განხილვა:ერეკლე II-ის ოჯახი

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Jaba1977 თემაში კვლავ სექციის შესახებ

სქეციის სახელწოდება რედაქტირება

სექციის სახელწოდებად ალბათ "უღალატეს თუ არა შვილებმა და სხვა ოჯახის წევრებმა ერეკლეს სიცოცხლის ბოლო წლებში ?" არ გამოდგება. სხვა რამეა მოსაფიქრებელი.--Ouzo განხილვაწვლილი 18:55, 25 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

მართალია. ჯერ-ჯერობით სექცია ცარიელია. დავუცადოთ, თუ რამდენიმე დღის განმავლობაში არ დაიწერა არაფერი, სექცია უფუნქციობის გამო ამოიშლება, თუ დაიწერება, შინაარსის მიხედვით შევურჩევთ უფრო ენციკლოპედიურ სახელს. Deu განხილვა 18:58, 25 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
შინაარსი დაიწერა და მთლიანად ორიგინალური კვლევაა.--Ouzo განხილვაწვლილი 19:43, 25 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

ეს სტატია დავწერე, ფაქტები ყველა დასაბუთებულია. თუმცა, ალბათ დაუკვირვებლობის გამო, ზოგიერთი რამ ჩემს გვვერდზე არ შევიტანე. სტატია ისტორიკოს, ბ–ნ ვახტანგ გურულთანაც შეთანხმებულია. თუ არის საჭირო ასეთი სექცია ამ სტატიაში, ან მისი გადატანა შეიძლება "ერეკლე მეორე"–ზე, თქვენთვის მომინდვია. ასევე შესაძლოა საერთოდ არ შევიტანოთ, საწყენი არაფერია. თუ მასალას დავტოვებთ, სათაური თუ სახელი თქვენი გამოცდილებით შეიძლება შეირჩეს. თქვენ და თქვენს მეგობრებს ყველაფერში ვენდობი, როგორც ახალი ვიკიპედიელი.

პატივისცემით--თემო () 21:35, 25 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი


იმის შემდეგ, რაც საქართველო რუსეთმა მიიერთა, იმპერიამ დაიწყო ბეჭდვა ისეთი წიგნების, რომელშიც ცდილობდა დაემცირებინა საქაერთველოს სახელმწიფოებრიობა და მათი მეფეები. ასეთი იყო არტემ არარატელის (არარატსკი) წიგნი, რომელიც 1813 წელს რუსულად გამოსცეს და 4 ენაზე ითარგმნა,(სამწუხაროდ,ყველა უცხოელი მაგას ნახულობს და ზოგჯერ იმეორებს)ისტორიკოს ბუტკოვის და გენერალ გუდოვიჩის მონათხრობები (სწორედ გუდოვოჩმა არ მიაშველა ჯარი და ზარბაზნები ერეკლეს. ამასთან აღა–მაჰმად– ხანთან საიდუმლო მოლაპარაკებები ჰქონდა).

ერეკლესადმი შვილების და მეუღლის ღალატს სწორედ ისინი ავრცელებენ. არარატელი წერს დიდ ტყუილს, რომ ერეკლე ანანურში ყველასგან მიტოვებული ნახა,(ერეკლე არავის, თავისიანს მიუტოვებია და ავიდა თუ არა ანანურში, იმავე დღიდან დაიწყო ჯარის შეგროვება, ქვეყნის მართვა და საზავო მოლაპარაკებები) ამცირებს გიორგი მეთორმეტესაც, იმერელ მოლაშქრეებსაც.

ბუტკოვი წერს, რომ ერეკლეს დაკრძალვაზე 20000 კაცი იყო(თავად არ ესწრებოდა, კარგა ხნის მერეა ეს დაწერილი), ესეც არაა მართალი, მაგრამ მას უნდა თქვას – აი რა ხალხი ხართ ქართველები, კრწანისში 3000 არ მიხვედით, აქ კი ამდენი იყავითო. ესეც ტყუილია და გიორგი მეთორმეტეს დაწერილ სიგელში კარგად ჩანს თუ, როგორ დაასაფლავეს ერეკლე. ეს სიგელი მოყვანილი არის საქართველოს ისტორიის ქრონიკებში, რომელიც გვაქვს დასახელებული. ამას ეხმიანება პლატონ იოსელიანიც.

