატია ამ განხილვაში გამოთქმული რამდენიმე შენიშვნის მიხედვით დარედაქტირდა. გიო ოქრო 13:10, 28 დეკემბერი 2018 (UTC)