განხილვა:ანასტასია რომანოვა
Untitled
რედაქტირებამაინტერესებს, ვინ გააუქმა "ბრწყინვალე კნეინა" და ვინ ჩაასწორა "დიდ კნეინად" ანასტასიას წოდება? და რა წყაროზე დაყრდნობით?--Leovizza 13:10, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
- მე გავაუქმე და მე ჩავასწორე ყველა სხვაენოვანი სტატიის საფუძველზე. თუ გაქვს წყარო, რომ ქართულად "ბრწყინვალე კნეინას" უწოდებენ, მოიყვანე. - ალ-ო @ 13:19, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
Вели́кая княжна́ (რუს. სტატიაში) ასე წერია. Вели́кий - დიდი, დიადი; მაგ. Вели́кий князь - დიდი თავადი, დიდი მთავარი რუსულ-ქართული ლექსიკონი გვ. 61 თბ., 1993 княжна მთავრის ასული, თავადის ასული. (იქვე გვ. 253) , ხოლო княгина - თავადის ცოლი, მთავრის ცოლი, კნეინა (იქვე, გვ. 253). ჩემი აზრით დიდი მთავრის (თავადის) ასული. (С рождения титуловался Его Императорское Высочество Великий князь Николай Александрович. რუს. ვიკი-დან სტატია ru:Николай II)--ცანგალა (გ) 14:16, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
კი ცანგალა მართალია --Teimuraz_Rajavi 14:53, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
Великий რომ ქართულად დიადია, ეგ ისედაც გასაგებია, მაგას ლექსიკონი რად უნდა, მაგრამ, აქ ტერმინის შერჩევაზეა საუბარი, თუ ასე გინდათ ეს "დიდი კნეინა" დარჩეს, მაგრამ, თქვენ საიდანღა მოგყავთ წყარო, რომ ანასტასია "ბრწყინვალე" კი არა "დიდი კნეინა" იყო? --Leovizza 19:33, 15 ოქტომბერი 2008 (UTC) თუ არ დაიზარებთ ალო იქნებ წყაროზე მიუთითოთ სად წერია ქართულად დიდი კნეინა? ქართულ თავად-აზნაურთა საზოგადოებაში მას ბრწინვალეს უწოდებენ, თქვენ საიდან გაქვთ ამის გამაბათილებელი არგუმენტი?--Leovizza 19:33, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
- მე მხოლოდ შევცვალე ”ბრიწყინვალე” - ”დიდი”-თ (სხვაენოვანი სტატიების გადამოწმების საფუძველზე). ზემოთ მითითებულია, რომ კნეინაც არ არის სწორი და უნდა იყოს ”დიდი მთავრის (თავადის) ასული”. სანამ ალტერნატიულ წყაროს არ მიუთითებთ, ეს რჩება ერთადერთ არგუმენტად აქ. დაველოდებით თქვენს წყაროს. - ალ-ო @ 20:23, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
Великий - ქართულად დიადი და დიდი, როდესაც ერთ მნიშვნელობას ხედავ მეორეც უნდა დაინახო.
