ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

განძანის ციხეეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძანში. ნინოწმინდის რაიონულ ცენტრს დაშორებულია 25 კილომეტრით. სოფელი მდინარე ფარავნის ორივე მხარესა, ზღვის დრონიდან 2050 მეტრზე. გამოიირჩევა არაერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლით.

სოფელი განძანი მდებარეობს მდინარე ფარავნისწყალზე. ასეთი სახელწოდებით პუნქტს არ იცნობს ვახუშტი ბაგრატიონი. როგორც ირკვევა, იგი მოგვიანო პერიოდში გაჩნდა. სახელწოდება “განძა” XIX საუკუნის რუსულ რუკებზეა. იგი დატანილია 1801-1813 წლისა და 1819 წლის რუკებზე.

XIX საუკუნეში რუსებმა სოფელ განძანში ჩამოასახლეს თურქეთიდან ლტოლვილი სომხები. ჩამოსახლებულ მოსახლეობას სოფლის ცენტრში XIX საუკუნის მეორე ნახევარში აუგია სომხური ეკლესია. სოფელში არაერთი ქართული ეკლესია, რომლებიც გამოირჩევა ლაპიდარული წარწერებით.

ეკლესიებთან ერთან განძანის ახლოს შემორჩენილია ძველი ციხესიმაგრის ნაშთი. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დათარიღება რთულია, რადგან ჩვენამდე მცირე ნაწილმა მოაღწია. თუმცა იგი, უფრო ზუსტად XI-XII საუკუნის ძეგლს მიეკუთვნება. ამჟამად თითქმის აღარაფერია დარჩენილი. ადგილობრივმა მოსახლეობამ გაზიდა ციხის ქვები, ხოლო მის ტერიტორიაზე სამეურნეო დანიშნულების სხვადასხვა შენობები განათავსეს.

განძანის ციხეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მ. ბერიძე, ჯავახეთის ძეგლთა მდგომარეობა (სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში, 1979 წ.). ჯავახეთი. ისტორია და თანამედროვეობა. ახალციხე. 2002 წ. გვ. 335-404.
  • ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 343.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/განძანის_ციხე“-დან