განხილვა:გლობალური ომის პარტია
წაშლის კანდიდატი
რედაქტირებაროდის იყო, რაღაც ბოდვებზე ენციკლოპედიური სტატია იქმნებოდა? ვფიქრობ, არაა ადგილი ვიკიში, მეტ პოპულარიზაციას ვუწევთ ამ ბოდვას. — Mikheil მიწერა 19:18, 16 ივლისი 2024 (UTC)
- საღამომშვიდობის, იყო პრეცენდენტი კონსპირაციის თეორიებზე სტატიის არსებობის ქართულ ვიკიში და ამიტომ გადმოვთარგმნე, არცერთი მსგავსი თეორიის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, იმედი მაქვს სხვა მომხმარებლებიც ჩაერთვებიან განხილვაში და დაე იყოს ისე, როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს )) პატივისცემით----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:57, 16 ივლისი 2024 (UTC)
- ბოდვა როა, მაგაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ პირიქით კარგი მგონია ვიკიში ამ სტატიის არსებობა (ამ ფორმით, რა თქმა უნდა). მსურველმა რომ წაიკითხოს რა როგორაა, მაგისთვის არ გვაქვს ვიკი? თუმცა, სათაურში ალბათ ფრჩხილებში (შეთქმულების თეორია) ან რამე მსგავსის ჩამატება არ იქნებოდა ურიგო. ნიკა 22:52, 16 ივლისი 2024 (UTC)
- არსებობს რეზონანსული ტიპის შეთქმულების თეორიები, როგორიცაა მისტიფიკაცია ადამიანის მიერ მთვარეზე გამზავრების შესახებ, ბრტყელი დედამიწის თეორია, კოვიდთან დაკავშირებული მრავალი მისტიფიკაცია და ა.შ. მიმდინარე სტატია უწყაროა და შესაბამისად უგვანო. არც ერთი წყარო არ აღიარებს აღნიშნულ საკითხს შეთქმულების თეორიად. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ არარსებულ ან დაუდასტურებელ შეთქმულების თეორიას. თუკი შეიქმნება წონადი წყაროების ჯაჭვი მერე შეიძლება დალაპარაკება. პოლიტიკოსის განცხადება ვერ იქნება შტამპი, ამაზე როგორც მინიმუმ სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციები უნდა საუბრობდნენ და ა.შ. აქ კი, რა გვაქვს... - OTOGI Messages 23:53, 16 ივლისი 2024 (UTC)
- ბოდვა რომაა ნამდვილად კარგია რომ აღიარებთ. უბრალოდ ვიკიპედიაში მომხმარებელს გაცილებით უკეთესი რამ უნდა შევთავაზოთ და არა ბოდვა. ეს სტატია წასაშლელია უპირობოდ. Wiki - ჯაბა 04:39, 17 ივლისი 2024 (UTC)
- მგონია არასწორეა სტატიის წაშლის მოთხოვნა ისეთ თემაზე რასაც ჩვენი ხელისუფლება ყოველდღე ახსენებს. ვიკიპედიაზე მარტო კარგ თემებზე თუ იქნება საუბარი და ეს ნახსენები არ იქნა მგონია დიდი დანაკარგია. Zlad! (განხილვა/წვლილი) 20:47, 17 ივლისი 2024 (UTC)
- ბოდვა რომაა ნამდვილად კარგია რომ აღიარებთ. უბრალოდ ვიკიპედიაში მომხმარებელს გაცილებით უკეთესი რამ უნდა შევთავაზოთ და არა ბოდვა. ეს სტატია წასაშლელია უპირობოდ. Wiki - ჯაბა 04:39, 17 ივლისი 2024 (UTC)
- არსებობს რეზონანსული ტიპის შეთქმულების თეორიები, როგორიცაა მისტიფიკაცია ადამიანის მიერ მთვარეზე გამზავრების შესახებ, ბრტყელი დედამიწის თეორია, კოვიდთან დაკავშირებული მრავალი მისტიფიკაცია და ა.შ. მიმდინარე სტატია უწყაროა და შესაბამისად უგვანო. არც ერთი წყარო არ აღიარებს აღნიშნულ საკითხს შეთქმულების თეორიად. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ პოპულარიზაციას ვუწევთ არარსებულ ან დაუდასტურებელ შეთქმულების თეორიას. თუკი შეიქმნება წონადი წყაროების ჯაჭვი მერე შეიძლება დალაპარაკება. პოლიტიკოსის განცხადება ვერ იქნება შტამპი, ამაზე როგორც მინიმუმ სხვადასხვა ტიპის ინსტიტუციები უნდა საუბრობდნენ და ა.შ. აქ კი, რა გვაქვს... - OTOGI Messages 23:53, 16 ივლისი 2024 (UTC)
- ბოდვა როა, მაგაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ პირიქით კარგი მგონია ვიკიში ამ სტატიის არსებობა (ამ ფორმით, რა თქმა უნდა). მსურველმა რომ წაიკითხოს რა როგორაა, მაგისთვის არ გვაქვს ვიკი? თუმცა, სათაურში ალბათ ფრჩხილებში (შეთქმულების თეორია) ან რამე მსგავსის ჩამატება არ იქნებოდა ურიგო. ნიკა 22:52, 16 ივლისი 2024 (UTC)
- საღამომშვიდობის, იყო პრეცენდენტი კონსპირაციის თეორიებზე სტატიის არსებობის ქართულ ვიკიში და ამიტომ გადმოვთარგმნე, არცერთი მსგავსი თეორიის ადვოკატად ნამდვილად არ გამოვდგები, იმედი მაქვს სხვა მომხმარებლებიც ჩაერთვებიან განხილვაში და დაე იყოს ისე, როგორც ვიკისაზოგადოება გადაწყვეტს )) პატივისცემით----ჯეო2007განხილვაწვლილი 19:57, 16 ივლისი 2024 (UTC)
საკმაოდ გავრცელებული (მიუღებელი, მაგრამ ცნობადი) თეორიაა, არ არის მარგინალური ჯგუფების შემოქმედება და ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფში ცნობილი. თან ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდა (მაგალითად პოლიტიკო განიხილავს შეთქმულების კონტექსტში). რა თქმა უნდა არსობრივად სრული სისულელეა, თუმცა მგონია, რომ უნდა დარჩეს ვიკიში. გიო ოქრო 17:43, 17 ივლისი 2024 (UTC)
