განხილვა:დლივისწყალი

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Island თემაში გადამისამართება

ეს მდინარე იგივე მურჯახეთისწყალი ხომ არ არის? - Island (გ) 14:22, 3 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

ბუკლეტის ტექსტის მიხედვით, ახალქალაქი ორი მდინარის შესაყარშია, რომელთაგან ერთია „ფარვანა“ (ე.ი. თავფარავნისწყალი), მეორე კი „ქარასუნ აღბიურ“ (ე.ი. ორმოცი წყარო). ასეთი სახელწოდება არ არსებობს. ესაა თარგმანი თურქული ყირხ-ბულახისა, რომელიც რუსულ ხუთვერსიან რუკაზეა აღნიშნული. უფრო ადრე მას დლივისწყალი, ხოლო ძველ ქართველ ისტორიკოსებთან ახალქალაქისწყალი ეწოდებოდა. მდინარის გვიანი, თურქული სახელწოდების სომხურად გადმოკეთებით, ტექსტის ავტორი ცდილობს როგორმე დაამკვიდროს ჰიდრონიმის სომხური ფორმა. [1];
ბევრი რამე ეწოდებოდა მაგ მდინარეს, დლივისწყალი, ახლაქალაქისწყალი, ორმოციწყალი, მურჯახეთისწყალი. (თბილისის ფორუმიდან, რაც წყარო არ არის, მაგრამ დასაფიქრებელია) [2]
ერთიდაიგივეა ზღვის დონიდან 2 760 მეტრის სიმაღლეზე მდინარის სიგრძე 32 კმ-ია — საინტერესოა ამ ინფორმაციის წყარო. ჩემი აზრით დლივისწყალი იგივე მურჯახეთისწყალი--ცანგალა () 15:14, 3 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
მურჯახეთისწყალი და კირხბულახი აბსოლუტურად ერთიდაიგივე მდინარეებია. ტოპონიმი კირხბულახი (Кырх-булак) გასული საუკუნის რუსულ ტოპრუკებზე გვხვდება, ხოლო ქართულ სამეცნიერო გეოგრაფიულ ლიტერატურაში ტოპონიმი მურჯახეთისწყალი უკვე გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ჩანს. აქ სადავო არაფერია. უპირატესობა უნდა მიენიჭოს მურჯახეთისწყალს, რადგან გეოგრაფიულ ლიტერატურასა თუ ლექსიკონებში მურჯახეთისწყალია ყველგან. ახალქალაქისწყალს რაც შეეხება იგივე მდინარე ფარავანია და არა მურჯახეთისწყალი. ამავ დროულად, რუკა, რომელიც გამოყენებულია სტატიაში მცირე შეცდომას შეიცავს, ფასკიის ტბა უნდა იყოს ზრესკის ტბა, რომელიც ამ სახელწოდებითაა დამკვიდრებული, რაც შეეხება გეკთაფინის ქედს გამოგიტყდებით და პირველად მესმის. რუსულის კალკს წააგავს. ნიალისყურის ქვერაიონის გეომორფოლოგიურ ერთეულში გვაქვს ნიალისყურის ქედი, რომელსაც გიოქთაფის ქედსაც უწოდებენ. საერთოდ, გადახედეთ კიდევ ერთხელ ნამუშევრებს და რაც საჭიროა გადავიტანოთ. - OTOGI Messages 13:58, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
თუ მურჯახეთისწყალი და კირხბულახი როგორც შენ აღნიშნავ აბსოლუტურად ერთიდაიგივე მდინარეებია. გამოდის რომ დლივისწყალი და მურჯახეთისწყალი ერთიდაიგივე მდინარეებია, რადგან სტატიაში დლივისწყალი მდინარის მეორე სახელი კირხბულახია.--ცანგალა () 14:17, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

ვახუშტისთან მაგ მდინარეს ახალქალაქის წყალი ჰქვია. ამასა და ჯავახეთის მტკვასრს შორის არისო ახალქალაქიო. მეფისრუსეთის დროინდელზე, კირხბულახი წერია და თაფარავანი მდინარე და ამათ სორისაა ახალქალაქი.--Surprizi განხილვაწვლილი 15:03, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

კირბულაკი წერია მაიჯორჯია ჯის ქართულ საგზაო რუკაზე--Surprizi განხილვაწვლილი 15:06, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

მოკლედ დლივისწყალი არის იქ სადაც არის დლივი--Surprizi განხილვაწვლილი 15:22, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

