განხილვა:ვაყის საჯარო სკოლა

ბოლო კომენტარი: 3 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა InternetArchiveBot თემაში გარე ბმულები შეცვლილია (სექტემბერი 2020)

ნამდვილად წასაშლელია, ასეთი არაენციკლობედიური სტატიები არ უნდა იქმნებოდეს.— ნიკა () 16:15, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

არ ვთვლი ასე. საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიჩნია, რომ ყველა საჯარო სკოლას უნდა ჰქონდეს საკუთარი ვებ გვერდი. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ სკოლებზე სტატიები შეიძლება იყოს.— გიორგი, 16:21, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
ის რომ სკოლას ვებ გვერდი აქვს, იმას არ ნიშნავს რომ ვიკიპედიაში მასზე სტატია დაიწეროს.— ნიკა () 16:24, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
მართალია, და მე არ მითქვამს რომ სტატიის მტავარი კრიტერიუმი უნდა იყოს საიტის ქონა. ამ შემთხვვევაში მთავარ კრიტერიუმად მე ვთვლი განათლების სამინისტროს პოლიტიკას - თუ მან მიიჩნია, რომ საჯარო სკოლა მნიშვნელოვანია, ჩვენც უნდა მივიჩნიოთ ასე.— გიორგი, 16:29, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ზოგადად, ნებისმიერ თემაზე შეიძლება სტატია არსებობდეს, თუ მასზე ენციკლოპედიური შინაარსის შექმნა შესაძლებელია. ამ შემთხვევაში სტატია მგონი გამართულია. - ალ-ო     @ 16:27, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ვიკიპედია:წაშლილი გვერდების განხილვები/2010/განხილვა:ხაბუმის 1 საჯარო სკოლა, ამ სკოლაზე თუ არ დატოვეთ სტატია მაშინ ვაყის საჯარო სკოლაზე რატომ უნდა დარჩეს?.— ნიკა () 16:31, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

მე იქაც იგივე პოზიცია მქონდა :). - ალ-ო     @ 16:33, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
მე კი შემეცვალა განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ.:)— გიორგი, 16:35, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

გიორგი განათლების სამინისტროსთვის სკოლა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და შენი არგუმენტი ვებ გვერდის შესახებ საკამოდ სუსტია. ასეთი ისტორია აქვს საქართველოს სკოლების 90%-ს და ყველაზე უნდა დაიწეროს სტატია?, მალე ალბათ ბაღებზეც და კერძო სკოლებზეც შეიქმნება სტატიები და ეს კარგი გგონიათ?. ამ სტატიას უფრო რეკლამის სახე აქვს— ნიკა () 17:54, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ჩემი აზრით სტატია უნდა დარჩეს რადგან საკმაოდ გამართული სტატია და თანაც სხვაენოვან ვიკიპედიებშიც შემხვედრია სტატიები რიგით სკოლებზე რომელიც არაფერი განსაკუთრებულით არ გამირჩევა— დათო_დათო 18:02, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. ვიკიპედიის სერვერები სკოლებზე სტატიების გამო არ აფეთქდება. მთავარია, კარგად გაფორმებული იყოს.— გიორგი, 18:03, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი
გიორგის ვეთანხმები ამ სტატიაში ჩასასმელია ინფოდაფა სკოლადათო_დათო 18:05, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

უნდა დარჩეს. ვთქვათ მე ვარ ანონიმური მომხმარებელი და მაინტერესებს, სად მდებარეობს, თუნდაც ვაყის საჯარო სკოლა, რატომ ვერ უნდა ვნახო ვიკიპედიაში მასზე ინფორმაცია? ეს ხომ თავისუფალი ენციკლოპედიაა, ყველაფრის შესახებ? ამიტომ ვთვლი, რომ უნდა იყოს, თუნდაც თბილისის 210-ვე საჯარო სკოლა და სხვა რეგიონების სკოლებიც. — GIO---->>13 განხილვაწვლილი 18:08, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ემ... ყველაფრის შესახებ არა. ეს არის ენციკლოპედია, და ინფორმაცია უნდა იყოს ენციკლოპედიური. ამ შემთხვევაში სკოლზებზე ინფორმაცია მე ენციკლოპედიური მგონია.— გიორგი, 18:15, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ლოგიკური კითხვა ჩნდება მაშინ რატომ წაიშალა ხაბუმის 1 საჯარო სკოლა?, თუ ერთი იშლება მაშინ სხვებიც უნდა წაიშალოს. საქართველოში არსებულ სკოლების უმრავლესობაში არის ფიზკულტური კაბინეტი, ბუფეტი და ა.შ. ეს სკოლა არაფრით გამორჩეული არ არის. დათო თუ შეიძლება დადე უცხოური სკოლის ბმული.— ნიკა () 18:17, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

