განხილვა:ზემო ავსტრია
მიწა თუ მხარე?--ოთარი (გ) 16:30, 21 ივლისი 2008 (UTC)
რუსულად მიწებია :) ქართულად ნე ზნაიუ --გიგა პასუხი 16:31, 21 ივლისი 2008 (UTC)
- Bundesland - ფედერაციული მიწა. პ.ს. გერმანიშიც ასეა, მხარეების ნაცვლად მიწები უნდა იყოს. DatoDeutschlandAntwort 16:33, 21 ივლისი 2008 (UTC)
თუ მიწები უნდა იყოს, თარგს რატო დაარქვი მხარეები? იხ.განხილვა:ფედერალური მხარე--ოთარი (გ) 16:36, 21 ივლისი 2008 (UTC)
ზემო ავსტრია , მხარე ჩრდილოეთ-დასავლეთ ავსტრიაში. ქსე, ტ. 4, გვ. 505, თბ. 1979.--ცანგალა (გ) 16:43, 21 ივლისი 2008 (UTC)
ზემო ავსტრიის ჩეხური დასახელება
რედაქტირებავიკიპედიის ადმინისტრატორი,რომელიც სავარაუდოდ აზრზე არ არის რას ასწორებს,ცდილობს თავისი უფლებების ბოროტად გამოყენებას.
1. ავსტრიაში ჩეხურ ენას არანაირი სტატუსი არ აქვს.
2. ზემო ავსტრიაში ჩეხები არ ცხოვრობენ.
3. ზემო ავსტრიას ისტორიულად ჩეხეთთან არაფერი აქვს საერთო.
ადმინისტრატორმა მაინც უნდა იცოდეს,რომ თუ რაღაცა წერია ინგლისურ ვიკიში,ეს არც წყაროა და არც იმის მიზეზი,ის ეგრევე გადმოვიტანოთ ქართულ ვიკიპედიაზე. (შედარებისათვის ინგლისურ ვიკიზე ჯავახეთის სომხური დასახელება,ჯავახკიც, მითითებულია).
ასე უმიზეზო რატომ ხდება ადმინისტრატორის მიერ გვერდების რედაქტირება? რა ხდება? — Georgier განხილვაწვლილი 20:09, 7 ივნისი 2010 (UTC)
ისტორიაში რომ პრობლემები გაქვს შენს განხილვის გვერდს გადახედე და თან ტერმინოლოგია დაარეგულირე. — ჯაბა ლაბაძე (გ) 20:12, 7 ივნისი 2010 (UTC)
ე.ი. თუ ელემენტარული ისტორია არ იცის ადმინისტრატორმა,ეს მას უფლებას აძლევს,რაც უნდა,ის გააკეთოს?
ნახოს ესპანური,ფრანგული,გერმანული,რუსული ვიკიპედიები.იქ ჩეხური სახელი არსად წერია,რას ეცა ამ ინგლისურს? თან მაშინ,როცა სხვაენოვანი ვიკიპედია წყაროდ არ განიხილება. — Georgier განხილვაწვლილი 20:14, 7 ივნისი 2010 (UTC)
შალვა არ დაგავიწყდეს ეგ ადმინისტრატორი, რომელსაც სამწუხაროდ ასე უხეშად მიმართე ისტორიკოსია. ხო კიდევ თუ ინგლისური წყარო არაა მაშინ შენ მოიყვანე სამაგიეროდ წყარო, რომ არ უნდა ეწეროს ჩეხურად. — ჯაბა ლაბაძე (გ) 20:17, 7 ივნისი 2010 (UTC)
თუ ინგლისურ ვიკის წყაროდ იყენებ,მაშინ ჩემი შესაბამისი წყარო იქნება ფრანგული,რუსული,გერმანული ვიკიპედიები. ჯერ როცა რაღაცას წერ,ის უნდა დაამტკიცო წყაროთი,რომ ეს ასეა.— Georgier განხილვაწვლილი 20:20, 7 ივნისი 2010 (UTC)
შენ წაშალე არსებული ტექსტი და შენვე დაამტკიცე რომ ისეა როგორც შენ ამბობ. — ჯაბა ლაბაძე (გ) 20:22, 7 ივნისი 2010 (UTC)
რა კატა–თაგობანას მეთამაშები. ის ჩეხური დასახელება როცა დაიწერა,წესით მაშინ უნდა გემოქმედა და ეს პრობლემაც არ იქნებოდა.
