განხილვა:თრიალეთის პეტროგლიფები

ბოლო კომენტარი: 2 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977

რემდენიმე თვის წინ განვაახლე და საგრძნობლად გავაუმჯობესე არსებული სტატია თრიალეთის პეტროგლიფების შესახებ. მას შემდეგ ეს განახლეული და სრული ვერსია სტატიის შეუმოწმებელია და მაძიებელს მხოლოდ ძველი ვერსია ახსნება. ამიხსნას ვინმემ იქნება რაშია საქმე? SulkhanMukhigulashvili განხილვაწვლილი 19:06, 30 იანვარი 2022 (UTC)პასუხი

ახლა ვნახე თქვენი მოწერილი. პირველი - სტატია წაგიშლიათ და თავიდან დაგიწერიათ, ეს ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე აკრძალულია. მეორე - სტატია არაა ვიკიფიცირებული და აუცილებლად ვიკიპედიის სხვა სტატიებს უნდა დაამსგავსოთ. სწორედ ამიტომ არ დამოწმდა თქვენი სტატია. გთხოვთ გადახედოთ ამ გვერდს. Wiki - ჯაბა 19:33, 30 იანვარი 2022 (UTC)პასუხი
მოგესალმებით. უკაცრავად წესების დარღვევისათვის. გარკვეული ცვლილებები შევიტანე სტატიაში "თრიალეთის პეტროგლიფები". თითქოს შეესაბამება სტანდარტს. თუ არადა იქნებ დამიზუსტოთ რაშია ახლა პრობლემა რომ გავასწორო?
წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის
ს. მუხიგულაშვილი SulkhanMukhigulashvili განხილვაწვლილი 22:18, 30 იანვარი 2022 (UTC)პასუხი
იხილეთ სტატია იმერეთის სამეფო და ნახეთ რა განსხვავებაა თქვენსა და ამ სტატიას შორის. ვიკიფიცირება ნიშნავს ვიკიპედიის სტანდარტებზე მოყვანას. სიტყვებს უნდა გაუკეთდეს შიდა ბმულები [[ ]] ამ ფრჩხილების გამოყენებით (მაგალითად ასე: თრიალეთის რეგიონში). ფოტოები ბევრია და რაცაა ეგეც სტანდარტულად უნდა მიეთითოს და დანარჩენი ფოტოლაგელრეაში უნდა ჩავიტანოთ ისე როგორც ესაა გაკეთებული თბილისის შესახებ სტატიაში. ასევე გაეცანით ლიტერატურის მითითების წესს. Wiki - ჯაბა 04:46, 31 იანვარი 2022 (UTC)პასუხი
პ. ს. წესი რომ დავიცვათ აუცილებელია აღდგეს ძველი ვერსია და შემდეგ მოხდეს თქვენი ტექსტის ჩამატება. Wiki - ჯაბა 04:51, 31 იანვარი 2022 (UTC)პასუხი
გვერდ „თრიალეთის პეტროგლიფები“-ზე დაბრუნება.