განხილვა:ვიკის უყვარს ძეგლები
ქართულად რატომ მონუმენტები და არა ძეგლები?--დათო1010 10:34, 3 აგვისტო 2016 (UTC)
- @David1010:სინონიმებია ბარბარიზმი არ არის: ► http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=1&t=102320 --g. balaxaZe★ 10:50, 3 აგვისტო 2016 (UTC)
- ძეგლი— 1. ნაგებობა ან ქანდაკება ვისიმე, რისიმე სამახსოვროდ. რუსთაველის ქუჩა. მარმარილოს ქუჩა; 2. წარსულის მატერიალური კულტურის ნაშთი. ისტორიული ძეგლები;3.ძველი მწერლობის ნაწარმოებები. «შუშანიკის წამება» მე-5 საუკუნის ძეგლია. — ქარტული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული გვ. 544.
- მონუმენტი [ლათ.] — დიდი ძეგლია. იქვე, გვ. 325 რატომ ლათინური, როდესაც გვაქვს ქართული.--ცანგალა (გ) 11:18, 3 აგვისტო 2016 (UTC)
- ოო თანამედროვე ქართულ ენაში ორივე სინონიმად იხმარება და იმას აზრი არ აქ სპარსულიდან მოვიდა თუ ლათინურიდან. ეგრე „შესწორებაც“ გვაქვს, მაგრამ რედაქტირებას ხმარობთ. ეს სახელი ორიგინალთან მიახლოებულია და მარტივად ასოცირდება. მონუმენტის ჩაწერა კი არავითარ კითხვებს არ ბადებს მართებულობის თვალსაზრისით.--g. balaxaZe★ 11:23, 3 აგვისტო 2016 (UTC)
- იხ. მონუმენტი და ძეგლი რომელია სპარსული? -ცანგალა (გ) 11:50, 3 აგვისტო 2016 (UTC)
- მართალია მონუმენტი არაა ბარბარიზმი, მაგრმა თანამედროვეობაში, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე ოფიციალურ და სამართლებრივ დონეზე უფრო ფართოდ გამოიყენება ძეგლი. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო დონეზედაც კი გვაქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ყველა უწყება, რომელიც კი ამ სფეროს უკავშირდება, საქართველოში გამოიყენებს ტერმინ ძეგლს. ასე რომ, ეს არაა ის შემთხვევა, როცა რაიმე ნიშნით ლათინურ ტერმინს უნდა მიენიჭოს უპირატესობა (მაგ. ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის შემთხვევაში, არის ლოგიკა იმაში, რომ ქართული ვერსია არქაულად ჟღერს, რასაც ძეგლზე ვერ ვიტყვით). ასე რომ, ვემხრობი ძეგლს. Deu. 12:33, 4 აგვისტო 2016 (UTC)
- ჩემთვის არც ხუროთმოძღვარია არქაული და არქიტექტორსაც ჩავანაცვლებდი მისით. არ მიყვარს ორმაგი სტანდარტები მარტო შერჩევითი პროტესტი მიუღებელია! იყოს ძეგლი, მე სიტყვასთან არ მაქ გართულება.--g. balaxaZe★ 12:49, 4 აგვისტო 2016 (UTC)
- მართალია მონუმენტი არაა ბარბარიზმი, მაგრმა თანამედროვეობაში, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე ოფიციალურ და სამართლებრივ დონეზე უფრო ფართოდ გამოიყენება ძეგლი. ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფო დონეზედაც კი გვაქვს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ყველა უწყება, რომელიც კი ამ სფეროს უკავშირდება, საქართველოში გამოიყენებს ტერმინ ძეგლს. ასე რომ, ეს არაა ის შემთხვევა, როცა რაიმე ნიშნით ლათინურ ტერმინს უნდა მიენიჭოს უპირატესობა (მაგ. ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურის შემთხვევაში, არის ლოგიკა იმაში, რომ ქართული ვერსია არქაულად ჟღერს, რასაც ძეგლზე ვერ ვიტყვით). ასე რომ, ვემხრობი ძეგლს. Deu. 12:33, 4 აგვისტო 2016 (UTC)