@ჯეო: ვნახე სტატია. ვთვლი რომ სტატია არაფერს არ ეხება და აქედან გამომდინარე არაენციკლოპედიურია. არაფერს არ ეხება იმიტომ რომ შენ, როგორც სტატიის ავტორმა არ დაასახელე იმ „ომის პარტიის“ არც წევრები, არც ორგანიზაციული სტრუქტურა, არც ისტორია! არაფერი!!!! არ ვიცი მაგრამ მინდა გითხრა რომ სტატიები ესე არ იწერება. ეგ „გლობალური ომის პარტია“ რასაც შენ იძახი წესით უნდა არსებულიყო საუკუნეების მანძილზე და ემართა მსოფლიო, მაგრამ არაფერი არ ვიცით ვინ არიან, სად არიან, რა უნდათ და არიან თუ არა მართლა ფიზიკურად. თუ ეს უბრალოდ ამა თუ იმ პოლიტიკოსის ნათქვამი ლიტონი სიტყვებია, ეს კიდევ მეტი არგიუმენტია იმისა, რომ სტატია არაენციკლოპედიურია! ანუ თუ არაფერი არ ვიცით, რას ვაკეთებთ ვიკიპედიაში? სწორეა — არ ვხნით სატატიას და თუ ესე სპონტანურად იხსნება მაშინ ვშლით!!! სტატია გაიხსნას იმის გამო, რომ რომელიმე პოლიტიკოსმა რამე ტერმინი გააჟღერა, არამართებულია! გიმეორებ, ტერმინი ახლა ითქვა მაგრამ მის უკან ამ ეტაპზე არანაირი საყრდენი წერილი არაა არც პიროვნებების არ ისტორიის და არც ფიზიკური არსებობის სახით! ის რომ ესა თუ ის პოლიტიკოსი ვინმეს ე. წ. „გლობალური ომის პარტიაში“ შეიყვანს — ესაა მისი თავისუფალი უფლება ესე თქვას და არ ნიშნავს რომ დასახელებული პიროვნებები მართლა ამ ორგანიზაციის ნომრიანი წევრები არიან. მასე ცხონებული ზვიად გამსახურდია ყოველ მეორეს კაგებეს აგენტს ეძახდა და ილია მეორეზე კიდევ უფრო უარესი აქვს ნათქვამი. რა ავდგეთ ეხლა და ზვიადის მის ეპითეტებზე სტატიები ვხსნათ, მაშინ როცა არანაირი წყარო არა გვაქვს დამადასტურებელი ამისი??? ჯეო მოდი აი რომ გამოჩნდებიან ომის პარტიის რეალური წევრები და გასაჯაროვდება მათი მოღვაწეობის ისტორია, მერე გავხსნათ ეს სტატია. ამ ეტაპზე ეს ამ სახით რაცაა წასაშლელია!--Surprizi (განხილვა/წვლილი) 18:26, 20 ივლისი 2024 (UTC)
- ჩემი დაწერილია ეს სტატია, ჯეომ უბრალოდ გადათარგმნა. ძაან უცნაური მეჩვენება ეს ახსნა და არაფერთან კავშირშია მგონი. ზუსტადაც რომ არ არსებობს, ესე იგი შეთქმულების თეორიაა და შეთქმულების თეორიებს აქვთ ხოლმე საერთოდ ვიკიპედიის გვერდები. თუ გამოაშკარავდება წევრი, ესე იგი აღარაა შეთქმულების თეორია და ორგანიზანიზაციაა და შეგიძლია ორგანიზაციის ტიპის სტატიად გადააკეთო. მაქამდე საკმაოდ ადეკვატურ და შესაფერის ფორმაშია. პლიუს დაუსახელებიათ ქოცებს ერთ-ერთი წევრი - cnn :დდდ Zlad! (განხილვა/წვლილი) 11:07, 23 ივლისი 2024 (UTC)
- მოდი დავიწყოთ ბოლოდან. არ შეიძლება რომ არ მოგცეთ შენიშვნა: სიტყვა ქოცები, ნაცები... ესაა დამცინავი სახელწოდება ამა თუ იმ პარტიის. მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს თქვენ არ იცოდით, რადგანაც ვიკიპედია ეს არაა ვინმეს ან რომელიმე ჯგუფის ირონიულად მოხსენიების ადგილი. იმედია მეტი მსგავს რიტორიკას, რასაც თუნდაც იგივე პოლიტიკოსები იყენებენ, აქ ვიკიპედიაში აღარ გაიმეორებთ. რაც შეეხება ტერმინ „გლობალური ომის პარტიას“. ვიკიპედიაში გვაქვს ესეთი განსაზღვრება — „ორიგინალური კვლევა“. მე მაგალითად ადრე დაწერილი მქონდა სტატია „ორმეფობა იბერიაში, მირიანიდან ვახტანგ გორგასლამდე“. აღნიშნულ სტატიაში მე ორ საისტორიო წყაროზე დაყრდნობით მქონდა გაანალიზებული, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილი ერთმეფობის ნაცვლად სახეზე გვქონდა ორმეფობა და ეს მე ორი სასიტორიო წყაროს ანალიზით დავადგინე. მოგვიანებით ადმინისტრატორმა, რომ წაიკითხა აღნიშნული სტატია მითხრა, რომ ეს იყო ჩემი ორიგინალური კვლევა, და რომ აქ ვიკიპედიაში აკრძალულია ორიგინალური კვლევის გამოქვეყნება და საჭიროა სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობა სტატიის დასაწერადო. მე მას დავეთანხმე და წავშალეთ სტატია. ზუსტად იგვე შემთხვევას აქვს ადგილი თქვენს მიერ შემოთავაზებულ სტატიასთან დაკავშირებით! თქვენ შემოგაქვთ ისეთ თემაზე სტატია, რაზეც არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერი არაა დაწერილი. ფაქტიურად თქვენ აქ აგროვებთ იმ მასალას, რაც ცალკე უნდა შეგეგროვებინათ და მასზე დაგეწერათ წიგნი. შემდეგ ჯეოს რომ შემოეტანა აღნიშნული სტატია თქვენს წიგნზე დაყრდნობით იქნებოდა ლოგიკური და გასაგები. აი ესე იწერება ჩვენთან სტატიები. მარტო ბმულებზე შეიძლება სტატიის დაწერა, მაგრამ იგი გამოიყენება რეალურად მომხდარ ფაქტებზე სტატიის წერისას. ხოლო ვინ რა თქვა, რა დაამატა, რა შეცვალა და ასე შემდეგ ეს არამდგრადი მოცემულობებია, რომელიც ბოლოში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ხუმრობით იყო ნათქვამი და დანარჩენმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი რატომღაც სერიოზულად მივიღეთ. აი თქვენ მზად ხართ, დაწეროთ წიგნი, მიუძღვნათ მას თქვენი ცხოვრების გარკვეული პერიოდი და მერე აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო ამა თუ იმ ჯგუფისათვის? თქვენ ასეთ წიგნს გამოაქვეყნებდით? დასაცინად თავს აიგდებდით? რა, არ გინდათ დროის და ფულის უაზროდ ხარჯვა, მაგრამ აქ საენციკლოპედიო სივრცის უფასოდ გამოყენება გირჩევნიათ? მინიმუმ თქვენი სტატია ეძღვნება ისეთ თეორიას, რომლის სრული სურათი თქვენ არ იცით. ხოლო