განხილვა:ბიჯნისის ციხესიმაგრე
არასწორი სათაური
რედაქტირებაბჯნის ციხე სომხურად ერქვა, ქართულად ამ ციხეს ქვია ბიჯნისი.(იხ. ჟამთააღმწერელი). სათაური შესაცვლელია.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:12, 22 ნოემბერი 2016 (UTC)
არა არ მერევა.ეგ სოფელია, ის ციხე, სომხეთში რომელსაც ქართულად ქვია ბიჯნისი.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 13:34, 28 ნოემბერი 2016 (UTC)
წყაროს დავდებ რათქმაუნდა, მაგრამ უნდა ვიცოდე რომ ამას აზრი ექნება და სათაური შეიცვლება(სხვაგან ასე არ მოხდა),იქნება ეს ასე? --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:15, 30 ნოემბერი 2016 (UTC)
- თუ ამაზეა საუბარი, მანდ გამოგეხმაურნენ. საქმე ისაა, რომ საისტორიო წყარო ითვლება არა აკადემიურ წყაროდ, არამედ პირველწყაროდ და მისი გამოყენება ვიკიპედიაში არ ხდება. ნახიჩევანის სახელიც ძველ წყაროებში ნახჭევანია, ეგვიპტელებს ძველად მეგუიპტელები ერქვათ ქართულად, ჩეჩნებს და ჩეჩნეთს ჩაჩნები და ჩაჩნეთი, ოსებს ოვსები და ა. შ. ასე რომ, როცა თანამედროვე წყაროებში სიუნიქი უფრო ხშირად გამოიყენება, იმის თქმა, რომ სიუნიქი არასწორია, შეცდომაა. აქაც იგივე: თუკი თანამედროვე აკადემიურ ლიტერატურაში ბჯნის ციხე ბიჯნისის სახელით მოიხსენიება, გადავამისამართებთ. სხვა შემთხვევაში — არა. სტატიის ტექსტში საკმარისი იქნება ძველი ქართული სახელის ხსენება. Deu. 11:16, 30 ნოემბერი 2016 (UTC)
არა ეგ ჩემი კომენტარი არაა. მე განხილვაში კომენტარი დავტოვე აქ სიუნიქი (ისტორიული პროვინცია)
1.თანამედროვეში ივანე ჯავახიშვილი გადის? :) თანამედროვე ქართული აკადემიური ისტორიოგრაფია მისი შექმნილია.
2.ეგვიპტელები ბევრნაირად არიან ნახსენები, ჩეჩნებიც(ჩეჩენი/ჩაჩანი/ქისტი),ოსებზე ოვსიც არის და ოსიც უკვე გვიანი შუა საუკუნეებიდან, ანუ ეგ ქართულ ენაში მიმდინარე ბუნებრივი პროცესია. ნახჭევანი კი სწორია და მასე უნდა ერქვას სტატიაში, რადგან განსხვავებით ჩაჩანი-ჩეჩენი,ოვსი-ოსისგან რომელიც ქართულ ენაში მომხდარი პროცესის შედეგია, ნახიჩევანი,ბჯნი,სიუნიქი და ა.შ. უბრალოდ უცხოენოვანი კალკებია და მეტი არაფერი,იმ დროს როცა ამათი ქართული შესატყვისი არსებობს და აკადემიური ისტორიოგრაფიაც ამას იყენებს.