აი მაგალითად ru:Школа № 146 (Пермь), ru:Боровская средняя школа, en:Saint Rose School, en:Randolph Schoolდათო_დათო 18:29, 27 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

მეც ამ სტატიის დატოვების მომხრე ვარ. ხაბუმის 1 საჯარო სკოლის სტატიაც ხომ არ აღვადგინოთ? - Island (გ) 01:16, 28 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

კი ბატონ :)— გიორგი, 04:21, 28 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ეს სკოლა ჩემს რაიონშია და კარგადაც ვცნობ ამ სტატიის ავტორს, ამავე სკოლის დირექტორს მამუკა მაჭარაშვილს. ასევე კარგად ვიცი ამ სკოლის ისტორიაც და ვფიქრობ, რომ ეს სტატია უნდა დარჩეს ვიკიპედიაში, რადგან ამ სკოლას აქვს თავისი ისტორია და ვიმეორებ ხაბუმის სკოლის განხილვაში ნათქვამს

ვიკიციტატა
„ბოლოსდაბოლოს რაღა დაგემართათ მულტფილმების გამოგონილ პერსონაჟებზე იწერება სტატიები და სკოლამ რა დააშავა ვერ ვხვდები.“

ჯაბა ლაბაძე () 05:41, 28 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ხაბუმის სკოლაც უნდა აღვადგინოთ. - ალ-ო     @ 05:42, 28 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ეს სტატია ისეთი სრულყოფილია... სკოლის დირექტორებზე და სასწავლო ნაწილებზე და თითოეულ პედაგოგებზე ალბათ საჭირო არ არის სტატიებში მათზე ბმულების გაკეთება. ისე ამ სკოლის ვებ. გვერდი არ მუშაობს - გასასწორებელია. განათლების სამინისტრო ამჟამად სკოლებს ვარსკვლავები უნდა მიანიჭონ და აქედან გამომდინარე ვიკიპედიაში ყველა მოისურვებს სკოლის შესახებ სტატიის დადებას. ცანგალა () 08:50, 28 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ვფიქრობ ხაბუმეც აღსადგენია. — ჯაბა ლაბაძე () 14:00, 28 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

რაც შეეხება სკოლის ვებ გვერდს: iatp სერვერზე განთავსებული არცერთი საიტი აღარ მუშაობს. ამიტომ მე ვფიქრობ ეგ საერთოდ წასაშლელია და არა გასასწორებელი.ჯაბა ლაბაძე () 14:03, 28 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

უკაცრავად, როგორც დავაზუსტე ეს ეხება მხოლოდ iatp.ge სერვერს iatp.net ჩვეულებრივად მუშაობს. — ჯაბა ლაბაძე () 19:49, 29 ივნისი 2010 (UTC)პასუხი

ხაბუმის სკოლა აღადგინა ვინმემ? --JABA 1977 18:07, 26 ივლისი 2013 (UTC)პასუხი

გარე ბმულები შეცვლილია (სექტემბერი 2020) რედაქტირება

მოგესალმებით ძვირფასო რედაქტორებო,

ცოტა ხნის წინ შევცვალედ 1 გარე ბმულები ვაყის საჯარო სკოლა. გთხოვთ გამონახოთ დრო და შეამოწმოთ ჩემი რედაქტირება. თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, ან ბოტი უგულებელყოფს ბმულებს და საერთოდ გვერდებს, გთხოვთ ეწვიოთ ხშირად დასმული კითხვების გვერდს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. მე შევასრულე შედმეგი ცვლილებები:
გთხოვთ, მიმართედ ხშირად დასმული კითხვების გვერდს, ბოტის შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად.
პატივისცემით.InternetArchiveBot (შეცდომის შესახებ) 23:21, 14 სექტემბერი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „ვაყის საჯარო სკოლა“-ზე დაბრუნება.