შეიძლება ზემოთ დასკვნა სისულელე მიწერია, მაგრამ ამჟამად მინდა დავწერო განმარტებები:
- კნეინა (კნეინისა) [რუს. княгина] ძვ. საუბ. თავადის ცოლი ან ქვრივი. ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი ტ. 4, გვ.1251, თბ., 1955, აგრეთვე იგივე განმარტება წერია ქეგლ ტ. 1, გვ. 578, თბ., 1990;
- ბრწყინვალე - 1. რაც ბრწყინავს, 2. გადატ. უჩვეულოდ კარგი, 3. (ძვ.) წარჩინებული გვარისა, წოდებისა ქეგლ, ტ. 1, გვ. 135, თბ., 1990;
- გერმანულ ვიკიში Вели́кая княжна́-თან აგრეთვე უწერიათ царевна - მეფის ასული რუსულ-ქართული ლექსიკონი ტ. 3, გვ. 615, თბ., 1959--ცანგალა (გ) 21:06, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
moklet, damgala tqventan utavjamo paeqrobam, rac gindat is qenit, berketi mainc tqvens xelshia da tqveni nebisamebr ascorebt statiebs yovelgvari dasabutebis gareshe... argumentad aleqs sheni azrebi rcheba, sheni logikit, didi mtavari iyo mamamisi? tu imperatori??/ didi mtavrebi mefis dzmebs an vajebs ewodebodat rusetshi, tu gaxsovs :D :D :D rac gnebavt, is qenit, me nugar momcert--Leovizza 22:36, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)--Leovizza 22:36, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
- აქ გასაბრაზებელი არაფერი არ არის. სტატიის განხილვის გვერდზე იკითხე და პასუხიც აქვე განხილვის გვერდზე დაიწერა. ru:Николай II (С рождения титуловался Его Императорское Высочество Великий князь Николай Александрович მისი საიმპერატორო უმაღლესობა დიდი თავადი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე - იმედია თარგმანში შეცდომა არ მაქვს). ru:Цесаревич - ძვ. ტახტის მემკვიდრე, რუსულ-ქართული ლექსიკონი, ტ. 3, გვ.622, თბ., 1959ცანგალა (გ) 23:39, 15 ოქტომბერი 2008 (UTC)
კარგი, მოვიშველიოთ "ლოგიკა": თუ, როგორც თქვენი დაწერილი სტატიიდან ჩანს, ანასტასია ისე მოკლეს, რომ გათხოვება ვერ მოასწრო, მაშინ "კნეინა" ფიზიკურად ვერ გახდებოდა, ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, რომელიც ცანგალამ არ დაიზარა და მოგვიძებნა წყაროდ. წოდება "ბრწყინვალის" დამადასტურებელი საბუთიც არ გვაქვს, ვინაიდან "великий" ბრწყინვალეს არ ნიშნავს. შესაბამისად, გასარკვევი ამ ეტაპზე არის, თუ რა იქნება უფრო მართებული დიდი თავადის ასული თუ მეფის ასული. თქვენთან, Leovizza, მარტივი თხოვნა გვქონდა - გვჭირდება გადამოწმებადი წყარო, სადაც მითითებული იქნება "ბრწყინვალე" მის წოდებაში, რის საფუძველზეც სტატიაშიც შესაბამისად მივუთითებთ. სხვაგვარად, მხოლოდ თქვენი ან ჩვენი ლოგიკური დასკვნები არ გვაკმაყოფილებს. - ალ-ო @ 02:45, 16 ოქტომბერი 2008 (UTC)
