განხილვა:დალიდაღი

ბოლო კომენტარი: 3 თვის წინ დატოვა მომხმარებელმა GiorgiXIII

სურათზე გამოსახული მთა არ არის დალიდაღი. სოფელ საყდრიონიდან ამ მთამდე მანძილი 40კმ-ზე ცოტა მეტია. სოფელი ძალიან გავს საყდრიონს, მთის ძირას, რომ თეთრი ლაქებია ეგ BP-ის (ბრიტიშ პეტროლიუმი) დიდი ბაზაა, მარცხნივ მდებარეობს სოფელი აიაზმა (ქართულ-სომხური), ხოლო მარჯვნივ ნარდევანი (მთლიანად სომხური, სადაც შესანიშნავი კომბოსტო მოჰყავთ, თუმცა შარშან ჭია გაუჩნდა). ეგ მთა კი ჭიქიანია, რომელიც მდებარეობს ფარავნის (თიქმათაში) უღელტეხილიდან 2-3 კმ-ით სამხრეთით ფარავნის ტბის დასაწყისთან (თბილისიდან). ჩემი დიდი ვარაუდით Yasuhiro Kojima-ს ან რაღაცა შეეშალა, ან ფარავნის ტბასთან, ჭიქიანის მთის ახლო-მახლო მდებარეობს მეორე დალიდაღის მთა. GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:11, 19 იანვარი 2024 (UTC)პასუხი