თუ არ იცით ეს შეთქმულების თეორიაა თუ ხუმრობა, რატომ გინდათ დაგვაჯეროთ, რომ თქვენ ენციკლოპედიის გამდიდრება გსურთ თქვენი სტატიით? თქვენი ეს „ინფორმაციის მოგროვება“ უფრო ქართული ოცნების ციტირებების შეგროვებით შემოიფარგლება! თქვენ არ იკვლევთ ამ ჯერად ახალ შეთქმულების თეორიის დედააზრს, თქვენ ძალიან ცბიერი გზით გინდათ დაგვაჯეროთ რომ რადგან სტატია ლამაზად გამოიყურება ესეიგი ის ავტომატურად საენციკლოპედიოა. ძვირფასო Zlad თქვენი ფატალური შეცდომა იყო ის, რომ არ უნდა დაგეკომენტარებინათ ჩემი დაწერილი. თქვენ არ ბრძანდებით არც უცხოელი, და არც შეთქმულების თეორიების დიდი მკვლევარი!!! თქვენ ძალიან კარგად საუბრობთ ქართულ ენაზე და თქვენი რიტორიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სტატიის დაწერის სურვილი პარტია ქართული ოცნების გაშავება იყო, ხოლო ჩვენი ბედი, ვინ რა პასუხს მოგვთხოვდა მსგავს ლაფსუსზე თქვენ ეს არ განაღვლებდათ. ვინ ხართ, ვის დავალებას ასრულებთ და როგორ გახვედით ჯეოზე? Surprizi (განხილვა/წვლილი) 14:01, 23 ივლისი 2024 (UTC)
- სტატიას კი არ ვწერ, განხილვის გვერდზე ვარ, როგორ დამცინავადაც მინდა მოვიხსენიებ პარტიას. არადა საერთოდ არ არის დამცინავი მარა გავატაროთ.
- ორიგინალურ კვლევას რაც შეეხება, გადახედე რამდენი სტატიაა, რამდენი სტატიაა კონკრეტულად გლობალური ღომის პარტიაზე, კაი გლობალურ ომზე დაწერილი, ვიყოთ სერიოზულები. მეცნიერული კვლევა არსებობს თუ არა არ ვიცი, ალბათ იარსებებს, მე არ გამომიყენებია წყაროდ. Politico, Radio Free Europe, და Jam News სრულიად ადეკვატური წყაროებია, რომლებიც ანალიზს უკეთებს ამ სიგიჟეს.
- და ეს ბოლოს დაწერილი ბოდვის აზრი არ მესმის, ხალხს აჯერებენ რომ რეალურია, თვითონ რისი სჯერათ სრულიად არ არის მნიშვნელოვანი. "ფატალურ შეცდომებზე" საუბარს შეეშვი, ეს სტატია ინგლისურ ვიკიპედიაზე შეიქმნა იმიტომ რომ ქართული ოცნების სტატიის სექცია ამ ყველაფერზე ძალიან დიდი ზომის გახდა და მოგვიწია ცალკე სტატიად გადაქცევა. ქართული ოცნების გაშავებას რაც შეეხება რავი ოკ, ანუ შენ გირჩევნია გალამაზება და არა ობიექტური სახით ჩვენება? ვინ ვარ და ვის დავალებას ვასრულებ ეგ ძაან თვალსაჩინო უნდა იყოს - გლობალური ღომის პარტიის და შემდეგში შეთქმულებების თეორიების შექმნას ჩემზე შეეშვი. Zlad! (განხილვა/წვლილი) 18:04, 23 ივლისი 2024 (UTC)
- პატივცემულო თქვენ ენციკლოპედიაში იმყოფებით და არა სოციალურ ქსელში. ჩვენ გვაქვს ქცევის ნორმები და უმორჩილესად გთხოვთ გაეცნოთ როგორი საუბრის უფლება გაქვთ ვიკიპედიაში. მეცნიერული კვლევა არის თუ არა არ იცი??? მე პრესა არ მაინტერესებს ასეთ შემთხვევებზე, საუბარი მე ისე შემიძლია ავაწყო სპილოს ხორთუმზე დაგისვამთ ისე რომ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონს არ დავარღვევ. რეებს მესაუბრები? ჯეოსავით შკოლნიკი ხომ არ გგონივარ, რაღაც პრტყელ-პრტყელი თეორიები მაყლაპო?! ანუ მივედით იქამდე რომ აღიარებ რომ შენთვის გლობალური ომის პარტია ეს ბოდვაა მაგრამ სტატიას მაინც უძღვნი, თუმცა თავს გვაჩვენებ რომ შეთქმულების თეორიის სიღრმისეული მკვლევარი ხარ და სრულფასოვან სამეცნიერო ნაშრომს უმზადებს ერსა და ბერს. არ ვიცი ინგლისურენოვანში ვისთან ერთად "მოღვაწეობ", მაგრამ აქ არავინ არ გელოდება. მე მირჩევნია გალამაზება თუ ობიექტური სახის ჩვენება????? გამხილე, არ მოგეწონა! გინდა თავზე ხელი გადაისვა და ყველაფერში დაგეთანხმო! საერთოდ გესმის ობიექტურობის ფილოსოფიური არსი??? რაც შეეხება დავალების შესრულებას... არიან ბურატინოები, რომლებსაც აჯერებენ რომ დამოუკიდებლები არიან და ობიექტურები, თავს ულაყავენ ათასგვარი პატრიოტიზმით. მე ვარ ბუღალტერი 20 წლიანი სტაჟით და ადამიანებს რომ ვუყურებ ციფრებს ვხედავ. მაქვს ადამიანების კლასიფიკატორი და ვაფასებ ვინ ვინაა და რისი გამკეთებელი. ვინაა საშიში და როგორ დავიზღვიო თავი ურთიერთობაში. შენ აშკარად სხვასთან მოხვდი გასაუბრებაზე ყმაწვილო. გლობალური ომის პარტიის არსებობის მე არ მჯერავს და მის წევრობას ნურც შენ დაიბრალებ ძალათი. ჯეოს რაც შეეხება ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა დღეიდან! თქვენ კი დაგემშვიდობებით სამუდამოდ. იმედია ისე ვიზამთ, რომ ძაან მოგვენატრებით!!! Surprizi (განხილვა/წვლილი) 19:28, 23 ივლისი 2024 (UTC)
- ხალხს შკოლნიკებს ეძახი და კიდე მე მესაუბრები ქცევის ნორმებზე? შენგან განსხვავებით მე შენ შეურაწყოფა არ მოგაყენე, შენ უბრალოდ მაყენებ და მაყენებ. ქართულზე არ ვიცი როგორაა, მარა ინგლისურზე ხალხისთვის შეურაწყოფის მიყენება არ შეიძლება და დანარჩენი როგორც გინდა ისე გამოხატე შენი აზრი - აქ კიდე პირიქითაა. ამ ვიღაც საწყალ ჯეოს კიდე თავი გაანებეთ, ამდენს რატომ უძლებს არ მესმის. ვინ ხარ “განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ” რომ მოაქციო ვინმე? მართლა არ მესმის ეს რა მიდგომა გაქვთ ქართულ ვიკიპედიაზე, როგორც ამჩნევ არც ვეხები და არც ვაპირებ.