გაკეთდა— ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 13:10, 4 აგვისტო 2016 (UTC)
მე როგორც ვიცი სომეხი კოლეგების გამოცდილებიდან და სხვადასხვა პროექტების ნახვის შედეგად. ეს პროექტი მხოლოდ არქიტექტურულ ნიმუშებს სწავლობს. აქ ზემოთ მითიტებულ ძეგლის განმარტებაში წერია: ტიპოლოგიური ნიშნების მიხედვით შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად კატეგორიად: არქეოლოგიის, არქიტექტურის და სახვითი ხელოვნების ძეგლები, აგრეთვე წერილობითი ძეგლები, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ არანაირი ხელოვნებისა და წერილობითი ძეგლი მანდ ასატვირთი არ გვექნება. რა გვრჩება? არქეოლოგიის და არქიტექტურის ძეგლები. ახლა რა განმარტება აქვს მონუმენტს? - ქანდაკებასა და არქიტექტურაში, დიდი ზომის ძეგლი, რომლის სურათებიც იტვირთება ამ პროექტის დროს. ჩემი აზრით კი მონუმენტებზეა დასაბრუნებელი. --ჯაბა 1977 17:17, 4 აგვისტო 2016 (UTC)
- საკუთრივ ძეგლი ხომ ყველა მათგანს მოიაზრებს და რატომ უნდა დავარქვათ მაინც და მაინც ინგლისურის ანალოგიური სახელი როცა ესეთი მშვენიერი ქართული სიტყვა გვაქვს--დათო1010 18:02, 4 აგვისტო 2016 (UTC)
ძეგლს ფართო გაგება აქვს და ამ პროექტს მხოლოდ მონუმენტები აინტერესებს. აი ამიტომ. --ჯაბა 1977 18:05, 4 აგვისტო 2016 (UTC)
- კამათი ნიშნავს არგუმენტირებულ დასაბუთებას, David1010 და ცანგალა რას დაუპირისპირებთ ჯაბას არგუმენტს? მე ახლა მართლა ისევ ძველ აზრს მივემხრე, მონუმენტი მართლაც უფრო ვიწრო გაგებაა და ზუსტად ასახავს პროექტის შინაარსს. და ისევ გავიმეორებ თანამედროვე ქართულში მონუმენტიც ქართული სიტყვაა, ნეოლოგიზმი უწოდეთ თუ გინდათ.--g. balaxaZe★ 10:09, 11 აგვისტო 2016 (UTC)
User:Deu ისე კარგად ჩამოაყალიბა და ყველას გაგვცა პასუხი, რომ არ მეგობა ამის შემდეგ კამათი თუ გაგრძელდებოდა. --ცანგალა (გ) 11:50, 11 აგვისტო 2016 (UTC)
- ცანგალა მეტი არგუმენტი არ გაქვს? --ჯაბა 1977 12:29, 11 აგვისტო 2016 (UTC)
- არანაირად არაა მონუმენტი ის სიტყვა რომელიც ზუსტად ასახავს ამ პროექტის შინაარსს. ძეგლი არის ზუსტად ის რაც ამ პროექტს შეესაბამება. გადახედეთ პროექტის სხვა ენოვან ვერსიებს სადაც უმეტეს შემთხვევაში სწორედ ძეგლი წერია და არა მონუმენტი მიუხედავად იმისა, რომ იმ ენებშიც აქვთ ეგ სიტყვა იგივე მნიშვნელობით--დათო1010 15:33, 11 აგვისტო 2016 (UTC)
სხვათა შორის არც ესაა არგუმენტი. --ჯაბა 1977 18:10, 11 აგვისტო 2016 (UTC)
- სად წერია, რომ მონუმენტი არის ქანდაკებასა და არქიტექტურაში დიდი ზომის ძეგლი? ქეგლის მიხედვით, მონუმენტი არის დიდი ზომის ძეგლი. გარდა ამისა, მონუმენტის მნიშვნელობაც საკმაოდ ფართოა და ის მოიცავს ხელოვნების ნიმუშებს, მემორიალურ და საპატიო ძეგლებს, კულტურის ძეგლებს, წარსულის ისტორიულ ნაშთს და ა. შ. მონუმენტი საერთაშორისო სიტყვაა და მისი განმარტება შეგიძლიათ იხილოთ დუდენის ლექსიკონში. ვფიქრობ, ეს პროექტი არც მონუმენტის და არც ძეგლის ყველა მნიშვნელობას არ მოიცავს, ორივე სიტყვის გამოყენების შემთხვევაში იგულისხმება მათი მხოლოდ ერთი მნიშვნელობა. ასე რომ, არც ეგაა არგუმენტი. გარდა ამისა, მე ჯერ არ მსმენია, სიტყვა მხოლოდ იმიტომ დაეწუნებინათ, რომ მას