ის რაც ისტორიულად იყო საკუთრივ სტატიაში შეგიძლიათ აღნიშნოთ. მთავარ სათაურთან ამას კავშირი არ აქვს. ტოპონიმიკის მხრივ, საგზაო რუკა სანდო აკადემიურ წყაროდ ვერ ჩაითვლება. აქ საუბარი მაქვს ტოპონიმიკაზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს აკადემიურ წყაროებზე დაყრდნობა, ამ მხრივ, საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბილისი, 2009, გვერდი 119, წერია მურჯახეთისწყალი; ქსე (ილია აფხაზავა), ტ. 7, გვ. 203, თბ., 1984 წელი — მურჯახეთისწყალი. არ არის საკმარისი ?!. მიაქციეთ ყურადღება, რომ არც ერთ შემთხვევაში კირხბულახი ნახსენებიც კი არ არის (სამართლიანად). დამკვიდრებული დამახინჯებული ტოპონიმების განდევნა 90-იანი წლების შემდეგ დაიწყო და დღესაც გრძელდება. მურჯახეთისწყალი და დლივისწყალი ანუ კირხბულახი ერთიდაიგივე მდინარეებია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ. - OTOGI Messages 15:35, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
P. S. დლივს რაც შეეხება იგი დილიფის ძველი სახელწოდებაა. - OTOGI Messages 19:00, 4 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
გამოგიტყდები და ეჭვი მქონდა რომ დილიფი და დლივი ერთი და იგივეა. საერთოდ მდინარეებს ყოველთვის არქმევდნენ მასთან არსებული ყველაზე ცნობადი დასახლების სახელს. ანუ დლივისწყალის შემთხვევაში მდინარეს ერქვა დლივის (დილიფის) გამო, მურჯახეთისწყალის შემთხვევაში — დასახლებული პუნქტი მურჯახეთი, ახალქალაქისწყალის შემთხვევაში — ახალქალაქი. უფრო მეტიც, შესაძლოა ერთ მდინარეს მის სხვადასხვა მონაკვეთზე ერქვას სხვადასხვა სახელი, ან შენაკადები იყოს და ჩვენ გვეგონოს რომ საქმე ერთ მდინარესა თუ სახელწოდებასთან გვაქვს. ადრე არ არსებობდა აქსიომა მდინარის ერთ სახელწოდებასთან დაკავშირებით, როგორც დღეს არის ამიტომ მე მომხრე ვარ ეს ორი სტატია გაერთიანდეს რადგანაც საუბარია მე ვფიქრობ არა მთავარი მდინარესა და შენაკადზე არამედ ერთი და იმავე მდინარის ორ სახელწოდებაზე. თუ საწინააღმდეგო დადასტურდა მაშინ შესაბამის წყაროზე უნდა მოხდეს გამიჯვნა. ეხლა კი ერთ-ერთიდან გადავამისამართოთ, ისევე როგორც ახალქალაქისწყალიდან ძირითად სტატიაზე.--Surprizi განხილვაწვლილი 03:42, 5 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
რუკას რაც შეეხება ვფიქრობ რომ ზედ უნდა იქნეს დატანილი, დილიფი (დლივი) და მურჯახეთი დასახლებები.--Surprizi განხილვაწვლილი 03:48, 5 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
რუკა კაია თვითნაკეთი მაგრამ სიზუსტე აკლია. ჯობია გუგლის რელიეფური რუკა გადმოიწეროს და იმაზე დატანულ იყოსმდინარეები და საჭირო დასახლებული პუნქტები. თუ რუკის ავტორი წინააღმდეგი არ იქნება შემიძლია მე გავაკეთო აღნიშნული რუკა.--Surprizi განხილვაწვლილი 14:17, 9 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი
გუგლის რუკა როგორ უნდა მოიტანო გის რუკასთან? ეს რუკა ძირითადად არის მდინარეზე და არა ზოგადად ფიზ. რუკის შინაარსით და ზედმეტად გადატვირთვა არ მივიჩნიე საჭიროდ. ამ რუკას ნუ შეცლით და სხვა თუ გინდა შემქენით რამდენიც გსურთ. ამის რელიეფი უზუსტესი დეტალურობითაა (1 Arc second resolution), გუგლი ვერც შეედება--g. balaxaZe 19:54, 9 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

კეთილი მაშინ ნება იბოძეთ და დაამატეთ ორი დასახლებული პუნქტი რომელიც ზევით ვახსენე.--Surprizi განხილვაწვლილი 03:18, 11 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

კაი თუ გინდა დატოვე, ბასეინს ისედაც აჩვენებს რისთვისაცაა ეგ რუკა. თუ ვინმეს მოუნდება სიტუაციური რუკის ჩვენება იმან დეტალურად გახაზოს დასახლებული პუნქტების მდებარეობა....--Surprizi განხილვაწვლილი 03:24, 11 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

გადამისამართება

რედაქტირება

რადგან ერთი და იგივე მდინარეა, გადამისამართება გავაკეთე მურჯახეთისწყალზე. - Island (გ) 11:11, 23 აგვისტო 2016 (UTC)პასუხი

გვერდ „დლივისწყალი“-ზე დაბრუნება.