- და ეს წყაროებზე კიდე არ მესმის რა სტანდარტი გაქვს. არის წყაროები, თან უცხოური წყაროები, რომლებიც განიხილავენ ამ ომის პარტიას და საკმარისი არ არის? რავიცი რა, აქ და ინგლოსურზე ვიკიპედიაზე თუ განსხვავებული სტანდარტებით მუშაობთ enlighten me. Zlad! (განხილვა/წვლილი) 19:44, 23 ივლისი 2024 (UTC)
- ეს დაშინებები რაღაა გამაგებინე. რა უნდა ქნა რო მომენატრო?! მერე ქცევაზე საუბრობ შენ. Zlad! (განხილვა/წვლილი) 19:49, 23 ივლისი 2024 (UTC)
- მესმის, ახალგაზრდა ხარ ასაკით და სიტყვა შკოლნიკი რომ რუსულად სკოლის მოსწავლეა არ იცი. (მგონი ჯეო ისევ სკოლის მოსწავლეა, ჯერ). ეგ არაა დანაშაული შენი. ჯეოსთვის სკოლის მოსწავლეობის დაძახებისთვის ადმინისტრაცია მომხედავს და დამსჯის. ძალიან ოსტატურად იყენებ რიტორიკას, შეურაცხყოფა მომაყენეო მეუბნები, მაგას ადმინისტრატორები დამიკოპირებენ და მიმითითებენ რომელი სიტყვებისთვის უნდა მივიღო საყვედური. გითხარი, არ გესმის. რომ სტატია არარსებულ არასრულ თეორიაზე არასწორი გზით იქმნება და რომ ჩვენ არ მივიღებთ ენციკლოპედიაში ისეთ სამეცნიერო სტატიას თეორიაზე რაც შესაძლოა ბოლოში ხუმრობა შეიძლება აღმოჩნდეს მეთქი. შენი სიტყვებიდან გამომდინარე აგიხსენი რომ შენ გამოძრავებს ქართული ოცნების დამცირება და შეურაცხყოფა (ჩვენთვის არააქვს მნიშვნელობა სტატია რაზე და ვისზე იწერება. ჩვენთვის ყველა სტატია თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვაკნინებთ ან ვაქებთ აქ რომელიმე პარტიას) და გინდა თუ არა გინდა ჭკუაში მოგვატყუო და გავხადო თანამონაწილე შენი საქმიანობისა, რაზეც პასუხს მოგვთხოვენ ძალიან სერიოზულად მეთქი და ამ ყველაფერში ჯეო გაიხადე თანამონაწილე და ჯეოს დაწერილს არ მივაქცევთ აწი ყურადღებას განსაკუთრებით? შენ საერთოდ წარმოდგენა გააქვს აქ კონტროლის რა საშუალებები გვაქვს? ვიკიპედია ეს ჩვენი კონტროლის ზონაა და აქ შემოსულს ნუ გგონია აქეთ გაგვაკონტროლო გაუმყარებელი თეორიებით. დიახ ყველა ვიკიპედიას თავისი მიდგომა აქვს. დარწმუნებული იყავი, ჩვენთან მაგ სტატიას ადმინისტრაცია წაშლის ეგ დროის ამბავია მხოლოდ. ვერაფერს გახდები, უბრალოდ გაგებით მოეკიდე. :დდდ მე დაგემშვიდობები აწი, ის რისი გაგონებაც მინდოდა შენგან, ყველაფერი თქვი. მე დავასრულე ინფორმაციის მოგროვება. ნახვამდის.Surprizi (განხილვა/წვლილი) 02:49, 24 ივლისი 2024 (UTC)
- ძვირფასო ადმინისტრაციავ. გთხოვთ, ჩემს მიერ თუ ითქვა ჯეოს მიმართ ან აღნიშნული მომხმარებლის მიმართ შეურაცხყოფა მომეცით გაფრთხილება ჩემი განხილვებს გვერდზე. Surprizi (განხილვა/წვლილი) 03:23, 24 ივლისი 2024 (UTC)
- კაი კითხვა. ჩემი მიზანი ხომ არის ქოცნების დამცირება, კაი, ერთი წინადადება მიპოვე აქ რომელიც არის ტყუილი. ერთი რამე მიპოვე რაც არასწორად არის დაწერილი. ვერ ნახავ, რადგან შეიძლება არ მომწონს ეს პარტია ან მათი შეთქმულებების თეორიების რეტორიკა, მარა ობიექტურად ვწერ. შეგიძლია ქართული ოცნების სტატიის ინგლისური ვერსიას გადახედო თუ ეჭვი გეპარება ჩემს ობიექტურობაში ისე. ან გირჩის, ან პატრიოტთა ალიანსის.
- ასევე მართლა არ არის სწორე არგუმენტი ის რომ ეს შეიძლება ხუმრობა აღმოჩნდეს. ანუ ახლა უსმენ ამ ხალხის ბოდვას გლობალურ ომზე და მკვლელობებზე და გგონია რომ ან ღადაობენ ან არ ცდილობენ ხალხს რომ დააჯერონ ეს სიგიჟე? ფაქტია რომ უამრავი წყარო განიხილავს ამ თემას და ზოგიერთი ანალიტირკურ ანალიზსაც უკეთებს.
- ოპოზიციონერობა შენი ნამდვილად არ მაინტერესებს. მეც ქოცნების მხარდამჭერი ვიყავი 2022 წლამდე, მარა თუ რამე არ მოგწონს ამ სტატიაში ან ვინმე გეთანხმება შენ ღადაობის თეორიაზე შეგიძლია დაწერო: "some analysts think the party is only joking when referring to GWP" მარა მასეთს ვერაფერს რომ იპოვი ფაქტია. ისე თუ მართლა უბრალოდ ქართული ოცნების სახელის შელახვა იქნებოდა ჩემი სურვილი არ ვისაუბრებდი იმაზე რო უკრაინა მეორე ფრონტის გახსნას გვიბიძგებდა და ამოვიღებდი რათა max გიჟები გამოჩენილიყვნენ. შენ იმას კი არ უნდა ეძებდე მე bias მაქვს თუ არა, ვაღიარებ მაქვს მარა ვცდილობ მაქსიმალურად ობიექტურად დავწერო, არამედ თუ გგონია რამე სუბიექტურად დავწერე ადექი ჩაასწორე ან სათანადო წყარო მოიყვანე რომელიც განსხვავებულ რამეს იძახის.
