განხილვა:ავსტრიელები

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaga.vaa

ავსტრიელებს იმდენად აქვთ ჩამოყალიბებული ეროვნული შეგნება, რომ სტატიის დასაწყისში დაზუსტებული ავსტრიის გერმანელები შეცდომად მიმაჩნია, მინიმუმ ნეიტრალურობის დარღვევად. Deu. 13:33, 4 მარტი 2012 (UTC)პასუხი

ასე არაა? Deu. 19:05, 27 მარტი 2012 (UTC)პასუხი

თვითონ გერმანულ ვიკიპედიაში საერთოდ სტატია არაა ავსტრიელებზე,არამედ ავსტრიულ იდენტობაზე. ეტყობა თითონ ავსტრიელებსაც არ აქვთ რამე საწინააღმდეგო,თორემ შეასწორებდნენ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა იბერია (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

გერმანულში არაა, მაგრამ არის სხვა ბევრ ვიკიპედიაში, რაც კარგად ჩანს. --მიხეილ მიწერა 16:05, 30 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ეგ იმდენად საკამათო თემაა, რომ პასუხი ძალიან რთული გასაცემია, მე ვემხრობი მაინც ამოღებას მაგრამ საფუძველი არანაირი არ გამაჩნია, ამიტომ უნდა იყოს თვალსაჩინოებისთვის ალბათ ისე როგორც წერია, თან ავსტრიელებს ეროვნული იდენტობა ნამდვილად არ აქვთ მაღალ დონეზე. საერთოდ საკითხავია ეროვნება ავსტრიელები იგულისხმება თუ ეთნიკური? ინგლისელები აწვებიან ეროვნულობას გერმანელები კი ეთნიკურობას და მაგიტომ არ არის ცალკე სტატია. ეთნიკურად გერმანელები არიან ეროვნებით ავსტრიელები.--GagaVaa განხილვაწვლილი 12:04, 30 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
ეროვნულობას და ეთნიკურობას ნუ დაუპირისპირებ ერთმანეთს :). აქ საუბარია, არიან ავსტრიელები სუბეთნიკური ჯგუფი თუ ეთნოგრაფიული? მე როგორც ვიცი, ისინი არიან სუბეთნიკური ჯგუფი (როგორც ქართველებში ქართები, მეგრელები, სვანები) და არა ეთნოგრაფიული (როგორც ქართველებში ქართლელები, კახელები, რაჭველები, თუშები...). Deu. 12:58, 30 სექტემბერი 2013 (UTC)პასუხი
ავსტრიელების სუბეთნიციზმს რა განსაზღვრავს? მათ ქვეყანას გერმანია, რომ არ ქვია? შევარდნაძე რომ არა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანელებიც გვეყოლებოდნენ ანუ დღეს?:) რავიცი ჩემი პირადი აზრით აბსოლიტურად ერთი ხალხია ოფიცილური სახელმწიფო ენა აქვთ გერმანული, ზუსტად ისეთი როგორც გერმანიაში, ისტორიულად კი ბავარიულ ენაზე საუბრობდენ (ტიროლში ტიროლულად), ბავარიული ენა კი გერმანიის მოსახლეობის უმრავლესობისთვისაც ასევთქვათ "მშობლიურია", დღემდე საუბრობენ ასე ვთქვათ შიდა წრეში ბავარიულად და ტიროლულად. მოკლედ ცალკე გვერდი კი აქვთ და ავსტრიელი გერმანელები აიტანონ რამენაირად:).--GagaVaa განხილვაწვლილი 22:08, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
ისე ზოგადად სადმე წყარო არსებობს, რომ ავსტრიელ გერმანელი მართებული გამოთქმაა?--GagaVaa განხილვაწვლილი 22:10, 1 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

აბა ერთი ეგ უთხარი ავსტრიელებს, რომ ისინი გერმანელები არიან. ჭუჭყივით ეზიზღებათ გერმანელები. http://de.wikipedia.org/wiki/Piefke --Henry McClean განხილვაწვლილი 05:27, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი

ჩემი მეგობარი მიუნხენში ცხოვრობდა საკმაოდ დიდი ხანი და იგივეს ამბობს ბავარიელებზეც, ჩემდა გასაკვირად. დამოუკიდებლობის სურვილსაც საკმაოდ მკაფიოდ გამოთქვამენო, რავიცი აბა რას გაიგებ--GagaVaa განხილვაწვლილი 07:42, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
დავაზუსტებ, გერმანელთა ერთ სუბეთნიკურ ჯგუფს ქმნიან ავსტრიელები ბავარიელებთან ერთად, თავის ენას ეძახიან ბოარიშს, უფრო ლიტერატურულად ოსტობერდოიჩ ჰქვია. რაც არ უნდა იყოს, სუბეთნიკური ჯგუფი არ ნიშნავს ეთნიკურად სხვა ხალხს, გერმანელების ნაწილი კი გამოდიან მაინც, რამდენადაც არ უნდა ეჯავრებოდეთ ზემო გერმანია. Deu. 09:22, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
ჰო რა ეგრეა. აქვე რაღაც სტატია ვიპოვე მაგ საკითხთან დაკავშირებით ქართულად, სადაც ასევე ნახსენებია ტერმინი ავსტრიის გერმანელები. ანუ გამოყენებაში არის ეგ ფრაზა და იყოს მაშინ ნუ ამოვშლით, მითუმეტეს ქართულ ვიკიში ადამიანთა ისეთი კატეგორია შემოდის (ანუ ეთნიკური ქართველები), რომელტა დიდ ნაწილს მეტნაკლებად აინტერესებს ნაციონალური საკითხები.--GagaVaa განხილვაწვლილი 10:16, 2 ოქტომბერი 2013 (UTC)პასუხი
გვერდ „ავსტრიელები“-ზე დაბრუნება.