განხილვა:აფხაზთა სამეფო

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Lasha-george თემაში ???

სათაურს ბრჭყალები რათ უნდა? ალსანდრო 67.142.130.14 11:36, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი

მაპატიე ცანგალა, მაგრამ ძალიან ცინიკური და შეურაცმხოფელია ბრჭყალები ამ სათაურში, გადავიტან ბრჭყალების გარეშე. Alsandro 13:01, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი


ალსანდრო, იმის შემდეგ რაც ფრჭყალები მოხსენი - ჩავიხედე ქართულ google-ში. შენც ნახე - გთხოვ. საქართველოს ისტორიისათვის უცხოენოვანი ვიკიპედიები არ გამოგვადგება. ღმერთმა იცის ვისი შექმნილია. თუ ჩვენი ისტორიკოსები "აფხაზთა სამეფო" უწოდებენ ალბათ ჯობია მხოლოდ ის დარჩეს და რედირექტები არ გააკეთო. ისტორიას არევა არ აკლია. ეს ჩემი პრინციპი არ არის - თხოვნაა. ხო მეორე თხოვნა:როდესაც ჩამოთვლა გააკეთე აფხაზეთის მთავრები როსტომს და მიქაელს მოვუხსენი ბმული, რადგან არასწორად გადადიოდა. თხოვნაა იქნებ აქაც მიაქციო ყურადღება.ძალიან ბევრი თხოვნაა, მაგრამ რა ვქნა.Zangala 14:06, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი

გეთანხმები, საკმაოდ კონტროვერსიული თემაა, მაგრამ სულ არარსებობას რაღაც პოზიციის დაფიქსირება ჯობია იმის მითითებით, რომ სტატიას ისტორიკოსთა გადახედვა სჭირდება. google-ში ვიკიპედიის ახალი სტატიები მხოლოდ რამდენიმე კვირაში ჩნდება, ამიტომ ჩვენი სტატია ჯერ არ იქნება. ქართველი ისტორიკოსებისთვის ძნელია აფხაზეთის საკითხში მიუკერძოებლობის დაცვა, რაც გასაგებია, ძალიან მტკივნეული საკითხია, მაგრამ ბრჭყალები სტატიის სათაურში გამოსავალი არაა. ის რომ აფხაზთა სამეფო ისტორიულად არსებობდა ასეთუისე დადასტურებული ფაქტია და იმის მცდელობა, რომ ეს როგორღაც დავაკნინოთ სირაქლემას სინდრომის მსგავსი იქნება. ერთადერთი რაზეც მყარად ვარ - ბრჭყალები მიუღებელია სათაურში. სხვა დანარჩენი საკამათოა (ისტორიკოსებმა განსაჯონ).
რაც შეეხება მთავრების საკითხს, მე ამ სტატიის განხილვის გვერდზე მცირე კომენტარი გავაკეთე, არ ვიცი ნახე თუ არა. ეს სტატია მხოლოდ როგორც შაბლონი ისე შევქმენი, ვინაიდან გადახედვას აუცილებლად საჭიროებს. ჯერ ერთი: ნაწილი სიაში მეფეები იყვნენ, მეორე ნაწილი - შერვაშიძეები - კი მთავრები და მათი გაერთიანება სათაურით აფხაზეთის მთავრები არა სწორია. მითხარი თუ გაქვს ვერსია ალტერნატიულ სათაურზე, მაგ. აფხაზეთის მმართველები ან რაიმე მსგავსი. მოკლედ, ეს საკითხი ჯერ ღიად რჩება. Alsandro 14:31, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი

google-ში ნახვა იმიტომ გთხოვე, რომ სხვებსაც ბრჭყალებში უწერიათ. ამით რისი თქმა მინდა, რომ აფხაზეთის სამთავრო ბრჭყალების გარეშე, ხოლო "აფხაზთა სამეფო" (და არა აფხაზეთის სამეფო - შენ რედირექტი გააკეთე) - ბრჭყალებით. ბრჭყალები ისტორიკოსების გაკეთებულია და ჰქვია ერთი სახელი "აფხაზთა სამეფო". სტატია - აფხაზეთის მთავრებზე ნაწილი მეფეები არიან, ხოლო ნაწილი მთავრები (ფეოდალები).Zangala 14:49, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი

გუგლში ვერცერთი სარწმუნო წყარო აფხაზთა სამეფოზე ვერ გავხსენი, ერთია ისტორია ბავშვთათვის. პარლამენტის ბიბლიოთეკის გვერდზე თავად სტატიას ან მასალას არ გაძლევს, ან რაღაც პრობლემა აქვთ ლინკებზე. მგონი შენ ვერ მიმიხვდი, რას ვგულისხმობ: ბრჭყალები სათაურში - ნებისმიერ სათაურში არ ვარგა. თავად სტატიაში ბრჭყალებით "აფხაზთა სამეფო" შეიძლება, მაგრამ არა სათაურში. ასე ძიებაშიც უფრო ადვილი მისაგნებია. Alsandro 15:06, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი
Liste der Herrscher von Abchasien - როგორ ითარგმნება ზუსტად? Alsandro 15:08, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი

აფხაზეთის მბრძანებელთა(ხელმწიფეთა) სია, მაგრამ აფხაზეთს(აფხაზეთის სამთავრო), რადგანაც მეფე არ ჰყავდა, ხოლო სიტყვა მბრძანებელი ყურს ეხამუშება უნდა დარჩეს მთავრები. ხოლო "აფხაზთა სამეფო"-ს ჰყავდა მეფეები. ხოლო რაც შეეხება ბრჭყალებს - შენ ჩემი არასოდეს არ გჯერა, და გიორგის შეეკითხე.Zangala 15:32, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი

ნუთუ გაუგებრად ვწერ: სტატიაში აფხაზეთის მთავრები უკვე შეტანილია აფხაზეთის მეფეები, რაც არასწორია. ამიტომ ან ორი სტატია უნდა იყოს ან არსებულის სათაური შეიცვალოს.
ბრჭყალები ამ სათაურში ჩემთვის შეურაცმხოფელია! ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი ამ საკითხს არადელიკატურად ეკიდება. ამ საკითხზე ორივეს პოლარული აზრი გვაქვს. Alsandro 15:41, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი
ბრჭყალები რა დოზანაა? აფხაზთა სამეფო არსებობდა როგორც ისტორიული წარმონაქმნი და მას მეფე მართავდა, ისევე როგორც ტაო-კლარჯეთს, ქართლს, კახეთს, იმერეთს და ა.შ. ამას ვერავინ ვერ უარყოფს. ასე რომ მეფეთა სიაც უნდა არსებობდეს და მთავართა სიაც... გიორგი მარუაშვილი 21:44, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი
უჰ, გმალდობ, გიორგი, დროზე მოგვისწარი, მესამე ხმა ნამდვილად გვაკლდა ;) Alsandro 21:57, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი

ე.ი. სოფლის შენებას რა უნდა... Zangala 22:09, 2 მარტი 2006 (UTC)პასუხი

ინფოდაფა ყოფილი ქვეყანა

რედაქტირება

გთხოვ გადახედოთ თარგს. ფაილები არის გასასწორებელი ან საერთოდ ამოსაღები. მე ამოვიღებდი. არც ერთ სხვა ენოვან სტატიებში არ არის. ეს ფაილები რამდენად შეესაბამება ამ სტატიას.--ცანგალა () 19:42, 7 აპრილი 2011 (UTC)პასუხი


სალაპარაკო ენა

რედაქტირება

მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო.-ამის წყარო არსებობს სადმე? მე-9 საუკუნეში ე.ი. მეგრელებისა და სვანების დიდი ნაწილი ქართულად საუბრობდნენ,ხო? --იბერია განხილვაწვლილი 17:25, 17 მარტი 2012 (UTC)პასუხი

იხ. ქსე, ტ. 2, გვ. 33, თბ., 1977, სტატია აფხაზთა სამეფო (ავტორი ზ. ანჩაბაძე), სადაც წერია „სახელმწიფო და მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო“. --ცანგალა () 17:53, 17 მარტი 2012 (UTC)პასუხი

სავარაუდოდ მეგრელმა,აფხაზმა და სვანმა თავადებმა იცოდნენ ქართული ენა,მაგრამ გლეხებს,რომლებიც მოსახლეობის 90%–ს შეადგენდნენ,თუ მეტს არა, არ ეცოდინებოდათ ქართული... გვიანდელ შუა საუკუნეებში დაიწყო ქართულმა სამეგრელოში გავრცელება და ზღაპარს ჰგავს იმის მტკიცება,რომ მე–9 საუკუნის აფხაზთა სამეფოში უმრავლესობა ქართულად ლაპარაკობდა...ქართველურად რომ ეწეროს,კიდევ გასაგები იქნებოდა,რადგან მეგრული და სვანური ქართველური ენებია --იბერია განხილვაწვლილი 17:31, 18 მარტი 2012 (UTC)პასუხი

