განხილვა:დიდი გლდანის ტბა
არსებობს გლდანის ორი ტბა: დიდი გლდანის ტბა და პატარა გლდანის ტბა. ამ ტბების მონაცემები გვაქვს და შესაძლებელია ორი დამოუკიდებელი სტატიის შექმნა. სტატიაში, რომ წერია ტბის ზომები: 900X300 — ეს დიდი გლდანის ტბის ზომებია, ერთმნიშვნელოვნად. ისიც მახსოვს, რომ გენეზისით ორივე სუფოზიური ტბაა. გლდანის ტბა ასეთი გაგება არ არსებობს. - OTOGI Messages 14:09, 30 ნოემბერი 2015 (UTC)
- როგორც მითითებულია, წიგნაკის „თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“ მიხედვით შევიტანე მონაცემები. იქ წერია „გლდანის ტბა“ (დიდ ტბას გულისხმობს, როგორც ჩანს). შეგიძლია გაასწორო. - Island (გ) 07:27, 2 დეკემბერი 2015 (UTC)
@Island: წყაროებისა და მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, შეიქმნა ორი დამოუკიდებელი სტატია: დიდი გლდანის ტბა და პატარა გლდანის ტბა. გლდანის ტბა როგორც გადამისამართება წავშალე, რადგან ზუსტ აზრს ვერ გამოსახავდა. - OTOGI Messages 14:41, 14 იანვარი 2016 (UTC)
- გასაგებია. მადლობა. - Island (გ) 07:51, 16 იანვარი 2016 (UTC)
ხომ არ ჯობდა დიდი გლდანის ტბას და პატარა გლდანის ტბას დავარქვათ შესაბამისად გლდანის დიდი ტბა და გლდანის პატარა ტბა. იმიტომ, რომ ჩემის აზრით ეს ტბები დიდი გლდანის და პატარა გლდანის კი არ არის, არამედ ორივე გლდანისაა და განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ერთი დიდია და მეორე პატარა. ასევე ჯობდა გურიის მხარეში დიდი ჯაჯის ტბისთვის და სამცხე-ჯავახეთის მხარეში პატარა ჯაჯის ტბისთვის შესაბამისად დაგვერქვა ჯაჯის დიდი ტბა და ჯაჯის პატარა ტბა, ოღონდ ერთი მთავარი რამ უნდა გავითვალისწინოთ — თუ არსებობს დიდი და პატარა ჯაჯი (საერთოდ რა არის ჯაჯი მე არ ვიცი), მაშინ სახელები სწორადაა შერჩეული, მაგრამ თუ არ არსებობს ჯობდა გადაგვერქვა.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:35, 26 მაისი 2023 (UTC)