განხილვა:არგვიცი

ბოლო კომენტარი: 4 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

@გიო ოქრო: სტატიაში ერედვის მუნიციპალიტეტი წერია ასეთი რამ: დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ეს ინფორმაცია დასტურდება ენციკლოპედია საქართველოში, ტ. 3, გვ. 36). ვინაიდან წყარო პირდაპირ გვეუბნება რომ შიდა ქართლის მხარეა, მე მგონია ინფოდაფაშიც უნდა ეწეროს მხარის დასახელება. შენ რას იტყვი? --Wiki - ჯაბა 17:14, 13 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

თავიდან მეც ასე ვფიქრობდი, მაგრამ რადგანაც მომხმარებელმა M.-მა სხვა აზრი გამოთქვა, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მიმეწერა შესაბამისი უწყებისათვის ზოგადად ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობასთან დაკავშირებით. პასუხს ველოდები, წესით მაქსიმუმ 10 დღეში უნდა იყოს; 2 უკვე გავიდა. გიო ოქრო 17:17, 13 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

გასაგებია, სწორად მოქცეულხარ. ვიკიპედია ხომ წყაროებზეა დამოკიდებული და რადგან წყარო არსებობს ჩვენ შეგვიძლია მივუთითოთ. ან თუ გინდა დაველოდოთ შენს წერილზე პასუხს. --Wiki - ჯაბა 17:53, 13 ნოემბერი 2019 (UTC)პასუხი

იმედია პასუხი მოვიდა.--ცანგალა 12:41, 26 დეკემბერი 2019 (UTC)პასუხი
გვერდ „არგვიცი“-ზე დაბრუნება.