- btw, ინგლისურ ვიკიპედიაში არის წესი რომ სტატია არავისი საკუთრება არ არის. "ვიკიპედია ეს ჩვენი კონტროლის ზონაა და აქ შემოსულს ნუ გგონია აქეთ გაგვაკონტროლო" ასეთ ნათქვამზე მანდ მაგარ სერიოზულ შემჩნევას მიიღებდი რო იცოდე. ზუსტად იმდენი უფლება მაქვს რაც მინდა ჩავსვა მაგ სტატიაში რამდენადაც შენ. Zlad! (განხილვა/წვლილი) 08:38, 24 ივლისი 2024 (UTC)
- მესმის, ახალგაზრდა ხარ ასაკით და სიტყვა შკოლნიკი რომ რუსულად სკოლის მოსწავლეა არ იცი. (მგონი ჯეო ისევ სკოლის მოსწავლეა, ჯერ). ეგ არაა დანაშაული შენი. ჯეოსთვის სკოლის მოსწავლეობის დაძახებისთვის ადმინისტრაცია მომხედავს და დამსჯის. ძალიან ოსტატურად იყენებ რიტორიკას, შეურაცხყოფა მომაყენეო მეუბნები, მაგას ადმინისტრატორები დამიკოპირებენ და მიმითითებენ რომელი სიტყვებისთვის უნდა მივიღო საყვედური. გითხარი, არ გესმის. რომ სტატია არარსებულ არასრულ თეორიაზე არასწორი გზით იქმნება და რომ ჩვენ არ მივიღებთ ენციკლოპედიაში ისეთ სამეცნიერო სტატიას თეორიაზე რაც შესაძლოა ბოლოში ხუმრობა შეიძლება აღმოჩნდეს მეთქი. შენი სიტყვებიდან გამომდინარე აგიხსენი რომ შენ გამოძრავებს ქართული ოცნების დამცირება და შეურაცხყოფა (ჩვენთვის არააქვს მნიშვნელობა სტატია რაზე და ვისზე იწერება. ჩვენთვის ყველა სტატია თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ ვაკნინებთ ან ვაქებთ აქ რომელიმე პარტიას) და გინდა თუ არა გინდა ჭკუაში მოგვატყუო და გავხადო თანამონაწილე შენი საქმიანობისა, რაზეც პასუხს მოგვთხოვენ ძალიან სერიოზულად მეთქი და ამ ყველაფერში ჯეო გაიხადე თანამონაწილე და ჯეოს დაწერილს არ მივაქცევთ აწი ყურადღებას განსაკუთრებით? შენ საერთოდ წარმოდგენა გააქვს აქ კონტროლის რა საშუალებები გვაქვს? ვიკიპედია ეს ჩვენი კონტროლის ზონაა და აქ შემოსულს ნუ გგონია აქეთ გაგვაკონტროლო გაუმყარებელი თეორიებით. დიახ ყველა ვიკიპედიას თავისი მიდგომა აქვს. დარწმუნებული იყავი, ჩვენთან მაგ სტატიას ადმინისტრაცია წაშლის ეგ დროის ამბავია მხოლოდ. ვერაფერს გახდები, უბრალოდ გაგებით მოეკიდე. :დდდ მე დაგემშვიდობები აწი, ის რისი გაგონებაც მინდოდა შენგან, ყველაფერი თქვი. მე დავასრულე ინფორმაციის მოგროვება. ნახვამდის.Surprizi (განხილვა/წვლილი) 02:49, 24 ივლისი 2024 (UTC)
- პატივცემულო თქვენ ენციკლოპედიაში იმყოფებით და არა სოციალურ ქსელში. ჩვენ გვაქვს ქცევის ნორმები და უმორჩილესად გთხოვთ გაეცნოთ როგორი საუბრის უფლება გაქვთ ვიკიპედიაში. მეცნიერული კვლევა არის თუ არა არ იცი??? მე პრესა არ მაინტერესებს ასეთ შემთხვევებზე, საუბარი მე ისე შემიძლია ავაწყო სპილოს ხორთუმზე დაგისვამთ ისე რომ ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონს არ დავარღვევ. რეებს მესაუბრები? ჯეოსავით შკოლნიკი ხომ არ გგონივარ, რაღაც პრტყელ-პრტყელი თეორიები მაყლაპო?! ანუ მივედით იქამდე რომ აღიარებ რომ შენთვის გლობალური ომის პარტია ეს ბოდვაა მაგრამ სტატიას მაინც უძღვნი, თუმცა თავს გვაჩვენებ რომ შეთქმულების თეორიის სიღრმისეული მკვლევარი ხარ და სრულფასოვან სამეცნიერო ნაშრომს უმზადებს ერსა და ბერს. არ ვიცი ინგლისურენოვანში ვისთან ერთად "მოღვაწეობ", მაგრამ აქ არავინ არ გელოდება. მე მირჩევნია გალამაზება თუ ობიექტური სახის ჩვენება????? გამხილე, არ მოგეწონა! გინდა თავზე ხელი გადაისვა და ყველაფერში დაგეთანხმო! საერთოდ გესმის ობიექტურობის ფილოსოფიური არსი??? რაც შეეხება დავალების შესრულებას... არიან ბურატინოები, რომლებსაც აჯერებენ რომ დამოუკიდებლები არიან და ობიექტურები, თავს ულაყავენ ათასგვარი პატრიოტიზმით. მე ვარ ბუღალტერი 20 წლიანი სტაჟით და ადამიანებს რომ ვუყურებ ციფრებს ვხედავ. მაქვს ადამიანების კლასიფიკატორი და ვაფასებ ვინ ვინაა და რისი გამკეთებელი. ვინაა საშიში და როგორ დავიზღვიო თავი ურთიერთობაში. შენ აშკარად სხვასთან მოხვდი გასაუბრებაზე ყმაწვილო. გლობალური ომის პარტიის არსებობის მე არ მჯერავს და მის წევრობას ნურც შენ დაიბრალებ ძალათი. ჯეოს რაც შეეხება ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა დღეიდან! თქვენ კი დაგემშვიდობებით სამუდამოდ. იმედია ისე ვიზამთ, რომ ძაან მოგვენატრებით!!! Surprizi (განხილვა/წვლილი) 19:28, 23 ივლისი 2024 (UTC)