- მეგობრებო, დავმშვიდდეთ. :)) საქმე იმაშია, რომ ქართული არისტოკრატიული ტიტულატურის უნიკალურობის გამო ზუსტი ტერმინოლოგიური პარალელების გამონახვა შეუძლებელია. ამიტომ ვიყენებთ ტრადიციულად მიღებულ და დამკვიდრებულ სახელებს, რომელთა გადახედვაში დიდ აზრს ვერ ვხედავ. რუსეთის მეფისწულების ტიტული ქართულში ძალიან მარტივად და სტანდარტულად ითარგმნება როგორც ”დიდი მთავარი” (ინგლ. Grand Duke) ”ბრწყინვალე თავადი” (светлейший князь; ინგლ. Serene Prince) ეს სულ სხვა ტიტულია. ბრწყინვალე თავადები ხდებოდნენ არა სამეფოს სახლის წევრები, არამედ იმპერიის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე არისტოკრატები. მაგ., светлейший князь Голенищев-Кутузов-Смоленский, светлейший князь Дадиан-Мингрельский. --Kober 04:25, 16 ოქტომბერი 2008 (UTC)
- მადლობა. - ალ-ო @ 05:31, 16 ოქტომბერი 2008 (UTC)
მხოლოდ პატარა განმარტებას ჩავწერ. светлейший ძვ. უგანათლებულესი: светлейший князь უგანათლებულესი თავადი. რუსულ-ქართული ლექსიკონი გვ. 179, თბ., 1959, იგივე განმარტებით, რუსულ-ქართული ლექსიკონი გვ. 673, თბ., 1993. ორივე ლექსიკონი შედგენილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ.--ცანგალა (გ) 15:51, 16 ოქტომბერი 2008 (UTC)
- Сиятельный ძვ. ბრწყინვალება: сиятельный князь ბრწყინვალე თავადი; сиятельная особа ბრწყინვალე გვამი, პირი
- Сиятельство ძვ. ბრწყინვალება: ваше сиятельство თქვენო ბრწყინვალებავ. რუსულ-ქართული ლექსიკონი ტ. 3 გვ. 218, თბ., 1959
- ბრწყინვალება (ბრწყინვალებისა) 1. ელვარება, ბრწყინვა 2. ძვ. რევოლუციამდელი მიმართვა თავადებისა, გრაფებისადმი (და მათი ოჯახის წევრებისადმი). „მე, ჩემო ბატონო, ისეც უნდა გხლებოდით თქვენის ბრწყინვალების სანახავად“ (აკაკი) || ძვ. რევოლუციამდე ასეთი პირების მოხსენება საუბარში|| ირონ. ასეთი „ფაქიზი“ ქეჩა და ხალიჩა ეშალა ზედა, რომ, როცა კნეინა ადგებოდა, ყოველ მის ბრწყინვალების ბრწყინვალე ფეხის ბრწყინვალე გადადგმაზე ისე ლამაზად აბოლდებოდა ხოლმე, რომ კაცი ყურებით ვერ გაძღებოდა (ილია). ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ტ. 1, გვ. 1151, თბ., 1950ცანგალა (გ) 16:15, 16 ოქტომბერი 2008 (UTC)
საბოლოოდ რა გადაწყდა აქ? - ალ-ო @ 14:55, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)
გადაწყვეტისა რა მოგახსენო, მაგრამ ის მაინც უკვე ვიცით რომ Великий დიდი, დიადია. აი კნეინას რა მოუხერხოთ? ანასტასია კი ნამდვილად იყო დიდი თავადის ასული. ცანგალა (გ) 15:48, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)
- მე მგონი, ზევით საკმარისი ინფორმაციაა იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ. სტატიაში ყველგან უნდა ჩასწორდეს ”ბრწყინვალე კნეინა” -> ”დიდი თავადის ასულით” ან ”დიდი მთავრის ასულით” (ამ ორიდან რომელი გადაწყდა ეს ვიკითხე). ა.
როგორც მახსოვს ისტორიიდან, ანასტასიას სრურლი წოდება იყო : Княжна Картли-Кахетинская и всея Грузинская Анастасья Николаевна და ეს არ_არიდს მოხსენებული --Teimuraz 15:55, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)
დიდი მთავრის ასული - თუ საწინააღმდეგო არ გაქვს. თემური რა დაწერე?--ცანგალა (გ) 16:12, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)
რა რა დავწერე გადაიკითხეთ --Teimuraz 16:18, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)
- თავად უნდა გადაიკითხო შენი ნაწერი სანამ ყველას დაანახვებ. მინიმუმ სამი შეცდომა გაქვს დაშვებული. ა.