ასეთი არასწორი მონათხრობების დაწერა მაშინ იმიტომ იყო საჭირო რომ ეთქვათ – აი, ქართველთა მეფეს, ღალატობდა ცოლი, შვილები, ვერ მართავდა ქვეყანას, უღალატა იმერეთის მეფემ, შვილიშვილმა სოლომონმა,მიატოვა დ მარტო დატოვა ყველამ, კრწანისის ომისას მარტო დარჩა და ა.შ.– ამიტომ ჩვენც შეგვეცოდა მისი ქვეყანა და ისიც ნებაყოფილობით შემოგვიერთდაო. მაშინ დაახლოებით ასეთ მოსაზრებებს ანვითარებდნენ. ახლა თუ ჩვენც იგივეს გავიმეორებთ ე.ი. ჩვენს თავს ვამცირებთ და ჩვენ ქვეყნის წარსულს ვაკნინებთ.

შვილების შესახებ კატეგორიულად და დამამტკიცებელი საბუთების მიხედვით მსჯელობს ცნობილი ისტორიკოსი, იასე ცინცაძე (წიგნში "აღა–მაჰმად– ხანის შემოსვლა საქართველოში")და კატეგორიულად ამტკიცებს, რომ არც ერთ მათგანს არ უღალატნია მეფისთვის... ეს წყაროც მოყვანილია ლიტერატურაში(კრწანისში დამარცხების მიზეზები სულ სხვა იყო). ამაზე მსჯელობს პლატონ იოსელიანიც,თეიმურაზ ბატონიშვილიც (ლიტრატურაში მოყვანილია). მე გავაერთიანე და დავბეჭდე ეს მასალა წიგნში–"კრწანისს ნაბრძოლი ხმალი და ბატი ფრთის კალამი იოანე ბატონიშვილისა" და დოკუმენტურ მოთხრობაში "კრწანისი", რომელიც ჟურნალ "მნათობში" დაიბეჭდა. თითქმის ყველა თანამედროვე ისტორიკოსი; ვახტანგ გურული, როინ მეტრეველი, გოგი ლორთქიფანიძე, ჯაბა სამუშია, დიმიტრი შველიძე და სხვ. იცნობენ ამ მასალას და ეთანხმებიან. საწინაამღდეგო მოსაზრება არავის გამოუთქვამს. ჯაბა სამუშიამ დაბეჭდა ჩემი წერილი ერეკლეს ავადმყოფობასა და დაკრძალვაზე – ჟურნალ ისტორიანში. ოთარ ჭილაძემ კი, კრწანისის ბრძოლაზე – "მნათობში".

იასე ცინცაძის მოსაზრებით – (დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე) ერეკლეს ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო, მას ისეთი შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა, რომ ვერც ერთი ოჯახის წევრი მის ღალატს ვერ გაბედავდა და არც გაუკეთებიათ ეს. ასე, რომ მასალა, თუ სად იყვნენ მეფის შვილები და შვილიშვილები სანდო წყაროებზეა დაფუძნებული და ამის ნახვა შესაძლებელია იასე ცინცაძის, პლატონ იოსელიანის და თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნებში.

გმადლობთ, რომ საქართველოს ისტორიას ასეთ ყურადღებით ეკიდებით !

პატივისცემით--თემო () 18:55, 1 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

კვლავ სექციის შესახებ რედაქტირება

მე ვფიქრობ სექცია გრძელი სათაურით მთლიანად წასაშლელია (მიუხედვად იმისა რა წერია შიგ), რადგან ვფიქრობ ასეთი ტექსტი ენციკლოპედიაში არ უნდა იყოს. --JABA 1977 14:59, 18 თებერვალი 2015 (UTC)პასუხი

გვერდ „ერეკლე II-ის ოჯახი“-ზე დაბრუნება.