3.თუ ი.ჯავახიშვილი საკმარისი ავტორიტეტია დავდებ მაგის ციტატას, ნეტში არის თუ არა არ ვიცი(ქართველი ერის ისტორია). წიგნი მაქვს,გამოცემის წელს და გვერდს მივუთითებ. სივნიეთიც აქვს და ბიჯნისიც.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 11:31, 30 ნოემბერი 2016 (UTC)
- ჯავახიშვილის ავტორიტეტში ეჭვის შეტანას ვინ შეძლებს : ). შინაარსობრივი მხარე სხვა რამეა. აქ სხვა რამეზეა საუბარი: ენობრივ ნორმებზე. ჯავახიშვილს, შეუძლებელია, სცოდნოდა თანამედროვე ქართული ენის ტენდენციები. თანამედროვე ლიტერატურაში სწორედ თანამედროვე იგულისხმება ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თუმცა, თუ ასეთი საერთოდ არ არსებობს, რაც უფრო ახალი იქნება, მით უკეთესი. Deu. 11:37, 30 ნოემბერი 2016 (UTC)
ჯავახიშვილი თანამედროვე ქართულ ენაზე წერს, XX საუკუნის I ნახევარია მისი სამწერლობო მოღვაწეობის პერიოდი, მეტი თანამედროვე რა შეიძლება იყოს,ყოველდღიური გაზეთი ხომ არაა? თუმცა დღეს მცხოვრებ ქართველ ისტორიკოსებსაც ეს ტერმინები აქვთ ნახმარი რამდენადაც მახსოვს. აგერ აქაც ალექსანდრე I დიდი სივნიეთია ნახმარი, ქვევით წყაროებია მითითებული იქიდან იქნება ამოღებული, ასათიანი,ბერძენიშვილი,ჯავახიშვილი.....
ბჯნი და სიუნიქი ეგენი არსად შემხვედრია, ვიკიპედიის გარდა, არც იყენებს ამ ტერმინს მგონი არცერთი ქართველი ისტორიკოსი. --Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 12:00, 30 ნოემბერი 2016 (UTC)
"დავით მეფემ გვანცა დედოფალი მცირეწლოვანი ვაჟიშვილ დიმიტრითურთ ბიჯნისში გაისტუმრა"
ივანე ჯავახიშვილი,ქართველი ერის ისტორია ტომი III,გვერდი 89, პალიტრა L გამოცემა, 2012 წელი.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 16:54, 30 ნოემბერი 2016 (UTC)
"და შემოიარა ქუეყანა ავაგ ათაბაგისა, ივანე ათაბაგის ძისა, რამეთუ მას ჟამსა გარდაცვალებულ იყო ავაგ, და არა დაშთა ყრმა-წული, არამედ ქალი ერთი, სახელით ხუაშაქ. და მივიდა მეფე ბიჯნისს, ტირილად"
"ხოლო დედოფალი გუანცა და ძე მცირე მისი დიმიტრი დაუტევა სახლსა ავაგისსა, ბიჯნისს."
ჟამთააღმწერელი.
ივანეს და მისი ძე ავაგის "ქუეყანა" და "სახლი" იყო სომხეთის დაპყრობილი მხარეები და ასევე ქვემო ქართლის ნაწილი. უმნიშვნელოვანესი ციხე კი ბიჯნისი.
სხვათაშორის აი ამ სტატიაში კაენის ციხე რომელიც დაწერილია 1980 წელს გამოცემული ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მიხედვით, ეს ციხე მოხსენიებულია ასევე ბიჯნისის სახელით. შესაბამისად როგორც შუა საუკუნეებში ისე თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ციხეს იცნობენ ბიჯნისის სახელით ბჯნი ქართულ ენაში არასდროს გამოიყენებოდა. Giorgi Mechurchle
ვანდალიზმი გრძელდება, ციხეს რომელსაც როგორც შუა საუკუნეებში ისე თანამედროვე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ქვია-ბიჯნისი(იხ.ზევით წყაროები),მაინც ბჯნიდ წერენ. გავასწორე კიდევ ერთხელ.--Giorgi Mechurchle განხილვაწვლილი 09:12, 7 მარტი 2017 (UTC)
- გადასატანია ბიჯნისზე. გიო ოქრო 20:22, 20 სექტემბერი 2017 (UTC)
- საქართველოს ისტორიის III ტომშიც ბიჯნისი წერია. სხვა ყველა წყაროზე ახალია. ამიტომაც გადამაქვს. გიო ოქრო 15:53, 11 დეკემბერი 2017 (UTC)