განხილვა:თიქაბანდი

ბოლო კომენტარი: 5 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

@Jaba1977:, გთხოვ მიმითითო წესი, სადაც წერია, რომ მძიმე არ იწერება ან მძიმის დაწერა შეცდომაა. მადლობა.--ცანგალა 19:28, 14 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

თუ კითხულობ პასუხსაც უნდა დაელოდო და ცვლილებები მერე გააუქმო. სად წერია თუ გაინტერესებს ნახე ვიკიპედიაში და მათემატიკაში. ამ პროვოკაციაში არ აგყვები. :) --Wiki - ჯაბა 19:34, 14 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
მიმითითე. მათემატიკაში, რომ ვიყენებთ ვიცი. --ცანგალა 19:36, 14 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
მგონი ვიკიპედიის წესია, რომ დავწეროთ წესი.--ცანგალა 19:37, 14 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

ჯერ არსებული წესები დაიცავი და მერე იმსჯელე რიცხვში მძიმის დასმაზე. --Wiki - ჯაბა 19:39, 14 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

შენ რომ ეთიკაზე მელაპარაკები — სასაცილოა. ეთიკა და შენ, როგორც ცა და დედამიწა ისე ხართ.--ცანგალა 19:42, 14 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
წესი არ გაქვს, რომ მიმითითო და ...--ცანგალა 19:51, 14 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
ქართულში მძიმეს მხოლოდ ათწილადებში ვიყენებთ, დიდ ციფრებში კი ცარიელ ადგილს (ძირითადად 10 000-ს ზემოთ). ათწილადის ნიშნად ინგლისურში წერენ წერტილს. — Mikheil მიწერა 20:11, 14 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

მიშა აგერ შენი სტატია, როგორც ამ სტატიაშია აქაც დაყოფით უნდა დაიწეროს 1 056. --Wiki - ჯაბა 03:47, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

ინგლისურში და ზოგიერთ სხვა ენაში მძიმე (,) ათასების გამოსაყოფად გამოიყენება, რაც ქართულში მას სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენთან მძიმე ათწილადების გამოსაყოფი ნიშანია. იქიდან გამომდინარე, რომ არ დაგვერღვია ქართულში მიღებული ნორმა წლების წინ მაგაზე უკვე შევთანხმდით, რომ ათასების გამოსაყოფად არ გამოვიყენოთ მძიმე და გავაკეთოთ უბრალო დაშორება. მე პირადად მიშას თქმის არ იყოს 10 000-დან მოყოლებულ რიცხვებზე ვიყენებ დაშორებას, ხოლო 1000-9999-მდე უბრალოდ ერთად ვწერ. პ.ს. ერთადერთი გამონაკლისია ვიკიმონაცემებზე მიბმული ინფოდაფები. ეს მონაცემები არის ცენტრალიზებული და შემოაქვს ინგლისურის მიხევით ანუ მძიმეებით, რომელიც სამწუხაროდ ვერ იცვლება.--დათო1010 04:24, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
მადლობთ, MIKHEIL და David1010. დავწერ, როგორც თქვენ მიმითითეთ. ცანგალა 05:35, 15 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „თიქაბანდი“-ზე დაბრუნება.