მეც ”დიდი მთავრის ასული”-ს მომხრე ვარ. - ალ-ო @ 16:45, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)
თემო, შენ ინფორმაცია დაწერე 15:55, ხოლო მე 16:12 ეს პერიოდი კითხვის პროცესში ვიყავი და მაინც რომ ვერ გავიგე გკითხე.--ცანგალა (გ) 19:14, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)
ალსანდრო, სად დავუშვი შეცდომა? Анастасья რომ დავწერე? --Teimuraz 19:37, 17 ოქტომბერი 2008 (UTC)
ძალიან კარგი სტატიაა
რედაქტირებაძალიან კარგი სტატიააა... აბა ვინ ხართ შექმნელები? ლეოვიზ, ცანგალა და ალსანდრო? (ძირითადი)--თეიმურაზი (გ) 13:46, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
Leovizza --გიგა პასუხი 13:47, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
მგონი მას ორდენი უნდა მივცეთ ესეთი კარგი სტატიის შექმნისთვის ...--თეიმურაზი (გ) 13:49, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
ჯერ დაამთავროს ;) --გიგა პასუხი 13:50, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
რათქმაუნდა! და მერე გადავწყვიტოთ. ეს ერთ ერთი ყველაზე საჭირო სტატიაა ვიკისთვის(ქართულ ვიკისთვის)--თეიმურაზი (გ) 13:54, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
- ძალიან კარგ სტატიამდე ამას, როგორ მინიმუმ, ტიტულის გასწორება აკლია. ზემოთ ჩვენ ამდენი ტყუილად არ ვილაყბეთ. - ალ-ო @ 15:06, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
არანაირი სტატია იდეალური თავიდან არარის, და მგონი ის რომ ილაყბეთ თავისი ნაყოფიც მოიტანა. სტატია საკმაოდ კარგია. და მგონი რჩეული სტატიების სიაში მალე უნდა მოხდეს --თეიმურაზი (გ) 15:22, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
- მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ნაკლებს იმაზე, თუ როგორ ხდება სტატია იდეალური, შენ უნდა წერდე. ეს სტატია კარგი ჯერ არ არის. იმედია გახდება, მაგრამ ჯერ, რაიმე წყაროს მითითებამდე, ის უბრალოდ ზღაპარია. - ალ-ო @ 15:47, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
- და რატომ არ უნდა ვილაპარაკო იდეალობაზე? ნუ თუ ცოტა გაგება მაქვს ვიკიში. და მე დიდი იმედები მაქ რომ ეს ზღაპარი რეალურად სტატიად გადაიქცევა. --თეიმურაზი (გ) 16:49, 22 ოქტომბერი 2008 (UTC)
გამარჯობა! აი, მეც აქ ვარ, ამ სტატიის მთარგმნელი :-)) კრიტიკის ქარ-ცეცხლის მიუხედავად, ეტყობა, მაინც კარგი სტატია შემიქმნია (მითარგმნია) რაკი, ამდენი აყალ-მაყალი და ალიაქოთი გამოვიწვიე ვიკიპედიელთა რიგებში :)))) ყველას დიდი პრეტენზიები გაქვთ ჩემზე უკეთეს ცოდნაზე თუ რა უწოდოთ დიდ მთავრინა ანასტასიას ზუსტად, მაგრამ, ვერც ერთმა თქვენგანმა ქართულად გამართული წოდება ვერ მოიფიქრა. ასეა, სხვისი კრიტიკა იოლია, უკეთესის შექმნა კი ძნელი :-)))) აბა, რას აპირებთ გადაარქმევთ ანასტასიას თუ ასე ტოვებთ??? თუ ტყუილად "ილაყბეთ" ამდენი?? :-)))) მოდოთ, ერთ რამეზე