განხილვა:გარგარი

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa

არ ვიცი, სრულიად შესაძლებელია ვცდებით, მაგრამ ჩემს ოჯახში გარგარსა და ჭერამს ერთმანეთისაგან ვარჩევთ... — დავით პასუხი 17:24, 29 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ჭერამი ოდნავ მცირე არ არის? — Henry McLean განხილვაწვლილი 17:29, 29 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ჰო, და თანაც მჟავე :) — დავით პასუხი 17:35, 29 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ჭერამი აბსოლუტურად სხვა ხილია, გარგრის ფორმის, ოღონდ ბევრად პატარები და უფრო მომჟაო. — მიხეილ (მომწერე) 17:43, 29 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ჰოო, მეც ზუსტად მაგას ვგულისხმობ :). ე. ი. სწორად მცოდნია მეც, ან თქვენც არასწორად იცით. ახლა ისღა დაგვრჩა, გავიგოთ რას წერს ქსე და გავასწოროთ. — დავით პასუხი 04:37, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ჩვენს ოჯახშიც ვანსხვავევთ ჭერამსა და გარგარს :) იმის გარდა რაც ითქვა, გარგარის ხე პატარაც იზრდება შედარებით, არა?—G.G. 06:17, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

კი, გარგრის ხე პატარაა, ჭერამი კი უფრო დიდი იზრდება, ნაყოფით კი პირიქითაა, — GIO→13 () 06:47, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ქსე-ში ჭერამზე ცალკე სტატია არ არის, არის მხოლოდ სტატია გარგარი რომელშიც არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ გარგარი და ჭერამი ერთი ხილია. რაც ამ სტატიაში წერია სიტყვასიტყვით ქსე-დან არის შემოტანილი გარდა ამისა ან ჭერამი--David 06:45, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
თავს დავდებ, რომ ჭერამი და გარგარი სხვადასხვა ხილია. — GIO→13 () 06:48, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

აი აქ სურათიცაა მოცემული. ახლა სოფელში ვარ ჭერმის ხეც ვნახე და გარგრისაც, განსხვავება დიდია, ფოთლებშიც კი. მაგრამ ნაყოფი არ აქვს. :( — GIO→13 () 06:52, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

მეც ნამდვილად ვიცი, რომ სხვადასხვაა--David 07:33, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ჰოდა გასწორდა. და თუ ამდენს მაინც გვეშლება და ერთი და იგივე ხილია, ახლა სტატიაში შეცდომა მაინც არაა ვიღიმიდავით პასუხი 07:39, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერთტომეული, თბილისი 1986

გვ. 127 გარგარი — [Armeniaca vulgaris] 1. ხეხილი, რომელიც ისხამს ერთკურკიან წვნიან მოყვითალო ნაყოფს. 2. ამ ხის ნაყოფი.

გვ. 570 ჭერამი — 1. [Armeniaca vulgaris] ხეხილი ვარდისებრთა ოჯახისა; ის ისხამს მომრგვალო ყვითელ, ან მოწითალო-ყვითელ კურკიან ნაყოფს. 2. ამ ხეხილის ნაყოფი; აქვს ტკბილი ხორცი.--David 07:43, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

დარწმუნებით ვერ ვიტყვი, ეს უნდა იყოს ჭერამი—G.G. 07:50, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

არა ეგ იაპონური ქლიავი ყოფილა. როგორც ჩანს ისეა როგორც ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი წერს, ანუ ერთი და იგივე ხილია--David 07:53, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი
ამას კიდევ სომხური ჰქვია ვიღიმი—G.G. 07:56, 30 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

გადამისამართებაც უნდა წაიშალოს. ჭერამი - გარგარი. — GIO→13 () 11:32, 31 აგვისტო 2011 (UTC)პასუხი

რადგან „გავარკვიეთ“, რომ გარგარი და ჭერამი სხვადასხვა ხილია, ხოლო ეს სტატია გარგარს ეხება, ვინმეს გინახიათ 15 მეტრიანი გარგარის ხე (როგორც სტატიაშია მითითებული)? :) ჭერამი, ალბათ, იზრდება მაგხელა, მაგრამ გარგარი...—G.G. 05:34, 12 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

სახეობა ორივე ერთდაიგივეა ანუ Armeniaca vulgaris, ხოლო ჯიშებია სხვადასხვა ჩვენებურად ჭერამი და გარგარი. ასე ვარ ინფორმირებული. სტატია საერთო საკმარისი იქნება და შიგნით მიეთითება რაიმე უფრო კონკრეტული ინფორმაცია თუ გვექნება.--GagaVaa განხილვაწვლილი 19:25, 27 დეკემბერი 2013 (UTC)პასუხი
გვერდ „გარგარი“-ზე დაბრუნება.