- მოდი დავიწყოთ ბოლოდან. არ შეიძლება რომ არ მოგცეთ შენიშვნა: სიტყვა ქოცები, ნაცები... ესაა დამცინავი სახელწოდება ამა თუ იმ პარტიის. მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს თქვენ არ იცოდით, რადგანაც ვიკიპედია ეს არაა ვინმეს ან რომელიმე ჯგუფის ირონიულად მოხსენიების ადგილი. იმედია მეტი მსგავს რიტორიკას, რასაც თუნდაც იგივე პოლიტიკოსები იყენებენ, აქ ვიკიპედიაში აღარ გაიმეორებთ. რაც შეეხება ტერმინ „გლობალური ომის პარტიას“. ვიკიპედიაში გვაქვს ესეთი განსაზღვრება — „ორიგინალური კვლევა“. მე მაგალითად ადრე დაწერილი მქონდა სტატია „ორმეფობა იბერიაში, მირიანიდან ვახტანგ გორგასლამდე“. აღნიშნულ სტატიაში მე ორ საისტორიო წყაროზე დაყრდნობით მქონდა გაანალიზებული, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილი ერთმეფობის ნაცვლად სახეზე გვქონდა ორმეფობა და ეს მე ორი სასიტორიო წყაროს ანალიზით დავადგინე. მოგვიანებით ადმინისტრატორმა, რომ წაიკითხა აღნიშნული სტატია მითხრა, რომ ეს იყო ჩემი ორიგინალური კვლევა, და რომ აქ ვიკიპედიაში აკრძალულია ორიგინალური კვლევის გამოქვეყნება და საჭიროა სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობა სტატიის დასაწერადო. მე მას დავეთანხმე და წავშალეთ სტატია. ზუსტად იგვე შემთხვევას აქვს ადგილი თქვენს მიერ შემოთავაზებულ სტატიასთან დაკავშირებით! თქვენ შემოგაქვთ ისეთ თემაზე სტატია, რაზეც არცერთ სამეცნიერო ლიტერატურაში არაფერი არაა დაწერილი. ფაქტიურად თქვენ აქ აგროვებთ იმ მასალას, რაც ცალკე უნდა შეგეგროვებინათ და მასზე დაგეწერათ წიგნი. შემდეგ ჯეოს რომ შემოეტანა აღნიშნული სტატია თქვენს წიგნზე დაყრდნობით იქნებოდა ლოგიკური და გასაგები. აი ესე იწერება ჩვენთან სტატიები. მარტო ბმულებზე შეიძლება სტატიის დაწერა, მაგრამ იგი გამოიყენება რეალურად მომხდარ ფაქტებზე სტატიის წერისას. ხოლო ვინ რა თქვა, რა დაამატა, რა შეცვალა და ასე შემდეგ ეს არამდგრადი მოცემულობებია, რომელიც ბოლოში შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ხუმრობით იყო ნათქვამი და დანარჩენმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი რატომღაც სერიოზულად მივიღეთ. აი თქვენ მზად ხართ, დაწეროთ წიგნი, მიუძღვნათ მას თქვენი ცხოვრების გარკვეული პერიოდი და მერე აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი ხუმრობა იყო ამა თუ იმ ჯგუფისათვის? თქვენ ასეთ წიგნს გამოაქვეყნებდით? დასაცინად თავს აიგდებდით? რა, არ გინდათ დროის და ფულის უაზროდ ხარჯვა, მაგრამ აქ საენციკლოპედიო სივრცის უფასოდ გამოყენება გირჩევნიათ? მინიმუმ თქვენი სტატია ეძღვნება ისეთ თეორიას, რომლის სრული სურათი თქვენ არ იცით. ხოლო თუ არ იცით ეს შეთქმულების თეორიაა თუ ხუმრობა, რატომ გინდათ დაგვაჯეროთ, რომ თქვენ ენციკლოპედიის გამდიდრება გსურთ თქვენი სტატიით? თქვენი ეს „ინფორმაციის მოგროვება“ უფრო ქართული ოცნების ციტირებების შეგროვებით შემოიფარგლება! თქვენ არ იკვლევთ ამ ჯერად ახალ შეთქმულების თეორიის დედააზრს, თქვენ ძალიან ცბიერი გზით გინდათ დაგვაჯეროთ რომ რადგან სტატია ლამაზად გამოიყურება ესეიგი ის ავტომატურად საენციკლოპედიოა. ძვირფასო Zlad თქვენი ფატალური შეცდომა იყო ის, რომ არ უნდა დაგეკომენტარებინათ ჩემი დაწერილი. თქვენ არ ბრძანდებით არც უცხოელი, და არც შეთქმულების თეორიების დიდი მკვლევარი!!! თქვენ ძალიან კარგად საუბრობთ ქართულ ენაზე და თქვენი რიტორიკა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სტატიის დაწერის სურვილი პარტია ქართული ოცნების გაშავება იყო, ხოლო ჩვენი ბედი, ვინ რა პასუხს მოგვთხოვდა მსგავს ლაფსუსზე თქვენ ეს არ განაღვლებდათ. ვინ ხართ, ვის დავალებას ასრულებთ და როგორ გახვედით ჯეოზე? Surprizi (განხილვა/წვლილი) 14:01, 23 ივლისი 2024 (UTC)
@ჯეო: მოგმართავ შენ, არ ვიცი რატომ არ შემოხვედი განხილვაში. მე შენთან ბევრი კითხვა დამიგროვდა. გთხოვ გაეცნო მიმოწერას და დააფიქსირო შენი მოსაზრება. თუ კვლავინდებურად დუმილს აირჩევ, ჩავთვლი, რომ შენ სრულად იზიარებ Zlad!-ის პოზიციას და შენს მიერ სტატიის შექმნა შემთხვევით არ მომხდარა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბოდიში მოგიხადო შენს მიმართ სიტყვა შკოლნიკის გამოყენების გამო. მე აქვე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო — მე არა ვარ პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და უფრო ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მივეკუთვნები. თუმცა ქართულ ვიკიპედიაში გვაქვს ჩვენი მუშაობის სტილი და მანერა: არცერთ კერძო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, არც პოპულარიზაციას ვუწევთ და არც ვაკრიტიკებთ. უფრო მეტიც ამას არ ვაკეთებთ, არც პირდაპირ და არც შეფარვით! უბრალოდ, გვინდა ვიყოთ ონლაინ ენციკლოპედია ისე, რომ არავინ არ გამოგვიყენოს თავისი ინტერესების სასარგებლოდ! რამე უცნაური და გაუგებარი ვთქვი ეხლა მე? კაი გასაგებია სტატია შექმენი და ეგ არაა ტრაგედია და პრობლემა, სტატიები მუდმივად იხსნება, კორექტირდება ან იშლება. აი შენ რამდენად ფიქრობ, აღნიშნული სტატია, რომელსაც წერ იმ ადამიანის მიხედვით, რომელსაც ოცნების მიმართ ნეგატივი ახასიათებს (და მას მრავალჯერ შეეძლო ჩემი ამ ნათქვამის გაპროტესტება, რომ მას აღნიშნული ნეგატივი არ ამოძრავებდა, მაგრამ ეს მას არ გაუკეთებია), რა უნდა და რისთვის შემოაქვს ქართულ ვიკიპედიაში ეს სტატია? შემ მართლა გგონია რომ მას ქართული ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობის ზრდა აწუხებს? რამდენჯერ ავუხსენი მიზეზი შეუსაბამოობისა, და ერთხელ არ უთქვამს — აბა ესე ხო არ აჯობებს ან ისე, ან რამე რჩევა აეღო ჩემგან. ეთქვა გამოცდილი ადამიანი ბრძანდები, რატომ არა ან კაი თუ თქვენთვის მიუღებელია მაშინ რა გაეწყობა წავშალოთო. სტატიის დასაცავად ყოველ ჯერზე ერთი და იგივე ნარატივის თავიდან გამეორება, „აი ისეთი წყაროებია, აი ასეთი წყაროებია...