ვიკიზე იყვნენ ადრე ხალხი,დათო და სხვები,ვინც გერმანულენოვან ევროპას საკმაოდ კარგად იცნობდნენ.სავარაუდოდ ისინიც მოიშორეთ,აღარ ჩანან ამ ბოლო დროს.
ბარემ ჩინურადაც მიუწერეთ დასახელება ზემო ავსტრიას,არ მგონია,ვინმე ოპონენტი გამოგიჩნდეთ.
თქვენი,ადმინისტრატორების, ასე ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა გახადეს ქართული ვიკიპედია ასე არაპოპულარული.
ასეთი რაღაც არ მინახავს...რადგან ინგლისურ ვიკიზე ასე წერია,ქართულზეც ასე უნდა იყოს თურმე... ფრანგული,გერმანული,რუსული ვიკიპედიები რა მოსატანია ინგლისურთან მაშინ,როცა ადმინისტრატორის ნებას ინგლისური ვიკი გამოხატავს — Georgier განხილვაწვლილი 20:27, 7 ივნისი 2010 (UTC)
შალვა აი მანდ ვერ დაგეთანხმები.
- ჯერ ერთი წყარო მოიყვანე საიდან იცი რომ ვიკიპედია არაპოპულარულია. რაიმე კვლევა გაქვს?
- მეორეც როცა ეს სახელი მიუწერეს ჩეხურად დამერწმუნე მაშინაც ასე მოვიქცეოდი, როგორც ახლა შენ გწერ. მაგრამ მაშინ ზუსტად ერთი თვის დარეგისტრირებული ვყოფილვარ.
- მესამე დათო მოსაშორებელი პიროვნება ნამდვილად არაა თუ არ დაგეზარება მის გვერდს შეავლე თვალი იქნებ გაიგო დათო რატომ არ ჩანს ამ ბოლო დროს (ხო ხედავ ამასაც კი გადამოწმების გარეშე იძახი).
- მეოთხე და მთავარი რომ იძახი ზემო ავსტრია არა არისო დაკავშირებული ისტორიულად ჩეხეთთანო აბა ნახე ინგლისურ ვიკიპედიაში რა წერია ზემო ავსტრიის ისტორიაში. ბოჰემია იმედია იცი რომელ სახელმწიფოს ერქვა. — ჯაბა ლაბაძე (გ) 20:32, 7 ივნისი 2010 (UTC)
დამატებით მომყავს რუსული ვიკიპედიის ბმული სტატიიდან შტირიის საჰერცოგო აქ ნათლად წერია Прекращение династии Бабенбергов в 1248 г. привело к временному переходу Штирии под власть сначала Венгрии, а с 1260 г. чешского короля Пржемысла Оттокара II. ესე იგი შტირია ანუ ის საჰერცოგო, რომლის შემადგენლობაშიც ზემო ავსტრია შედიოდა ნამდვილად ყოფილა ისტორიულ კავშირში ჩეხეთთან. — ჯაბა ლაბაძე (გ) 20:44, 7 ივნისი 2010 (UTC)
- შალვა გამარჯობა, ჩვენ ადრეც გვქონდა დისკუსია ტიროლთან დაკავშირებით. შენ გეტყობა იცი გერმანული და ცხოვრობ ან გერმანიაში ან ავსტრიაში. გერმანულ ვიკის არ უწერიათ ჩეხურად, მაგრამ უწერიათ რომ ჩეხეთი ესაზღვრება (იხ. Es grenzt an Bayern (Deutschland), Südböhmen (Tschechien) . ასე რომ შეცდომა ნამდვილად არ არის მისი ჩაწერა ქართულ ვიკიში. ცანგალა (გ) 07:21, 8 ივნისი 2010 (UTC)
ცანგალა,ის რომ ზემო ავსტრია ჩეხეთს ესაზღვრება,არ ნიშნავს რომ მისი დასახელება ჩეხურადაც უნდა იყოს მოხსენებული სტატიაში. თორემ იგივე ბედი ეწევა ქვემო ქართლსაც,კახეთსაც,ჯავახეთსაც,აჭარასაც და ა.შ. — Georgier განხილვაწვლილი 08:34, 8 ივნისი 2010 (UTC)
ეს გვერდი დაბლოკილია რედაქტირებისთვის
რედაქტირებაეს გვერდი დაბლოკილი რატომაა????--GagaVaa 21:00, 8 დეკემბერი 2014 (UTC)
მოიხსნა დაცვის დონე. - ოთოჯი განხილვა 21:06, 8 დეკემბერი 2014 (UTC)