განხილვა:ვიტამინი D
ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ILIA თემაში რჩეულობის შესახებ
რჩეულობის შესახებ
რედაქტირება@ILIA: თქვენი შეხედულებით სტატია რჩეულობის ღირსი არ არის. მე განვახორციელე რედაქტირებები სტატიაში. მაინტერესებს კიდევ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს სტატია თქვენი შეხედულებით რჩეული გახდეს ?. ველი გამოხმაურებას. - OTOGI Messages 15:05, 10 დეკემბერი 2015 (UTC)
- შენიშვნები აღარ მაქვს, სასიამოვნოა, რომ კიდევ ერთი მშვენიერი სტატია მიემატება რჩეულ სტატიათა ნუსხას.--ILIA განხილვა 17:07, 10 დეკემბერი 2015 (UTC)
- მომავალში გაითვალისწინეთ, რომ ვიკიპედიაში არსებული ყველა სტატია იხვეწება ერთობლივი ძალისხმევის შედეგად. ასე მარტივად თარგ {{წინააღმდეგი}}-ის ჩასმა პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, იმის გათვალისწინებითაც, რომ სტატიაში სრულიად უმნიშვნელო შეცდომები იყო დაშვებული. თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ძალაა დახარჯული ამ სტატიის შექმნაში. ორთოგრაფიულად და მეთოდურად ეს სტატია ძალიან კარგია. ეს სტატია ყველა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს რათა იგი მთავარ გვერდზე გამოჩნდეს. - OTOGI Messages 17:31, 10 დეკემბერი 2015 (UTC)
- აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს სტატია ნამდვილად ძალიან კარგია. სწორედ ამიტომ გამაოცა იმან, რომ იგი აკმაყოფილებდა რჩეული სტატიის უმთავრეს კრიტერიუმებს, მაშინ, როცა უამრავი ელემენტარული ხარვეზი ჰქონდა. კენჭისყრის განყოფილებაშიც აღვნიშნე, რომ, ჩემი აზრით, რჩეული სტატიის კანდიდატი სტატიის ხარვეზები უპირველესად ავტორმა უნდა გაასწოროს სწორედ იმ უზარმაზარი ძალისხმევის გამო, რომელიც მან სტატიის შექმნისას გასწია, თუმცა ჩემი მხრიდან {{წინააღმდეგი}}-ის ჩასმა მართლაც უადგილო იყო, ალბათ სჯობდა პოზიცია {{მოიცადეთ}} ან {{კომენტარი}}-ის თანხლებით ჩამომეყალიბებინა.--ILIA განხილვა 17:42, 10 დეკემბერი 2015 (UTC)