აი ეხლა ვნახე სურათის ფაილის კატეგორია, სადაც ჩემი აზრით ჩანს შეცდომა. აი ფაილის კატეგორია Category:Mount Dalidaghi (Tsalka Municipality). შესაბამისად სურათი ამოსაღებია ინფოდაფიდან.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 20:37, 19 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
ფარავნის ჩრდილოეთით მდებარე დალიდაღი აქვს გადაღებული ავტორს, ანუ სხვა მთა. გიო ოქრო 20:52, 19 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
ფარავნის ჩრდილოეთით მდებარე დალიდაღი ვეძებე და ვერ ვნახე, მაგრამ საქმისათვის ამას არაფერი მნიშვნელობა არა აქვს. თქვენ ხომ მეთანხმებით, რომ ეს სხვა მთაა, გინდ სხვა დალიდაგი, გინდ ჭიქიანი და ვისაც რა უნდა ის. მთავარი ჩემთვის ისაა, რომ თქვენ, როგორც ვიკიპედიის ერთ-ერთი მცოდნე და გამოცდილი ადამიანი მეთანხმებით, რომ ეგ არ არის ის დალიდაგის მთა, რომელზეც სტატიაა დაწერილი. მაგ ტრასაზე ათასჯერ მაქვს ავლილ-ჩავლილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ არის მთა ჭიქიანი. შეიძლება სურათის ვიზუალი მატყუებდეს, ეგეთი რამეები ხდება ხოლმე. ჩემი აზრით თუ კიდევ მინიმუმ 3-4 ვიკიპედიელი მხარს დაგვიჭერს სურათი ამოსაღებია ინფოდაფიდან.GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 16:25, 20 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
აი ეს დალიდაღი აქვს გადაღებული ავტორს — https://imgur.com/a/IGqijcD. გიო ოქრო 17:08, 20 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
დიახ, ამ ფოტოზე სხვა დალიდაღია. მე ადრე ერთხელ ჩავსვი აქ და მერე თვითონ მივხვდი, რომ სხვაა, და ამოღებული მქონდა. -Island (გ) 08:20, 21 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
სტატიაში „ჯავახეთის ქედი“ ორივე დალიდაღია მოხსენიებული. - Island (გ) 08:33, 21 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გამარჯობათ ყველას! თქვენ იცოცხლეთ ბატონო გიორგი და ბატონო ისლანდ, თქვენს მიერ დადებულ ფოტოებზე სხვა დალიდაღია დადებული. გუშინ მე შეცდომით დავწერე, რომ ეს იყო ჭიქიანის მთა, რაზედაც ყველას ბოდიშს ვუხდი. რაც შეეხება სტატია „ჯავახეთის ქედს“ აქ მართლაც ორ ადგილას არის მოხსენებული მთა დალიდაღი, სხვადასხვა სიმაღლეებით (2661 მ და 2914 მ). თუ კარგად დავაკვირდებით ამ ორ სურათს მივხვდებით, რომ მეორე მთა დალიდაღი უნდა იყოს ჩემი დიდი ვარაუდით რუკებზე აღნიშნული უსახელო მთა ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვართან, რომელსაც აწერია მხოლოდ მწვერვალი, ხოლო სიმაღლე აწერია 2665 მ და მდებარეობს შავიმთასთან და წითელიმთასთან (ყიზილდაგთან) ახლოს (დაშორება 3-3 კმ). მისი კოორდინატებია N 41.54687 E 43.74756 (41° 32′ 48.73″ N, 43° 44′ 51.22″ E). ამასთან კიდევ იცით რა მაქვს სათქმელი? მე მიკვირს რატომ ვწერთ სტატიების სათაურებად მთების თურქულენოვან, სომხურენოვან, ოსურენოვან და სხვადასხვა ენოვან სათაურებს, როდესაც რუკებზე ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად აწერია ქართული სათაურები. მაგალითად ყარაყაია, როდესაც მას აწერია შავი მთა? მეორე მაგალითი: მე დავარედაქტირე მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეების მთები და ჩემი გაგებით ხოხი ოსურ ენაზე არის მთა (მე არ ვიცი ოსური ენა და შეიძლება ვცდები). ეს მხარეები არასოდეს არ ყოფილან ეგრედ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, საბჭოთა პერიოდშიც კი. მაშინ რაღა საჭიროა ამ მხარეების მთების დასახელებაში ხოხების მიწერა ვერ გამიგია (არ ვგულისხმობ გამსახურდიას ტერიტორიული რეფორმების დროს ჯავის მუნიციპალიტეტის ზოგიერთი ტერიტორიების ონის მუნიციპალიტეტისადმი გადაცემულ ტერიტორიებზე არსებულ მთებს)?GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 11:02, 21 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
ფოტო ამოღებულია. თქვენმა კომენტარმა გამახსენა ეს განხილვა. - Island (გ) 05:40, 22 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გამარჯობათ ყველას და თქვენ ბატონო ისლანდ! დიდი მადლობა, რომ შეასწორეთ და ასევე მადლობა იმისათვის, რომ კომენტარი გაუკეთეთ ჩემს მოსაზრებას მთების არაქართული დასათაურების გამო. მე რომ გითხრათ სიმართლე პირველ გამოხმაურებას ჯერ ბატონი ოთოჯის, ხოლო შემდეგ ბატონი გიო ოქროსგან ველოდი, მაგრამ მაგაში არაა პრობლემა. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ საკითხთან მიმართებაში გააჩნია საკუთარი მიდგომა და ასე ვართ ყველა და ასე ვარ მეც. შესაძლებელია ეს ადამიანი თავის მიდგომებში ცდებოდეს, მაგრამ ჩემი აზრით ამით არც ეს ადამიანი დაიღუპება და არც ქვეყანა. მე მიმაჩნია, რომ ვცხოვრობ საქართველოში და ყველა გეოგრაფიულ წერტილს, რომელსაც გააჩნია ქართული დასახელება უნდა ვუწოდოთ ქართული სახელი. თუ ქართული დასახელება არ გააჩნია, მაშინ ვუწოდოთ მას აზერბაიჯანული, სომხური, რუსული, ოსური, აფხაზური ან სხვა სახელები (მე წინააღმდეგი არ ვიქნები). ბატონმა ოთოჯიმ მე მომწერა, რომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ვიკიპედია:ორიგინალური კვლევის დაუშვებლობა. ის მართალია და ძალიან მართალიც, მაგრამ მე რომ ყურადღებით წავიკითხე იგი (მანამდეც მქონდა წაკითხული) იქ წერია, რომ უნდა ენდოთ სანდო, უტყუარ და მართალ წყაროებსო. წყაროები უმრავლეს შემთხვევაში მართლაც უტყუარია, მაგრამ ყოველთვის ეს რომ ასე არ არის მე უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი (რამდენიმე წელი). რაც შეეხება გეოგრაფიული წერტილების ენობრივ დასახელებას მე ყველას ვინც ამას წაიკითხავს ვეკითხები იქნება კი ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ის, რომ საქართველოში ავტონომიური რესპუბლიკის და ოლქის ჩათვლით იქნებოდა ქართული დასახელებები, ის კი არა მესხეთ-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში (საიდან მოიგონა შევარდნაძემ?) ან რაჭა ლეჩხუმსა და ქვემო ქართლშიც კი (ესეც შევარდნაძის გამოგონილი) რამდენიც გინდათ იმდენი გეოგრაფიული წერტილია გადაკეთებული სხვა ენაზე და ქართული მივიწყებული. ყველა თუ არა ვიღაცა მაინც იტყვის ამ კაცს ნაციზმი და ურაპატრიოტიზმი ალაპარაკებსო, მაგრამ არა ბატონებო, ყველას გაუმარჯოს და ყველა ადღეგრძელოს, მაგრამ შავ კლდეს ყარაყაიას რომ დაარქმევ (ქართულის გარდა კიდევ სამ ენაზეა დაწერილი: ჩეხურზე, იაპონურზე და სებუანოს ენაზე და იაპონურის გარდა ორივეზე შავიკლდე აწერია. იაპონურზე სტატია ვინ შექმნა? ვინ და ქართველმა, ისტორიას დაუწკაპუნეთ და თვითონ წაიკითხავთ), შიდა ქართლის მხარეში და მისგან მარცხნივ და მარჯვნივ მდებარე მხარეებში არსებულ საკმაოდ ბევრ მთას ხოხებს (მდინარეებს კი დონებს) რომ მიუწერ სხვას რას იფიქრებ? ზოგი კიდევ იტყვის წყაროში ასეა მოხსენებულიო. ვისთვისაც უნდა იმისთვის იყოს სანდო, ჩემთვის 100 წელი არ იქნება ასეთი წყარო სანდო. სათქმელი კიდევ იმდენი მაქვს, რომ დილამდე შემიძლია ვწერო (მაგ. უაზრო სამხრეთ ოსეთის სპეციალური ადმინისტრაციული ერთეული, ერედვის, თიღვის, ქურთის მუნიციპალიტეტები), მაგრამ ამის დროც არ არის და ეს ჩვენი გადასაწყვეტიც არ არის (არ მინდა მთავრობის საქმიანობაში ჩავერიო).GiorgiXIII (განხილვა/წვლილი) 15:54, 22 იანვარი 2024 (UTC)პასუხი
გვერდ „დალიდაღი“-ზე დაბრუნება.