“. რა ხდება ჯეო??? შენ ვერ ხვდები, რომ ეს ადამიანი დღეს თუ ამ ხელისუფლებაზე სტატიები შემოაქვს წყაროების არსებობის მომიზებით, ხვალ სხვა ახალ მთავრობის პირობებში იმათ საწინააღმდეგო სტატიებს არ გაამზადებს??? და რა ამითი, ჩვენ იმის გამო რომ Zlad!-ს წყაროები აქვს, ქართული ვიკიპედია მისი ყურმოჭრილი ინსტრუმენტი უნდა გავხდეთ? ვიმეორებ, ვიკიპედიას არ გვსურს ვიყოთ რაიმე ბატალიების თანამონაწილე — არც პირდაპირ და არც ირიბად!!! შეეგუეთ ყველანი! ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით სხვადახვა მთავრობების პირობებში ოპოზიციის ზურგის გამმაგრებელი მხარე. ვიკიპედიის მისიაა სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით შექმნას ონლაინ ენციკლოპედია, ხოლო პრესაში არსებული ინფორმაციით დაიწეროს მხოლოდ მოვლენების შესახებ ინფორმაცია. ხიდი აშენდა, ეს შეიქმნა, ის შეიქმნა... კიბატონო, მაგრამ რაღაც თეორიულ მიმადინარეობაზე სტატიის დაწერა, მაშინ როდესაც არც თეორიაა ბოლომდე შემდგარი და არც ის ვიცით სწორედ გავიგეთ თუ არა, ან ხუმრობა იყო თუ არა, ამაზე სტატიის დასაწერად პრესის ბმულები არასაკმარისია. მითუმეტეს როცა ავტორს სხვა მიზნები ამოძრავებს სტატიის დასაწერად და ყურთან არ სურს მის რედაქტირებაზე რამის გაგონება, წაშლაზე ხომ საერთოდ არაფერს ვიძახი. ეგ სტატია ამ სახით რაცაა სუბიექტურია და მიზნად ისახავს ქართული ოცნების გაშავებას (წაიკითხე მიმოწერა და დარწმუნდები), რაც ჩვენ ავტომატურად გვაქცევს კონფლიქტის მხარედ. შენ თუ ათვითცნობიერებ იმას, რომ იმის გამო რომ ჩვენ ვიღაცის მიერ „წყაროების“ არსებობის დასტურით, შეიძლება ავცდეთ ჩვენს პირვანდელს მისიას, რისთვისაც ქართული ვიკიპედია არსებობს და სამართლიანად მივიღოთ საყვედური თუნდაც ვინმე ფიზიკური პირისგან, არაფერს ვიძახი ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფოსგან მიღებულ საყვედურზე. შენ ასე არ განაღვლებს ქართული ვიკიპედიის ბედი??? გთხოვ გამეცი პასუხი.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 05:39, 24 ივლისი 2024 (UTC)
- "ჩავთვლი, რომ შენ სრულად იზიარებ Zlad!-ის პოზიციას და შენს მიერ სტატიის შექმნა შემთხვევით არ მომხდარა." - ვადასტურებ, რომ მე და ჯეო გლობალური ომის პარტიის pr managment გუნდში ვიმყოფებით და ერთად მოვღვაწეობთ.
- "არცერთ კერძო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, არც პოპულარიზაციას ვუწევთ და არც ვაკრიტიკებთ" - ეს რას ნიშნავს? აქ კრიტიკა სად არის? აი სად წერია აქ რამის კრიტიკა. მთელი სტატია უბრალოდ არის ამან თქვა ეს იმან თქვა ეს, შემდეგ ივანიშვილმა დაამატა ეს. be for real.
- "აი შენ რამდენად ფიქრობ, აღნიშნული სტატია, რომელსაც წერ იმ ადამიანის მიხედვით, რომელსაც ოცნების მიმართ ნეგატივი ახასიათებს" - იცი რა შენც თქვი, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხარ ამიტომ შენც არ შეგიძლია სტატიების წერა. რა ლოგიკაა ეს? მე მევასება ან შენ გევასება თუ არა ოცნება არაფერ შუაშია, რამე არ მოგწონს სტატიაში მოიყვანე სათანადო წყარო და გადააკეთე.
- "ეთქვა გამოცდილი ადამიანი ბრძანდები, რატომ არა ან კაი თუ თქვენთვის მიუღებელია მაშინ რა გაეწყობა წავშალოთო" - ეს რა სიგიჟეები ხდებოდა თურმე ქართულ ვიკიპედიაზე და არ მცოდნია :დდ
- " შენ ვერ ხვდები, რომ ეს ადამიანი დღეს თუ ამ ხელისუფლებაზე სტატიები შემოაქვს წყაროების არსებობის მომიზებით, ხვალ სხვა ახალ მთავრობის პირობებში იმათ საწინააღმდეგო სტატიებს არ გაამზადებს???" - დიახ ვაპირებ მაქსიმალურად ობიექტური სტატიები დავწერო როგორც ამ პარტიაზე და მათ შეთქმულების თეორიებზე ასევე სხვა რომელიმე ხელისუფლებაზე და მათ სიგიჟეებზე.
- "და რა ამითი, ჩვენ იმის გამო რომ Zlad!-ს წყაროები აქვს, ქართული ვიკიპედია მისი ყურმოჭრილი ინსტრუმენტი უნდა გავხდეთ" - უბრალოდ უკეთესი წყაროები უნდა იპოვო ;)
- "ჩვენ არ ვართ და ვერ ვიქნებით სხვადახვა მთავრობების პირობებში ოპოზიციის ზურგის გამმაგრებელი მხარე" - ნუ გეგონება რომ დღევანდელი (ან რომელიმე) ოპოზიციის გალამაზებას დავაპირებ.