აფხაზეთში როგორც ეთნიკურ ქართველებში, ისე ეთნიკურ აფხაზებში ქართული ენა იყო გაბატონებული, IX საუკუნიდან ეკლესიაშიც ქართულმა ჩაანაცვლა ბერძნული ( ს. ჯანაშია, აფხაზთა სამეფოს ისტორიიდან, შრომები, II, თბილისი, 1952, გვ. 306). აფხაზეთშია დაწერილი ქართული ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების დიდი ნაწილი; IX საუკუნიდან აფხაზეთში გვხვდება ქართული ეპიგრაფიკა (Х. С. Бгажба, Из истории письменности в Абхазии, თბილისი, 1967, გვ. 13).
რომელი წყარო ადასტურებს იმას, რომ სხვა ენა იყო გავრცელებული და გაბატონებული? Deu. 17:39, 18 მარტი 2012 (UTC)პასუხი

გერმანიის ეკლესიებშიც ლათინურად მიმდინარეობდა ლიტურგია,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ გერმანიაში ლათინური იყო სალაპარაკო ენა.

საქართველო როცა რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა,ქართულ ეკლესიებშიც რუსულად მიდიოდა წირვა-ლოცვა,მაგრამ მაშინდელი ქართველების უდიდეს უმრავლესობას საერთოდ არ ესმოდა რუსული.

აბსოლუტურად არასერიოზულია იმის მტკიცება,რომ მე-9 საუკუნის დასავლეთ საქართველოში უმრავლესობის სალაპარაკო ენა ქართული იყო. სასაცილოა,თუმცა რადგანაც ეს ყველაფერი ქართული პროპაგანდის ნაწილია,ამიტომ შეგვიძლია დავტოვოთ სტატია ასე. სამეგრელოში და სვანეთში უმრავლესობამ ქართულად საუბარი დაიწყო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული. --იბერია განხილვაწვლილი 19:22, 18 მარტი 2012 (UTC)პასუხი

უკაცრავად, მაგრამ თქვენ ასე ვთქვათ, „ჰაერზე“ ლაპარაკობთ, აქ კი აკადემიური წყაროების დამოწმებით გელაპარაკებიან. --მიხეილ   (მიწერა) 19:26, 18 მარტი 2012 (UTC)პასუხი
ახლა ვიმსჯელოთ ლოგიკურად. დავიწყებ იმით, რომ ადრე მეგრული და სვანური ენების გავრცელების არეალები ბევრად დიდი იყო, ვიდრე დღეს. მეგრული და ჭანური ამჟამად გათიშულია, ერთმანეთისგან მოწყვეტილია. ძველად, დაახლოებით ჩვ.წ. აღ.-ით II საუკუნეში, "ჭანური" უშუალოდ მიჰყვებოდა "მეგრულს," წარმოადგენდა მის გაგრძელებას. შემდეგ, როგორც ჩანს, ერთ-ერთი ქართველი ტომთაგანი აღმოსავლეთიდან ან სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შიგ შუაგულში შეჭრილა და მეგრელები და ლაზები ერთმანეთს დაუშორებია, ხოლო დაპყრობილი ადგილის მცხოვრებლებს ქართული შეუთვისებიათ. ამის გამო ახლანდელი გურულები და იმერლები გაქართველებულ მეგრელ-ლაზებად უნდა ჩაითვალოს (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, I 1913, გვ. 57). ივანე ჯავახიშვილის აზრით, ქართულად მოლაპარაკე ტომთა შესვლა ახლანდელი იმერეთის და გურიის მიწა-წყალზე უნდა მომხდარიყო მე-6-მე-8 საუკუნეებში. სავარაუდოდ, ქართულენოვანი ტომების დასახლება დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით ინტენსიური გახდა არაბების შემოსევების შემდეგ, მე-7 საუკუნის შუა ხანებიდან, დაახლოებით. იმის თქმა, რომ ქართულენოვანი ტომების შესვლიდან ერთ ან ორ საუკუნეში ქართულენოვანი მოსახლეობა სჭარბობდა დანარჩენ ენებზე მოსაუბრე ხალხის რაოდენობას, ცოტა რთულია. მართალია, კეთილგონივრული და გააზრებული პოლიტიკის შედეგად ბერძნული ენა ქართულით ჩაანაცვლეს ეკლესიაში და გადაიდგა ერთი დიდი ნაბიჯი საქართველოს გაერთიანების გრძელ გზაზე, მაგრამ საეკლესიო ენად ქართულის დამკვიდრების, ან აფხაზეთში ქართული ჰიმნოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შექმნის და ქართული ეპიგრაფიკის არსებობის ფაქტი არ ნიშნავს იმას (და არ იძლევა იმის თქმის საფუძველს), რომ მოსახლეობაში, ქართული ტომების უმრავლესობაში (ამ შემთხვევაში მეგრელების და სვანების უმეტესობაში), ან მითუმეტეს აფხაზებში ქართული ენა იყო უმრავლესობის სალაპარაკო ენა, ქართული ენა დასავლეთ საქართველოში იყო საეკლესიო, სამწიგნობრო, ოფიციალური ენა. გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი მაშინდელ ენობრივ სიტუაციაზე გეოგრაფიული არეალების მიხედვით, სამწუხაროდ არ გვაქვს ზუსტი ცნობები იმის შესახებ, თუ დროის რომელ მონაკვეთში კონკრეტულად სამეფოს რომელ ნაწილებში იყო დამკვიდრებული ქართული ენა. ჯერ კიდევ გასულ საუკუნემდე ხონში და სამტრედიაში იყო მეგრული შემორჩენილი, რასაც ადასტურებს ივანე ჯავახიშვილიც (ის ამბობს, რომ ამ ხონში და სამტრედიაში იციან მეგრული, თუმცა აღარ საუბრობდნენ იმ დროს), 9-10 საუკუნის წინ მეტად იქნებოდა ეს ენა გავრცელებული, ლოგიკურად. მოკლედ, როგორც ზემოთ ვთქვი, არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ განხილვის გვერდია და გამოვთქვი ჩემი აზრი. თუმცა, შევეცდები მოვძებნო და შემოგთავაზოთ შესაბამისი წყაროები ამ საკითხზე.--ოდაბადე განხილვაწვლილი 11:59, 19 მარტი 2012 (UTC)პასუხი

