განხილვა:აბუ ომარ ალ-შიშანი

ბოლო კომენტარი: 9 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა BRUTE თემაში მონაწილეობა ჩეჩნეთის პირველ ომში

რამდენად მნიშვნელოვანი სტატიაა? ჩემი მოსაზრებით უნდა წაიშალოს. --პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 06:18, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

მეც ვფიქრობ, რომ  წასაშლელია--დათო1010 07:01, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი
 წასაშლელია--ცანგალა () 08:49, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

(წინააღმდეგი) რატომ?--შოთა [UT] 09:51, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

არც დაბ. თარიღი ვიცით, არც განათლების შესახებ და ა. შ. შეიძლება ინგლ. ვიკიპედიისთვის საინტერესო პიროვნებაა, მაგრამ ქართული ვიკიპედიისთვის ჩემი აზრით არავითარ საინტერესო ინფორმაცია არ არის. ფეიქსბუქსის ჩაკეტილი ბმული მითუმეტეს. ბოლო წინადადება ინგლ. ენაზეა. ყველა ბმული ინგლ. ენაზეა. რუსეთ-საქართველოს ომში რომ იყო მონაწილე წყარო მიუთითეთ. --ცანგალა () 11:00, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

პირველ რიგში, დაბადების თარიღი და განათლება სტატიისთვის სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენს. რაც გვაქვს იმით დავკმაყოფილდეთ, თუ ვინმემ რამე იცის, შემდეგ დაამატებს. მეორე, თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ქართველი პიროვნება ინგლისური ვიკიპედიისთვის საინტერესოა, მაგრამ ქართულისთვის არა? ბოლო წინადადება ამოვიღე, შემთხვევით ჩავსვი მე თვითონ, ფეისბუქის ბმულიც მოვაშორე. ბმულები რომ ქართულად უნდა იყოს, ეგ მოთხოვნა არსად წერია და ბევრ სტატიას აქვს მხოლოდ უცხოური წყაროები. რუსეთ-საქართველოს ომზე წყარო აქვს მითითებული და თუ მაინც არ გაკმაყოფილებთ, შესაძლებელია თარგ {{წყარო}}-ს ჩასმა, მაგრამ წაშლის მიზეზი არ გვაქვს--შოთა [UT] 11:18, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

მნიშვნელობა არ აქვს რა ეროვნებისაა. ჩემი აზრით ქართული ვიკიპედიისთვის საინტერესო არ არის. მითითებულ გვერდებზე სად წერია, რომ რუსეთ-საქართველოს ომში აქვს მიღებული მონაწილეობა. მე პირადად ვერ ვნახე. აბა გადახედე თარგი:ინფოდაფა პიროვნება, რას ითხოვს ეს თარგი? -ცანგალა () 13:02, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი
სურათი — არ აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იგი რუსეთ-საქართველოს ომში იღებდა მონაწილეობას.--ცანგალა () 14:50, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

თუ არ წერია თავში ჩაესვას {{წყარო}}. ინფოდაფა პიროვნება რა შუაშია?--შოთა [UT] 15:31, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

ჩავუსვი {{ფაქტი}}--შოთა [UT] 15:35, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი
რადგანაც შექმნილია თარგი:ინფოდაფა პიროვნება — ე. ი. უნდა შეივსოს კიდეც (მე ასე მიმაჩნია). ხოლო რაც შეეხება ფაქტს მისი რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობას — უკვე წყაროს არ გვითითებს. ინგლ. ვიკიში კი შეყრილია ყველაფერი ერთად. არც რუს. და არც გერმ. ვიკი მის შესახებ არ წერენ. მე გერმანულს მივიჩნევ სამაგალითო ვიკიპედიად. --ცანგალა () 15:40, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი
ინგლ. საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობის შესახებ არაფერი არ წერია და არც სურათები არის ჩადებული.--ცანგალა () 15:43, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

ინფოდაფა სავალდებულო არ არის, ბევრი პიროვნების სტატიის ჩამოწერა შემიძლია, სადაც არ გამოიყენება. მაშინ დავამკვიდროთ, რომ უინფოდაფო პიროვნების სტატია წაიშალოს. გასაგებია, რომ არ წერია მაგის შესახებ და არ გვაქვს წყარო, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ვსვამთ თარგს, რომელიც უკვე ჩავსვი--შოთა [UT] 15:47, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

ქისტია

რედაქტირება

ქართველი არაა, ქისტია. მართალია მამამისი გამუსლიმანებული მატნელია ან თუში (უფრო თუში), მაგრამ მასე ნახევარი პანკისის ხეობა გამუსლიმანებული ქართველები და თუშები არიან, მაგრამ ქისტებად ითვლებიან. – 77.92.233.155 12:56, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

გამარჯობათ , ეს ჩემი პირველი არტიკლია და არ ვიცი კარგად რა და როგორ . ეს ლინკი გამოდგება წყაროდ ? http://www.ambebi.ge/samkhedro/90894-pankiseli-qmamluqiq-yofili-qarthveli-serzhanti-siriashi-usastikesi-dajgufebis-methauria.html

ეს ლაივლიკი http://www.liveleak.com/view?i=893_1384959015 http://www.liveleak.com/view?i=6e9_1384958167

აქაც და ლაივლიკზეც წერია რომ იბრძოდა 2008-ში , თუ გამოდგება წყაროდ.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aikevich (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

რა საინტერესო ფაქტიც წერია აღნიშნულ ბმულზე
 
„ ეს "მეამბოხე ჯარისკაცი" არის ქისტი საქართველოდან, რომელიც მანამდე საქართველოს ჯარში მსახურობდა, საიდანაც დაითხოვეს.“

--ცანგალა () 18:36, 22 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

ტუბერკულოზი დაემართა და დაითხოვეს,შემდეგ იარაღის უკანონო ტარებისთვის 1 წელი იჯდა ციხეში,გამოსვლის მერე კი სირიაში წავიდა საბრძოლველად.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Aikevich (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს -  .

იჯდა თითქმის სამი წელი. ტუბერკულოზი აქვს მასაც და მის ძმასაც როგორც მე ვიცი. ბრძოლით ბევრი იბრძოდა ცხინვალში ქისტები. ეს ადამიანიც ქისტია და არა ქართველი, სტატიის წინა ვერსიაში ეწერა – ქართველიაო. მამამისი გამუსლიმანებულია, ყოფილი ქრისტიანი – 87.253.42.253 12:16, 23 ნოემბერი 2013 (UTC)პასუხი

მონაწილეობა ჩეჩნეთის პირველ ომში

რედაქტირება

უცნაურია, რა წყაროზე დაყრდნობით წერია რომ ალ-შიშანი ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობდა? როცა ეს ომი დამთავრდა, ის მხოლოდ 10 წლის იყო. თუ ამის დამადასტურებელი წყარო არ არსებობს, მაშინ ეს ინფო უნდა ამოვიღოთ. – BruTe () 12:33, 3 აგვისტო 2015 (UTC)პასუხი

გვერდ „აბუ ომარ ალ-შიშანი“-ზე დაბრუნება.