განხილვა:ბორის ბერეზოვსკი (ბიზნესმენი)
თურმე არსებობს პაინისტი ბორის ბერეზოვსკიც, მაგრამ ვგონებ ამ სახელისა და გვარის ხსენების დროს პირველად ეს პიროვნება გაგვახსენდება. ვფიქრობ ფრჩხილები აქ ზედმეტია. შეიქმნას გვერდი ბორის ბერეზოვსკი (მრავალმნიშვნელოვანი), ამას ეწოდოს ბორის ბერეზოვსკი, ხოლო პიანისტს ბორის ბერეზოვსკი (პიანისტი). --ჯაბა ლაბაძე 12:21, 24 მარტი 2013 (UTC)
- (მომხრე). – BruTe (გ) 12:32, 24 მარტი 2013 (UTC)
- (მომხრე). ---ვაროსანი 12:48, 24 მარტი 2013 (UTC)
- (წინააღმდეგი). --GagaVaa განხილვაწვლილი 15:46, 24 მარტი 2013 (UTC)
პიანისტს რას ვერჩით? ბიზნესმენზე ნაკლები დამსახურება აქვს? მე (წინააღმდეგი) (ვინაიდან გამიზნულად მივუწერე 'ბიზნესმენი'), მაგრამ უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს, ისე იყოს. ისე კი - გავა 50 და 100 წელი და მერე ვნახავთ, ვინ უფრო ეხსომებათ. შესაძლოა, არც ერთი. --H.McC. განხილვაწვლილი 12:41, 24 მარტი 2013 (UTC) არაფერს არ ვერჩი ჰენრი, ახლა პოლიტიკოსია ცნობილი და 100 წლის მერე როგორც იქნება მაშინდელმა ვიკიპედიელებმა გადაწყვიტონ. :) --ჯაბა ლაბაძე 12:43, 24 მარტი 2013 (UTC)
- მე მომხრე ვარ ამას ფრჩხილები მოშორდეს, პიანისტს კი მიეწეროს. — მიხეილ მიწერა 15:58, 24 მარტი 2013 (UTC)
რა აქვს საწინააღმდეგო იქნებ ახსნას მომხმარებელმა Gaga.vaa-მ. --ჯაბა ლაბაძე 16:03, 24 მარტი 2013 (UTC)
- (ნეიტრალური) ჩვენ ასეთ რამეს ვაკეთებთ სხვა რამეებზე, სადაც აშკარაა, რომ ერთი ობიექტის დასახელება მეორეს დაედო საფუძვლად (მაგალითად ქალაქი რუსთავი და ანსამბლი რუსთავი), მაგრამ პიროვნებებთან დაკავშირებით მსგავსი რამ ყოველთვის სუბიექტურია. ვიღაცისათვის შეიძლება პიანისტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბიზნესმენი, დღეს რომ ბიზნესმენის გარდაცვალებაა აქტუალური, ეს არ ნიშნავს, რომ ის რამით აღემატება პიანისტს (განსხვავებით ქალაქი რუსთავისაგან, რომლის დასახელებაც აღებულია ანსამბლისათვის). პრაქტიკაც არაერთგვაროვანი გვაქვს: ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე. მე უფრო იქითკენ ვიხრები, რომ ფრჩხილები საჭიროა. Deu. 16:19, 24 მარტი 2013 (UTC)
- მაგრამ, მეორე მხრივ, ვინმე თუ გამოჩნდა საზოგადოებაში ილია ჭავჭავაძის სახელით, მის გამო ამ სტატიის დასახელების შეცვლა, რა თქმა უნდა, სასაცილო იქნება. Deu. 16:22, 24 მარტი 2013 (UTC)
- იმედი დავიტოვოთ, რომ ისეთი ვინმე გამოჩნდება რომელიც საკამათოს გახდის მაგ საკითხს. ისე მგონი ბიზნესმენი ჯობია იყოს მითითებული, რადგან პიანისტი ბერეზოვსკიც საკმაოდ ცნობილი პერსონა ყოფილა (სამწუხაროდ მე არ ვიცოდი მის შესახებ), რაზეც ინტერწიკებიც მოწმობს.--GagaVaa განხილვაწვლილი 10:33, 25 მარტი 2013 (UTC)