დროშები

რედაქტირება

თუ შეიძლება, თავი შეიკავეთ ასეთი სიყალბისაგან! რას ჰგავს მართლა ეს! მთავარი დროშა ამოვიღე, დანარჩენებიც გადასახედია. Deu. 08:48, 11 მარტი 2016 (UTC)პასუხი

User:IrakliGuna, User:Georgiano, თქვენ გეხებათ ეს უპირველესად. თავი შეიკავეთ ასეთი ქმედებებისაგან! Deu. 08:49, 11 მარტი 2016 (UTC)პასუხი

Deu. არ მესმის რაშია პრობლემა. უმჯობესი იქნებოდა ჯერ ფაილის გვერდს თუ გადაამოწმებდით სადაც გარკვევითაა მითითებული წყარო. ამის გარდა კი სხვა რომელ დროშაზე გაქვთ კითხვები კარგი იქნებოდა თუ მოგვახსენებდით --IrakliGuna განხილვაწვლილი 16:36, 11 მარტი 2016 (UTC)პასუხი
პრობლემა ისაა, რომ ფაილის გვერდზე არ არსებობს მისი ავთენტურობის დამადასტურებელი სანდო წყარო. ერთადერთ წყაროდ მითითებულია კატალონიელი კარტოგრაფის, გაბრიელ დე ვალსეკას რუკა, რომელიც, როგორც თავად ფაილზეა მითითებული, 1439 წელსაა შექმნილი. გაითვალისწინეთ, რომ აფხაზთა სამეფო VIII-X საუკუნეებში არსებობდა, ამდენად როგორ შეიძლება თითქმის 5 საუკუნით გვიანდელი ილუსტრაციის წყაროდ გამოყენება პირადად ჩემთვის გაუგებარია. საინტერესოა, სამეცნიერო წრეებში რაიმე მსგავსი ფაქტი თუ ფიქსირდება? მე ამის შესახებ არაფერი მსმენია. ძალიან გთხოვთ თავი შევიკავოთ საკუთარი დასკვნების საფუძველზე დაუზუსტებელ და სადავო წყაროებზე დაყრდნობით მსგავსი ფაილების შექმნა-გამოყენებისაგან. პირადად ჩემი აზრით ასევე ცაშია გამოკიდებული აი ეს დროშაც, რომელსაც წყარო ფორმალურადაც კი არ აქვს მითითებული.--ILIA მომწერეთ 19:01, 11 მარტი 2016 (UTC)პასუხი
გეთანხმები. პრინციპში მანდვე მოყვანილი XIV საუკნის ანჯელინო დულჩერის რუკაც გამოდგენა წყაროდ, ერთი შეხედვით, თუმცა ცხადია ეგეც ზედმეტად დაცილებულია ქრონოლოგიურად რეალურ წყაროდ რომ ჩავთვალოთ. ცხადია, ამ სურათს არსებობის უფლება აქვს, მაგრამ არა ამ სტატიაში და ამ ფორმით.--Tornike   19:38, 11 მარტი 2016 (UTC)პასუხი
გარდა იმისა, რომ თავად დროშის ფორმები თანამედროვე საქართველოს დროშას ეფუძნება და არა მაგ მე-14 საუკუნის რუკებზე გამოსახულს, საინტერესოა ისიც, რომ ორივე რუკა საქართველოს სამეფოს ერთიანობის პერიოდიდანაა. აქედან გამომდინარე, არა თუ ეგრის-აფხაზთა სამეფოსთან, საერთოდ რა ნიშნით ხდება მისი იდენტიფიკაცია ზოგადად აფხაზეთთან (და არა, ვთქვათ, საქართველოს სამეფოსთან ან კონკრეტულ ქალაქთან), ესეც გაუგებარია. ყველა შემთხვევაში, ვიდრე ამ საკითხზე სამეცნიერო ლიტერატურა არ არსებობს, მე-14 საუკუნის რუკებზე გამოსახული დროშების ამ სახით ინტერპრეტაცია არის ცალსახა სპეკულაცია. Deu. 20:25, 11 მარტი 2016 (UTC)პასუხი
