განხილვა:ზარდიანთკარი

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა GiorgiXIII

ლიტერატურა მიუთითოს ამის პირვანდელმა დამწერმა. --Labadze Mikheil93 განხილვაწვლილი 20:31, 19 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

„პირვანდელი დამწერი“ რა შუაშია? ქსე თუ გაქვს ჩაამატე, თუ არადა სხვა მიხედავს ვისაც აქვს. --JABA 1977 20:49, 19 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

მადლობა თორნიკეს --JABA 1977 21:07, 19 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

თუ შეიძლება დააწკაპუნეთ კოორდინატებზე და რას ვხედავთ? სოფლების დასახელება შეცდომით ხომ არ არის? თუმცა იგივეა რუსულ რუკებზეც. რა ხდება ვერ გავიგე?GiorgiXIII განხილვაწვლილი 16:59, 3 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

@GiorgiXIII: მე გადავყავარ GeoHack-ის გვერდზე, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. თქვენთან ასე არ ხდება? --Wiki - ჯაბა 17:06, 3 აპრილი 2021 (UTC)პასუხი

ეგ კი მასე ხდება და მასეც უნდა მოხდეა, მაგრამ მე სხვა რამეს ვგულისხმობ. სოფელი ზარდიანთკარი მთლიანად მოქცეულია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე. აი Bing Maps-ის სერვისზე რუკის სვეტში ვიპოვე ზარდიანთკარის სულ სხვა განლაგება, სადაც ეს სოფელი გორის მუნიციპალიტეტში შედის და არა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს შეიძლება ერთადერთი რუკა იყოს GeoHack-ის გვერდზე და ისიც მხოლოდ საქართველოში. სხვათაშორის citypopulation რომ გახსნათ, იქაც სოფელი ისევეა განლაგებული, როგორც Bing Maps-ზე.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:23, 3 აპრილი 2021 (UTC)პასუხი
საბჭოთა რუკებზე სოფლის მდებარეობა არასწორადაა დატანილი. შემდეგ იგივე გაიმეორეს ციფრულ რუკებზე. გიო ოქრო 17:24, 3 აპრილი 2021 (UTC)პასუხი
რუკებზე გუგუტიანთკარის ადგილას უნდა იყოს ზარდიანთკარი. თვითონ გუგუტიანთკარი კი ქერეს აკრავს ზევიდან. ანუ გუგუტიანთკარის კოორდინატებიც არასწორადაა დატანილი. გიო ოქრო 17:30, 3 აპრილი 2021 (UTC)პასუხი
მართალს ამბობთ. Bing Maps-ის და citypopulation-ის რუკებზე სოფლის განლაგება ზუსტად ისეთივეა, როგორსაც თქვენ ამბობთ, მაგრამ მე რომ მასე ვაჩვენო სოფელი, როგორც თქვენ, Bing Maps და citypopulation ამბობთ, მაშინ უნდა შევასწორო არა მარტო ზარდიანთკარის კოორდინატები, არამედ გუგუტიანთკარი, ქერე და კიდევ სავარაუდოდ ორი ან სამი. რაც მთავარია ეს სოფლები ჩვენ რუკებზეც და კიდევ უცხოელების რუკებზე გამოჩნდება სხვა წერტილებზე და ეს ჩვენს მეტს არავის ეცოდინება. ჩემის აზრით ჯობია ყველაფერი დარჩეს ისე როგორც არის. საქართველოში ათასობით სოფელია და ოთხი ან ხუთი შეცდომა ჩემი აზრით დასაშვებია.GiorgiXIII განხილვაწვლილი 17:41, 3 აპრილი 2021 (UTC)პასუხი
გვერდ „ზარდიანთკარი“-ზე დაბრუნება.