სხვა მნიშვნელობაც აქვს. ქართულ ენაში რაც კი ომონიმი შეგვხვდება, ყველა ხომ არ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან და საერთაშორისო ტერმინი შემოვიტანოთ? :) ცნობისთვის, არც ძეგლთა დაცვის სამინისტრო იცავს წერილობით ძეგლებს, მაგრამ ამის გამო ამ სამინისტროს სახელი არაა მონუმენტთა დაცვის სამინისტრო. კიდევ ერთხელ: ქართულ სამეტყველო, სამართლებრივ და ოფიციალურ ენაში ძეგლი უფრო მეტად გამოიყენება, ვიდნე მონუმენტი. Deu. 13:46, 12 აგვისტო 2016 (UTC)
- და კიდევ, ლათინური სიტყვა „მონუმენტის“ ერთ-ერთი მნიშვნელობა აგრეთვე არის წერილობითი ძეგლიც. იხ. მაგალითად აქ. Deu. 13:52, 12 აგვისტო 2016 (UTC)
- ა, ბატონო, კიდევ. Deu. 13:58, 12 აგვისტო 2016 (UTC)
ზოგადად ადამიანთან რომელიც მხოლოდ სათაურებზე კამათობს და რეალურად არაფერს აკეთებს დავის სურვილი არ მაქვს. ამაზე ბევრად კარგი სათაურების მქონე პროექტები მინახავს, მაგრამ საქმე რეალურად არ გაკეთებულა. ერქვას თუნდაც ძეგლი, მთავარია საქმე გაკეთდეს. დღევანდელი საქმიანი შეხვედრა კი იმის გარანტიას მაძლევს, რომ საქმე კარგად წარიმართება. --ჯაბა 1977 14:02, 12 აგვისტო 2016 (UTC)
- სულ მცირე კოლეგიალურობა არ აწყენდა ვიკიპედიელს, რომელსაც ჰგონია, რომ ვიღაც ადამიანებს ვიკიპედიაში არაფერი უკეთებიათ. Deu. 14:07, 12 აგვისტო 2016 (UTC)
ქართულში გრამატიკულ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება: აკეთებს - ახლანდელი დროა, უკეთებია - წარსული. --ჯაბა 1977 14:08, 12 აგვისტო 2016 (UTC)
- არაფერს რომ არ აკეთებს, ის ადამიანი სიამოვნებით შეახსენებს შრომისმოყვარე ბატონ ჯაბას, რომ „არაფრისგამკეთებელ“ სრულიად ახალ მომხმარებელსაც კი, რომელმაც მხოლოდ ახლა გაბედა და განხილვის გვერდზე დაწერა თავისი აზრი, არ მიმართავენ ასე. არაფრისგამკეთებელი იმასაც შეახსენებს ბატონ შრომისმოყვარე ჯაბას, რომ ვიკიპედიაში ნებისმიერი წვლილი — მათ შორის მხოლოდ განხილვის გვერდზე გამოთქმული მოსაზრებებიც სასარგებლოა ვიკიპედიისთვის და გამოცდილი ვიკიპედიელი არასდროს დაზრახავს „უსაქმურ“ კოლეგას იმის გამო, რომ იგი სტატიის სახელთან დაკავშირებით აზრს გამოთქვამს. არაფრისგამკეთებელი ვიკიპედიელი, ყოველგვარი ირონიის გარეშე, დიდად პატივს სცემს ბატონი ჯაბას შრომისმოყვარეობას და იმედოვნებს, რომ მისი შეგირდებიც ამ შრომისმოყვარეობაში მიბაძავენ ბატონ ჯაბას. თუმცა, აქვე იმასაც იმედოვნებს, რომ ეს შეგირდნი არ დაემსგავსებიან თავიანთ „ვიკი-აღმზრდელს“ კოლეგების არნახულ პატივისცემასა და ვიკიპედიის არსის აგრერიგად გასიგრძეგანებაში. პატივისცემით, არაფრისმაქნისი Deu. 14:39, 12 აგვისტო 2016 (UTC)
- განხილვის გვერდებზე არაფერი არ იშლება. იქმნება არქივი.--ცანგალა (გ) 19:44, 12 აგვისტო 2016 (UTC)
პრინციპში რას მიშლის ახლა ეს? იყოს. ასეთები ბევრი ყოფილა და აქამდე ვერაფერი დამაკლო და ახლა რას დამაკლებს. პირიქით კარგია, ეწეროს. --ჯაბა 1977 20:54, 12 აგვისტო 2016 (UTC)
- მე ზოგადად ვემხრობი ერქვას ისე, როგორც ორიგინალში, wiki loves monuments. ახლა გადავხედე და ზოგიერთი, მათ შორის ფრანგული ვიკიპედიაც ასე აკეთებს. — Mikheil მიწერა 21:40, 12 აგვისტო 2016 (UTC)