დროშაზე ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, დროშის შემქნელმა გაგცათ პასუხი. რუკაზე რამე შეკითხვა თუ გაგიჩნდებათ და სანამ რამეს მოშლით... ჯერ კითხვები დამისვით (ან წყაროებს გადახედეთ). უცხოურ ვიკიზე 1008 წლამდე ადასტურებენ აფხაზეთა სამეფოს არსებობას, აქ კი სხვანაირი რეალობა გვაქვს... --Georgiano განხილვაწვლილი 22:46, 11 მარტი 2016 (UTC)პასუხი
ისე, თარიღიც საინტერესო თემაა. გასაგებია, რომ კომენტარში ყველაფერი კარგად არის განმარტებული, მაგრამ ამ წინადადებას (აფხაზთა სამეფოს არსებობის შეწყვეტის თარიღად მიჩნეულია 978 წელი) სულ მცირე ერთი წყაროს სქოლიოდ მითითება მაინც სჭირდება. პირადად ჩემი აზრით ძალიან არალოგიკურია 978 წლის გამოყენება, თანაც სხვა სტატიებშიც ქმნის სირთულეებს. ბაგრატ III-ის სტატიაში გვიწერია, რომ საქართველოს მეფე იყო 975 წლიდან, რაც რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაა უბრალოდ.--Tornike   23:47, 11 მარტი 2016 (UTC)პასუხი
რაც შეეხება თარიღს, აღნიშნული ტექსტი ჩემი დამატებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, წყარო ნამდვილად აღარ მახსოვს, თუმცა იხილეთ ქსე, ტ. 2. გვ. 32. სტატია „აფხაზთა სამეფო“. აქ მისი არსებობის თარიღებად მითითებულია VIII საუკუნის 80-90-იანი წლები — X საუკუნის 80-იანი წლები, სამეფოზე საუბარი კი 978 წელს ბაგრატის გამეფებითა და აფხაზური დინასტიის არსებობის შეწყვეტით სრულდება. ამდენად, ეს წყარო 978 წელს უფრო ერგება ვიდრე 1008-ს, თუმცა თავისი ფუნქცია ამ თარიღსაც გააჩნია. რაც შეეხება სტატიაში ბაგრატ III მის საქართველოს მეფედ გამოცხადებას 975 წლიდან, რა თქმა უნდა, ეს ცალსახად შეცდომაა და ჩასასწორებელია. მეორე მხრივ, ვერ ვიტყვით, რომ ბაგრატი ერთიანი საქართველოს მეფე 978 წლიდან იყო, აქ 1008 ან 1010 უნდა იყოს, მაშინ ნამდვილად იქმნება გაურკვევლობა: თუ 978 წელს აფხაზთა სამეფომ არსებობა შეწყვიტა, მაშინ 978-1008 წლებში ბაგრატი რისი მეფე იყო?! ზოგადად ეს საკითხი ნამდვილად ურთიერთსაწინააღმდეგოა, მაგალითად, მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. თბილისი: ნეკერი. ISBN 99928-58-36-2. გვ. 108. ბაგრატ III „ერთიანი საქართველოს პირველი მეფე 975-1014 წლებში“... ასევე, მ. ლორთქიფანიძე, ო. ჯაფარიძე, დ. მუსხელიშვილი, რ. მეტრეველი (2012). საქართველოს ისტორია ოთხ ტომად, ტ. II — საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე. თბილისი: პალიტრა L. ISBN 978-9941-19-585-3. გვ. 242. „შუა საუკუნეების ერთიანი ქართული მონარქიის პირველი მეფე ბაგრატ III (975/978-1014).“--ILIA მომწერეთ 10:34, 12 მარტი 2016 (UTC)პასუხი