მაინც შევთანხმდეთ, თუ არაფერი მოგწონთ და ვერც ვერაფერზე თანხმდებით, ბატონიშვილი ანასტასია მაინც დავწეროთ, (ჩვენში ასე ეწოდებათ მეფის შვილებს) ეგ ხომ მაინც უდავო ტიტულია მეფის ასულისთვის (აბა, თავადის ქალს ხომ არ დავწერთ, მამამისი თავადი კი არა, რუსეთის მეფე, იმპერატორი იყო, თან, ერთპიროვნული მმართველი! თავადის ქალი კი, მაგალითად, ანა კარენინა იყო, მგონი, განსხვავება არის ხომ ამ ორ ანას შორის?? :-))))))) და ახლა სიტყვებზე არ გამომეკიდოთ ერთი ანა იყო და მეორე ანასტასიაო:-)))) აქ მთავარი ტიტულის შერჩევაა!! მოკლეთ, მე ვარქმევ, ბატონიშვილს, ახლა თქვენი აზრიც მაინტერესებს, ოღონდ, შეჯერებული, პოლემიკა აღარ მინდა!!!! პატივისცემით --Leovizza 22:46, 26 ოქტომბერი 2008 (UTC) ვისაც საკუთარი ნერვების იმედი არ გაქვთ, ნურაფერს დაწერთ ;-) --Leovizza 22:46, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)
მგონი ყველანი ვთანხმდებით, რომ ტიტული დიდი მთავარი იყო რუსეთის მეფის ოფიციალური ტიტული, უკვე იმპერიის ხანაში კი (პავლე I-ის 1797 წლის დადგენილებით), ის ენიჭებოდათ მეფისწულებს. იმაზეც ბევრი დაიწერა, რომ „Великий князь“ ქართულად დიდი მთავარია. შედეგად, დასკვნა უკვე გვაქვს და ასრულებას ელოდება.– Rastrelli F 08:39, 8 ივნისი 2009 (UTC)
- შეწორება: ანასტასია თავად არის დიდი მთავარი და დიდი მთავრის ასული უკვე ზედმეტია. R. 08:51, 8 ივნისი 2009 (UTC)
- Великий князь და Великая княжна არის დიდი მთავარი. ჩემი შეცდომა იყო, რომ княжна-ს Великая ჩამოვაშორე. მაპატიეთ. ცანგალა (გ) 10:57, 11 ივნისი 2009 (UTC)
ინფო
რედაქტირებამხოლოდ ინფორმაციისთვის - ანასტასიის გადარჩენაზე. აფხაზეთიდან გადმოსახლებული მოსახლეობისგან მსმენია ერთი ამბავი - აფხაზეთში ვითომ ცხოვრობდა ადამიანი (ოჩამიჩირე, თუ არ ვცდები) რომელზეც გარკვეულ ფაქტებზე დაყრდნობით ამბობდნენ, რომ ანასტასიაა. დაზუსებით არ ვიცი, მაგრამ თუ ღირს ჩაძიება, შემიძლია გამოვკითხო ხალხი. ოღონდ ეს ადამიანი სადღაც 40 წლის წინ გარდაიცვალა. ვიმეორებ, თუ ღირს ჩაძიება, შემიძლია გამოვკითხო ხალხი.--გიორგი , 07:43, 4 მარტი 2009 (UTC)
პირადად მე უკვე დავინტერესდი. თუ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, ჩემი აზრით, მშვენიერი იქნება. ეს სტატია მართლაც იმსახურებს ვარსკვლავს, რატომ აყოვნებთ? --მიშა (გ) 11:42, 11 ივნისი 2009 (UTC)
პ.ს. რა თქმა უნდა, ინფო.ს სტატიაში შეტანამდე რამდენიმე კრიტერიუმით შეაფასე, ანუ ’დედაბრული ზღაპრები’ და ა.შ. ხომ მიმიხვდი. --მიშა (გ) 11:45, 11 ივნისი 2009 (UTC)
- ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციაა მინიშნებების, წყაროების გარეშე სქოლიოში. რჩეული სტატია იმას ნიშნავს, რომ ამგვარი თითქოს დეტალები არაა გამოტოვებული. R. 04:49, 12 ივნისი 2009 (UTC)
- სტილისტურად/გრამატიკულად გასამართია. - ალ-ო @ 07:18, 12 ივნისი 2009 (UTC)