- "ან ხუმრობა იყო თუ არა" - მიპოვე ერთი წყარო მაინც რომელიც ასაბუთებს რომ შეიძლება ხუმრობდნენ. იყოს მეცნიერული თუ გინდა.
- "ეგ სტატია ამ სახით რაცაა სუბიექტურია" - ერთი სუბიექტური წინადადება პლს
- "შენ თუ ათვითცნობიერებ იმას, რომ იმის გამო რომ ჩვენ ვიღაცის მიერ „წყაროების“ არსებობის დასტურით, შეიძლება ავცდეთ ჩვენს პირვანდელს მისიას" - be for real
- შემდეგისთვის, გთხოვ ცოტა მეტი აბზაცი გამოიყენე. Zlad! (განხილვა/წვლილი) 08:52, 24 ივლისი 2024 (UTC)
როგორც ვხვდები, სტატია ინგლისური ვიკიპედიიდანაა გადმოთარგმნილი. იქ არავინ ითხოვს მის წაშლას, ჩვენ რატომ უნდა წავშალოთ? სტატია დასარედაქტირებელია და გასამართი (ანუ დასაახლოვებელი ინგლისურენოვან სტატიასთან), მაგრამ წასაშლელი რატომ? მოყვანილი წყაროები (ჯემნიუსი, ტაბულა, რუსთავი 2, პოლიტიკო) სანდო და ოფიციალური წყაროებია და თავისუფლად შეიძლება მათი გამოყენება. ასევე, ჩასამატებელია მოკლე აღწერა, როგორც ინგლისურშია (Georgian Dream conspiracy theory - ქართული ოცნების კონსპირაციული თეორია). მოკლედ, წაშლის წინააღმდეგი ვარ. — Anry Kiknavelidze (განხილვა/წვლილი) 05:03, 2 ოქტომბერი 2024 (UTC)
მე წაშლის მომხრე ვარ. იმიტომ რომ წყარო არაა საკმარისი სტატიას რომ ენციკლოპედიურობის სტატუსი მიენიჭოს. ზოგადი განსაზღვრებით შეთქმულების თეორია არის, როგორც პირველად წამოძახილი ალბათობაც და ასევე შემდეგ კარგად გადაღეჭილი თუმცა დაუსაბუთებელი შიშები. ეს ეხლა ახალი გამოჩეკილია და გამოდის რომ ვიკიპედია ვეხმარებით მის გაოფიციალურებას. რატომ უნდა დავეხმაროთ ვერ ვხდები ოღონდ. უფრო მეტიც, გამოდის რომ „გვერდითი ძლაები“ ამ სტატიის ალტერნატიული სახელია, ასევე კიდევ რას მოფიქრებს მავანი და მავანი. დღეს უკვე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ამერიკა არ გვიგულისხმია ამაში... მოკლედ რომ ვთვქა შეთქმულების თეორია ესაა აისბერგი, რომელიც ჯიუტად რაღაცეებს ადასტურებს, ჩვენ შემთხვევაში შეთქმულების ობიექტი სიტუაციიდან გამომდინარე მუდმივად შეიცვლება. ეს თავის მხრივ მიანიშნებს იმაზე რომ დღეს რამე წიგნში აღნიშნულ თემაზე სტატიის შექმნა რომ გლობალური ომის პარტია დასავლეთია ან დემოკრატიული ინსტიტუტია — არამართებულია, რადგანაც ხვალე ამ სახელწოდების მომგონი საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებს. ფაქტიურად ჩვენ რატომღაც უნდა გავხდეთ პოლიტიკოსების აზრის ცვლილების მსხვერპლნი. მე არ მაქვს პრეტენზია ამ სახელწოდების სტატიაზე, მაგრამ დღეს ძაან ბუნდოვანი და უფრო მეტიც მგონია რომ აქ გვექნება პარტია ქართული ოცნების დასაცინი გვერდი. ამიტომ, როდესაც უფრო მყარი და უცვლელი გახდება „გლობალური ომის პარტიის“ იდენტიფიკაცია, მერე მივუძღვნათ სტატიაც. წყაროები, კი არსად არ წავა.--Surprizi (განხილვა/წვლილი) 13:26, 3 ოქტომბერი 2024 (UTC)
- dude give up its getting embarrassing. Zlad! (განხილვა/წვლილი) 13:23, 4 ოქტომბერი 2024 (UTC)
- შეთქმულების თეორიაზე როცა წერ სტატიას არ არის აუცილებელი, რომ მოხდეს მისი იდენტიფიკაცია. მითუმეტეს ის არ არის საჭირო რომ სიმართლე იყოს რადგან შეთქმულების თეორიაა. არაა რთული ამისი გაგება. მთვარეზე დაჯდომის შეთქმულების თეორიებზე რო წერ რამეს იმას კი არ უყურებ რა არი სიმართლე და რა არა არამედ ვინ რას ბოდავს. საქართველოს შიგნით ყველამ იცის ამის შესახებ, და საქართველოს გარეთაც გავრცელდა ამაზე ინფორმაცია. წყაროები ბლომად არის და ცნობადობა ძალიან მაღალი აქვს. ამაზე სტატიის არ ქონა იქნება უპასუხისმგებლობა ჩემი აზრით. ასევე დავამატებდი რომ არანაირი კონსენსუსი არ არის ამ სტატიის წაშლაზე მაშასადამე უნდა მოიხსნას წასაშლელის თარგი. Zlad! (განხილვა/წვლილი) 13:33, 4 ოქტომბერი 2024 (UTC)
გადაწყვეტილება
რედაქტირებასტატია აკმაყოფილებს ენციკლოპედიური მნიშვნელობის კრიტერიუმებს - როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ვიკიპედიაში, შესაბამისად მისი წაშლა წესებს ეწინააღმდეგება. ამავდროულად, სტატიის შინაარსი შეიცავს ფრაგმენტებს, რომლებიც არ იცავს მიუკერძოებლობის პრინციპს, ამიტომ ჩაჯდება {{მიკერძოებული}} და იმედია, მომავალში, დროის გასვლის შემდეგ, კიდევ უკეთესი სტატია გვექნება. გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს ნებისმიერი ადმინისტრატორის მიერ.--DerFuchs მიწერა 10:42, 5 ოქტომბერი 2024 (UTC)
- @DerFuchs რომელი ნაწყვეტები ჩათვალე არანეიტრალურად რომ დააზუსტო მგონი უფრო მარტივი იქნება მაგისი გამოსწორება. Zlad! (განხილვა/წვლილი) 22:12, 5 ოქტომბერი 2024 (UTC)