ეს უფრო ჯობია ბაგრატის გვერდზე განვიხილოთ, მაგრამ მაინც. ამ გაურკვევლობის გამო მგონია, რომ ტიტულების მიღების შესახებ ინფორმაცია ავიღოთ მხოლოდ წყაროებიდან და შესაბამისად მივუთითოთ თარიღებიც და არა იმის მიხედვით, თუ როდის "მიიჩნევა", რადგან ამ უკანასკნელის აზრი კონსენსუსის არ არსებობის გამო არც მესმის. ჯავახიშვილის "ქართველი ერის ისტორიიდან" (II ნაწილი): "1002 წელს ბაგრატი ყოფილა "აფხაზთა მეფე და ქართუელთა კურაპალატი", მაშასადამე მაშინ იგი მხოლოდ აფხაზთა მეფედ ითვლებოდა, ქართლში კი ჯერ არა. იქ მას კურაპალატობის პატივი ჰქონია." ... "ქართუელთა მეფედ ბაგრატ III-ის მამა გურგენი ითვლებოდა და ამიტომაც არის, რომ ბაგრატს მხოლოდ "ქართუელთა კურაპალატი" ეწოდებოდა". ასევე ესეც: "1008 წელს გარდაიცვალა გურგენ მეფე და ბაგრატი ეუფლა ტაოსაც. ეხლა-კი ბაგრატ მესამე გახდა მეფედ-მეფედ, აფხაზთა და ქართუელთა მეფედ". (ბოდიში, გვერდს ვერ ვწერ, ელ-წიგნში ვკითხულობ) აქედან გამომდინარე ბაგრატის საქართველოს მეფობა 1008 წლიდან ჯობია დავიწყოთ. აფხაზთა სამეფოს რაც შეეხება, ტიტული ცხადია 1008 წლის შემდეგაც არსებობდა, მაგრამ რადგან 978-1008 წლებში არსებობდა ადამიანი, რომელიც მხოლოდ აფხაზთა მეფის ტიტულს ატარებდა, აფხაზთა სამეფოს დასასრულადაც 1008 წლის მიჩნევა უფრო ლოგიკური მგონია.--Tornike   10:59, 12 მარტი 2016 (UTC)პასუხი
გეთანხმები, უმჯობესია ბაგრატის მეფობის თარიღები აქ განვიხილოთ, აფხაზთა სამეფოს არსებობის დასრულების თარიღად კი 1008 წელი მართლაც უფრო ლოგიკურია.--ILIA მომწერეთ 11:29, 12 მარტი 2016 (UTC)პასუხი

???

რედაქტირება

@Lasha-george: ეს ცვლილება რა მოსაზრებით გაკეთდა? შუა საუკუნეების სამეფოს თანამედროვე აფხაზურით ვუთითებთ? მე ვფიქრობ გასაუქმებელია. თავად სტატიაში წერია, რომ ენები იყო ქართული და ბერძნულიო. --Wiki - ჯაბა 17:22, 7 მარტი 2020 (UTC)პასუხი

მართალია, ეგ არ უნდა მიმეთითებინა, მაგრამ არსებულ გვერდის ინფოდაფაში შევცვალე მხოლოდ სიტყვა აღმოსავლეთ ქრისტიანობა სიტყვით აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია... ვინაიდან ეს ორი სიტყვა ერთიდაიგივე მნიშვნელობისაა და ჩემი აზრით არაა საჭირო შემოკლებულად ჩაწერა...--Lasha-george განხილვაწვლილი 18:44, 8 მარტი 2020 (UTC)პასუხი
გვერდ „აფხაზთა სამეფო“-ზე დაბრუნება.